ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის მეპატრონეები თბილისის მერიაში შეხვედრას ხვალ გამართავენ

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის მეპატრონეები თბილისის მერიაში შეხვედრას ხვალ გამართავენ

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის მეპატრონეები თბილისის ვიცე-მერს ლაშა აბაშიძესთან შეხვედრას ხვალ, 13:00 საათზე გამართავენ.

შენობის მეპატრონეები ვიცე-მერს ინფორმაციას მიაწვდიან დაზარალებული პირების, დაზიანებული და განადგურებული საქონლის რაოდენობისა და დაზღვეული და დაუზღვეველი მეწარმეების შესახებ.

შეხვედრა თბილისის ვიცე-მერთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ვინაიდან შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობა დიდხანს გაგრძელდა და სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტერიტორიის სრულად დათვალიერება დრულად ვერ დაასრულა, აღნიშნული შეხვედრა გადაიდო.

დღესვე, დღის მეორე ნახევარში ტერიტორიაზე დაზარალებული მეწარმეებიც შეუშვეს. ადგილზე ამ დრომდე პერიმეტრს იცავენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. პრევენციის მიზნით მობილიზებულია ერთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ტერიტორიაზე კვლავ აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილება. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი