ხანძრისგან დამწვარი შენობის ერთ-ერთი მეპატრონე - უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული იყო

ხანძრისგან დამწვარი შენობის ერთ-ერთი მეპატრონე - უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული იყო

უსაფრთხოების ნორმები შენობაში მაქსიმალურად იყო დაცული, - ამის შესახებ ელიავას ბაზრობაზე მდებარე, ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის ერთ-ერთმა მეპატრონე ქეთევან ლოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შენობა, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულიც იყო.

"შენობა-ნაგებობა დაზღვეული იყო. 31 მაღაზიიდან 12 განადგურებულია ხანძრისგან, დანარჩენი წყლისგან. მოვაჭრეების ნაწილს მაღაზიები ჰქონდა დაზღვეული. მე ვერ დავაძალებ მოვაჭრეს და ვერ ვეტყვი, რომ დააზღვიონ, წესით და კანონით ბიზნესი უნდა დააზღვიო.

ჩვენი ელექტროსადენები მოწესრიგებული იყო. ჩვენ ყოველთვის შიში გვქონდა და სულ ვაკონტროლებდით. მე არ ვიცი, რა დასკვნას დადებენ. როგორც წესი, ყოველთვის იმ დასკვნას დებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, რადგან ეს ყველაზე მარტივია, ბევრი ძიება არ სჭირდება, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არ იყო", - განაცხადა ლოლაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი