პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმელი "მარადონა" - აფხაზეთის საყვარელი კოლორიტი გარდაიცვალა
სოხუმელი "მარადონა" - აფხაზეთის საყვარელი კოლორიტი გარდაიცვალა

სო­ხუმ­ში, ქა­ლა­ქის კო­ლო­რი­ტი "მა­რა­დო­ნა" გარ­და­იც­ვა­ლა... ზუს­ტად არა­ვინ იცის, სად ცხოვ­რობ­და და სო­ხუმ­ში რა­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ უცებ გა­მოჩ­ნდა და რა­ღაც­ნა­ი­რად, ერ­თბა­შად შე­ე­სის­ხლხორ­ცა ქა­ლაქს. ქარ­თვე­ლი იყო, ბერ­ძე­ნი, ებ­რა­ე­ლი, რუსი თუ აფხა­ზი, კარ­გა ხანს არა­ვინ იცო­და, მაგ­რამ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ეკუთ­ვნო­და, - უბ­რა­ლოდ, სო­ხუ­მე­ლი იყო და მორ­ჩა... აფხა­ზე­თის ომის დას­რუ­ლე­ბი­დან წლე­ბის შემ­დეგ, სო­ხუ­მის კო­ლო­რი­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს ერ­თნა­ი­რად ატ­კი­ნა გული და ძვე­ლი სო­ხუ­მის ნოს­ტალ­გი­ით გა­ა­ერ­თი­ა­ნა...

მას ყველ­გან ხე­დავ­დნენ, სა­ნა­პი­რო­ზე, ბა­ზარ­ში, კაფე-რეს­ტორ­ნებ­თან... ყვე­ლა გიჟ­ზე მეტს და­დი­ო­და, ყვე­ლას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ბაშ­ვე­ბი უყ­ვარ­და, მაგ­რამ ცუდს არას­დროს ურ­ჩევ­და... ზამ­თარ-ზა­ფხულ შორ­ტი­თა და სა­ზა­ფხუ­ლო "ჩუს­ტე­ბით" და­დი­ო­და.

გა­რუ­ჯულ კი­სერ­ზე ზღვის ნი­ჟა­რე­ბის­გან აკინ­ძუ­ლი ყელ­სა­ბა­მი ეკი­და. ქა­მარ­ზე კი მცი­რე ზო­მის ტა­ფე­ბი და ქვა­ბე­ბი. უმე­ტე­სად სომ­ბრე­რო ეხუ­რა და ძა­ლი­ან ჰგავ­და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ დი­ე­გო მა­რა­დო­ნას. ალ­ბათ, სეხ­ნია ფეხ­ბურ­თე­ლის სიყ­ვა­რუ­ლით, არ­გენ­ტი­ნის გუნ­დზე გაყ­ვი­რო­და - "მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი­აო". არა­ვის უნა­ხავს, ოდეს­მე უყუ­რებ­და თუ არა ჩემ­პი­ო­ნატს, მაგ­რამ ყვე­ლამ იცო­და, რომ ფეხ­ბურ­თის არ­გენ­ტი­ნელ ლე­გენ­დას აღ­მერ­თებ­და...

სო­ხუ­მე­ლი მწე­რა­ლი გუ­რამ ოდი­შა­რია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში იგო­ნებს, რომ ომის შემ­დგომ, სო­ხუმ­ში ჩას­ვლი­სას ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და მა­რა­დო­ნას პოვ­ნას, მაგ­რამ ვე­რას­დროს ნახა. ად­გი­ლობ­რივ­მა აფხა­ზებ­მა უთხრეს: "ახა­ლი აკ­ვი­ა­ტე­ბა აქვს, ჰალ­სტუხს იკე­თებს, ტრო­ლე­ი­ბუს­ში ჯდე­ბა და ქა­ლა­ქის ერთი თა­ვი­დან მე­ო­რე­ში, კე­ლა­სუ­რის ხი­დი­დან ახალ რა­ი­ო­ნამ­დე მიჰ­ყვე­ბა, 10 კი­ლო­მეტრზე მეტი მან­ძი­ლია და ტრასნ­პორ­ტი­დან სო­ხუ­მის ქუ­ჩებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­სო.."

"ჩემი წიგ­ნის­თვის, "შავი ზღვის ოკე­ა­ნე", ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მომ­ცა "მა­რა­დო­ნას" ომის პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და დავ­ბეჭ­დე. შემ­დეგ, "მა­რა­დო­ნას­თვის" ეს წიგ­ნი ვი­ღა­ცას მი­უ­ცია, მას კი სო­ხუმ­ში დაჰ­ქონ­და თურ­მე და ყვე­ლას აჩ­ვე­ნებ­და, - ქარ­თვე­ლე­ბი ჩემ­ზე წიგ­ნებს წე­რენ, თქვენ კი არ მა­ფა­სებ­თო...", - იხ­სე­ნებს მწე­რა­ლი.

"სო­ხუ­მელ მა­რა­დო­ნას" აფხა­ზე­ბიც გუ­ლის­ტკი­ვი­ლით იგო­ნე­ბენ. მათი თქმით, ის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო "ქა­ლა­ქის გი­ჟებს" შო­რის. "სხვე­ბიც ჰყავს სო­ხუმს, მათ შო­რის, ტო­ლი­კა ზო­ლი­ა­ნი მა­ი­სუ­რით, რო­მელ­საც "თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ეძახ­დნენ, რად­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას გაყ­ვი­რო­და... ტო­ლი­კამ იცო­და, მისი ყვი­რი­ლი რო­გორ აღი­ზი­ა­ნებ­და ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და "მი­ლი­ცი­ას" და ნე­ბის­მი­ე­რი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­ნახ­ვა­ზე ატეხ­და ყვი­რილს, - Свобода... ამი­ტომ, მას მუდ­მი­ვად დევ­ნიდ­ნენ... მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, "მა­რა­დო­ნა" სო­ხუ­მე­ლი "ბომ­ჟე­ბის" უგ­ვირ­გვი­ნო მეფე გახ­და. თუმ­ცა, ის უფრო თა­მა­მი იყო, - სო­ხუ­მის ქუ­ჩებ­ში სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით და­დი­ო­და, - шаланды, полные кефали და პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ცეკ­ვას ას­რუ­ლებ­და" - წე­რენ აფხა­ზე­ბი...

90-იანი წლე­ბის ომის დროს აფხაზ მე­ომ­რებ­ში გავ­რცელ­და ხმა, თით­ქოს "მა­რა­დო­ნა" მოკ­ლეს. "სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე ხმე­ბი და­დი­ო­და სო­ხუ­მელ ქარ­თვე­ლებ­შიც, რომ­ლე­ბიც ომის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში გა­ი­ფანტნენ. შემ­დეგ, რო­გორც შე­ვა­ტყვე, ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის მათი ნოს­ტალ­გი­ის ნა­წი­ლი გახ­და" - წერს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ტა­ლი შა­რია, რომ­ლის თქმი­თაც, ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მწე­რალ­მა, გურ­ტად ოდი­ში­ა­რი­ამ მას თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში არა­ერ­თი ეპი­ზო­დი მი­უ­ძღვნა.

შა­რი­ას თქმით, - ერთ-ერთი ეპი­ზო­დის თა­ნახ­მად, ომის დროს, ქარ­თველ­მა გვარ­დი­ე­ლებ­მა მას­თან ლა­ზღან­და­რო­ბა გა­და­წყვი­ტეს, თუმ­ცა, "მა­რა­დო­ნამ" მათ ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხი გას­ცა... ამ ფაქტს თა­ვად სო­ხუ­მე­ლი მწე­რა­ლიც იხ­სე­ნებს, - "ომი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი იყო, გა­ჩე­რე­ბა­ზე შევ­ნიშ­ნე "მა­რა­დო­ნა", რო­მა­ე­ლის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, თავ­ზე ჩაჩ­ქა­ნი ეხუ­რა და ხელ­ში შუ­ბიც ეჭი­რა... ქა­ლა­ქის თე­ატ­რე­ბი იძარ­ცვე­ბო­და და ეტყო­ბა, ამ სა­მოსს სა­დღაც გა­და­ა­წყდა, თო­რემ მა­რა­დო­ნას ქურ­დო­ბა არას­დროს არა­ვის გა­უ­გია... იქვე, ქარ­თვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბიც იყ­ვნენ და რო­გორც კი "მა­რა­დო­ნა" და­ი­ნა­ხეს, ერთ-ერ­თმა ავ­ტო­მატს და­ავ­ლო ხელი და ერთი მთლი­ა­ნი მჭი­დი ჰა­ერ­ში და­ცა­ლა... გა­გიჟ­და "მა­რა­დო­ნა", - თქვე გი­ჟე­ბო და არა­ნორ­მა­ლუ­რე­ბო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სო­ხუმ­ში ია­რა­ღის სრო­ლაო... მერე, ძა­ლი­ან ხში­რად მახ­სენ­დე­ბო­და მისი სი­ტყვე­ბი და რამ­დენ­ჯერ მი­ნატ­რია, ნეტა იმ კე­თი­ლი გი­ჟი­ვით გვყვა­რე­ბო­და ყვე­ლას ჩვე­ნი ქა­ლა­ქი-მეთ­ქი..." - იხ­სე­ნებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გუ­რამ ოდი­შა­რია.

მის წარ­მო­შო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აფხა­ზუ­რი ვერ­სი­აც ახ­ლოს არის ქარ­თულ­თან, - "მა­რა­დო­ნა" საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, რო­მე­ლი­ღაც პროფ­ტექ­ნი­კუმ­ში სწავ­ლობ­და. ერთხე­ლაც, თა­ნა­ტო­ლებ­თან ჩხუ­ბი მო­უ­ვი­და, რის შემ­დე­გაც, "ასე­თი გახ­და"... ერთხელ ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ზეთ­მა მას­ზე პუბ­ლი­კა­ცია მო­ამ­ზა­და, რა დრო­საც "მა­რა­დო­ნამ" თქვა, რომ მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი შა­მილ გა­ლი­ნია. ის 1951 წელს, ბაშ­კი­რე­თის დე­და­ქა­ლაქ უფა­ში და­ი­ბა­და. სო­ხუმ­ში კი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, "ბოთ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა..."

ომის შემ­დეგ, მას მერე რაც სო­ხუ­მი უცხო­ე­ბით აივ­სო, სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში "მა­რა­დო­ნა­საც" ისე ექ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც უცხოს. არაყ­ზე ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ, ად­რინ­დე­ლი მას­პინ­ძლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, საჭ­მელს არა­ვინ სთა­ვა­ზობ­და... შემ­დეგ კი ეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ და ისე, უბ­რა­ლოდ, გა­სარ­თო­ბად, ფე­ხებ­თან ეს­როდ­ნენ...

ერთ დღე­საც "მა­რა­დო­ნამ" ჭკუა ის­წავ­ლა, სუფ­თად ჩა­იც­ვა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ქორ­წი­ლებ­სა და გას­ვე­ნე­ბებ­ში და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი... იქაც მი­ირ­თმევ­და და სახ­ლშიც ატან­დნენ. სო­ხუ­მის სად­გურ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ვა­გო­ნი იპო­ვა და იქ "შე­სახ­ლდა".

ქა­ლა­ქის კო­ლო­რიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სა­გო­ნა­რი ბევ­რი აქვთ აფხა­ზებ­საც, - "ომის და­წყე­ბი­დან არც ისე დიდი ხნის შემ­დეგ, 1992 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე შევ­ხვდი მა­რა­დო­ნას... კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­ე­დან­თან ახ­ლოს, - "ზვი­ა­დის­ტე­ბის" მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი მი­ტინ­გი ქუხ­და. მა­რა­დო­ნას ვკი­თხე, - შენ რა­ტომ არ მი­დი­ხარ მი­ტინგზე-მეთ­ქი, მან, მის­თვის ჩვე­უ­ლი ლა­კო­ნუ­რო­ბით მი­პა­სუ­ხა, - პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვიო..." - იხ­სე­ნებს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი და თხრო­ბას გა­ნაგ­რძობს, - "ერთ-ერთ თა­ვის ბოლო წიგნ­ში, "პრე­ზი­დენ­ტის კატა", ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი, გუ­რამ ოდი­შა­რია წერს, - "2007 წლის და­სა­წყის­ში მი­თხრეს, მა­რა­დო­ნა მოკ­ვდაო... ისე მეტ­კი­ნა გული, თით­ქოს ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ან მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე..." - Да нет же, Гурам, жив курилка, его ничто не берет" - ამ სი­ტყვე­ბით ას­რუ­ლებს შა­რია ქარ­თველ მწე­რალ­თან სა­ერ­თო ნოს­ტალ­გი­ა­ზე ვირ­ტუ­ა­ლურ სა­უ­ბარს...

"მა­რა­დო­ნას" სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი ად­რეც არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და ამის შემ­დეგ მისი გა­მო­ჩე­ნა ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ახა­რებ­და. "ბაშ­ვე­ბი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლით დას­დევ­დნენ. ის ყვე­ლა პა­ტა­რას ერ­თნა­ი­რად არი­გებ­და, სი­გა­რე­ტი არ მო­წი­ოთ, ალ­კოჰო­ლი ცუ­დი­აო... ყო­ვე­ლი მისი გა­მო­ჩე­ნა, ყვე­ლას ძა­ლი­ან გვა­ხა­რებ­და. ის თა­ვი­სი, ლა­მის ბავ­შვუ­რი ქცე­ვე­ბით, ომამ­დე­ლი სო­ხუ­მის ნა­წი­ლი იყო. ამ­ჯე­რად ეს სი­მარ­თლეა - "მა­რა­დო­ნა" თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ვე­ღა­რას­დროს გა­მოჩ­ნდე­ბა..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სოხუმელი "მარადონა" - აფხაზეთის საყვარელი კოლორიტი გარდაიცვალა

სოხუმელი "მარადონა" - აფხაზეთის საყვარელი კოლორიტი გარდაიცვალა

სოხუმში, ქალაქის კოლორიტი "მარადონა" გარდაიცვალა... ზუსტად არავინ იცის, სად ცხოვრობდა და სოხუმში რანაირად აღმოჩნდა, მაგრამ უცებ გამოჩნდა და რაღაცნაირად, ერთბაშად შეესისხლხორცა ქალაქს. ქართველი იყო, ბერძენი, ებრაელი, რუსი თუ აფხაზი, კარგა ხანს არავინ იცოდა, მაგრამ ყველას ერთნაირად ეკუთვნოდა, - უბრალოდ, სოხუმელი იყო და მორჩა... აფხაზეთის ომის დასრულებიდან წლების შემდეგ, სოხუმის კოლორიტის გარდაცვალებამ ქართველებსა და აფხაზებს ერთნაირად ატკინა გული და ძველი სოხუმის ნოსტალგიით გააერთიანა...

მას ყველგან ხედავდნენ, სანაპიროზე, ბაზარში, კაფე-რესტორნებთან... ყველა გიჟზე მეტს დადიოდა, ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა. განსაკუთრებით ბაშვები უყვარდა, მაგრამ ცუდს არასდროს ურჩევდა... ზამთარ-ზაფხულ შორტითა და საზაფხულო "ჩუსტებით" დადიოდა.

გარუჯულ კისერზე ზღვის ნიჟარებისგან აკინძული ყელსაბამი ეკიდა. ქამარზე კი მცირე ზომის ტაფები და ქვაბები. უმეტესად სომბრერო ეხურა და ძალიან ჰგავდა ცნობილ ფეხბურთელ დიეგო მარადონას. ალბათ, სეხნია ფეხბურთელის სიყვარულით, არგენტინის გუნდზე გაყვიროდა - "მსოფლიო ჩემპიონიაო". არავის უნახავს, ოდესმე უყურებდა თუ არა ჩემპიონატს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ფეხბურთის არგენტინელ ლეგენდას აღმერთებდა...

სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია ჩვენთან საუბარში იგონებს, რომ ომის შემდგომ, სოხუმში ჩასვლისას ყოველთვის ცდილობდა მარადონას პოვნას, მაგრამ ვერასდროს ნახა. ადგილობრივმა აფხაზებმა უთხრეს: "ახალი აკვიატება აქვს, ჰალსტუხს იკეთებს, ტროლეიბუსში ჯდება და ქალაქის ერთი თავიდან მეორეში, კელასურის ხიდიდან ახალ რაიონამდე მიჰყვება, 10 კილომეტრზე მეტი მანძილია და ტრასნპორტიდან სოხუმის ქუჩებს ათვალიერებსო.."

"ჩემი წიგნისთვის, "შავი ზღვის ოკეანე", ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მომცა "მარადონას" ომის პერიოდში გადაღებული ფოტო და დავბეჭდე. შემდეგ, "მარადონასთვის" ეს წიგნი ვიღაცას მიუცია, მას კი სოხუმში დაჰქონდა თურმე და ყველას აჩვენებდა, - ქართველები ჩემზე წიგნებს წერენ, თქვენ კი არ მაფასებთო...", - იხსენებს მწერალი.

"სოხუმელ მარადონას" აფხაზებიც გულისტკივილით იგონებენ. მათი თქმით, ის გამორჩეული იყო "ქალაქის გიჟებს" შორის. "სხვებიც ჰყავს სოხუმს, მათ შორის, ტოლიკა ზოლიანი მაისურით, რომელსაც "თავისუფლებას" ეძახდნენ, რადგან თავისუფლებას გაყვიროდა... ტოლიკამ იცოდა, მისი ყვირილი როგორ აღიზიანებდა ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და "მილიციას" და ნებისმიერი მაღალჩინოსნის დანახვაზე ატეხდა ყვირილს, - Свобода... ამიტომ, მას მუდმივად დევნიდნენ... მისი სიკვდილის შემდეგ, "მარადონა" სოხუმელი "ბომჟების" უგვირგვინო მეფე გახდა. თუმცა, ის უფრო თამამი იყო, - სოხუმის ქუჩებში სიმღერ-სიმღერით დადიოდა, - шаланды, полные кефали და პუბლიკის წინაშე გაურკვეველი წარმომავლობის ცეკვას ასრულებდა" - წერენ აფხაზები...

90-იანი წლების ომის დროს აფხაზ მეომრებში გავრცელდა ხმა, თითქოს "მარადონა" მოკლეს. "საინტერესოა, მაგრამ ზუსტად იგივე ხმები დადიოდა სოხუმელ ქართველებშიც, რომლებიც ომის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიფანტნენ. შემდეგ, როგორც შევატყვე, ბევრი მათგანისთვის მათი ნოსტალგიის ნაწილი გახდა" - წერს აფხაზი ჟურნალისტი ვიტალი შარია, რომლის თქმითაც, ცნობილმა ქართველმა მწერალმა, გურტად ოდიშიარიამ მას თავის ნაწარმოებებში არაერთი ეპიზოდი მიუძღვნა.

შარიას თქმით, - ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, ომის დროს, ქართველმა გვარდიელებმა მასთან ლაზღანდარობა გადაწყვიტეს, თუმცა, "მარადონამ" მათ ღირსეული პასუხი გასცა... ამ ფაქტს თავად სოხუმელი მწერალიც იხსენებს, - "ომი ახალი დაწყებული იყო, გაჩერებაზე შევნიშნე "მარადონა", რომაელის ფორმაში გამოწყობილი, თავზე ჩაჩქანი ეხურა და ხელში შუბიც ეჭირა... ქალაქის თეატრები იძარცვებოდა და ეტყობა, ამ სამოსს სადღაც გადააწყდა, თორემ მარადონას ქურდობა არასდროს არავის გაუგია... იქვე, ქართველი შეიარაღებული ბიჭებიც იყვნენ და როგორც კი "მარადონა" დაინახეს, ერთ-ერთმა ავტომატს დაავლო ხელი და ერთი მთლიანი მჭიდი ჰაერში დაცალა... გაგიჟდა "მარადონა", - თქვე გიჟებო და არანორმალურებო, როგორ შეიძლება სოხუმში იარაღის სროლაო... მერე, ძალიან ხშირად მახსენდებოდა მისი სიტყვები და რამდენჯერ მინატრია, ნეტა იმ კეთილი გიჟივით გვყვარებოდა ყველას ჩვენი ქალაქი-მეთქი..." - იხსენებს ჩვენთან საუბარში გურამ ოდიშარია.

მის წარმოშობასთან დაკავშირებით აფხაზური ვერსიაც ახლოს არის ქართულთან, - "მარადონა" საბჭოთა კავშირის დროს, რომელიღაც პროფტექნიკუმში სწავლობდა. ერთხელაც, თანატოლებთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც, "ასეთი გახდა"... ერთხელ ადგილობრივმა გაზეთმა მასზე პუბლიკაცია მოამზადა, რა დროსაც "მარადონამ" თქვა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი შამილ გალინია. ის 1951 წელს, ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში დაიბადა. სოხუმში კი სრულიად შემთხვევით, "ბოთლების შეგროვებისას აღმოჩნდა..."

ომის შემდეგ, მას მერე რაც სოხუმი უცხოებით აივსო, საკუთარ ქალაქში "მარადონასაც" ისე ექცეოდნენ, როგორც უცხოს. არაყზე ეპატიჟებოდნენ, მაგრამ, ადრინდელი მასპინძლებისგან განსხვავებით, საჭმელს არავინ სთავაზობდა... შემდეგ კი ეჩხუბებოდნენ და ისე, უბრალოდ, გასართობად, ფეხებთან ესროდნენ...

ერთ დღესაც "მარადონამ" ჭკუა ისწავლა, სუფთად ჩაიცვა და ადგილობრივების ქორწილებსა და გასვენებებში დაიწყო სიარული... იქაც მიირთმევდა და სახლშიც ატანდნენ. სოხუმის სადგურში მიტოვებული ვაგონი იპოვა და იქ "შესახლდა".

ქალაქის კოლორიტთან დაკავშირებით, მოსაგონარი ბევრი აქვთ აფხაზებსაც, - "ომის დაწყებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 1992 წლის პირველ ნახევარში, სოხუმის სანაპიროზე შევხვდი მარადონას... კონსტიტუციის მოედანთან ახლოს, - "ზვიადისტების" მრავალათასიანი მიტინგი ქუხდა. მარადონას ვკითხე, - შენ რატომ არ მიდიხარ მიტინგზე-მეთქი, მან, მისთვის ჩვეული ლაკონურობით მიპასუხა, - პოლიტიკაში არ ვერევიო..." - იხსენებს აფხაზი ჟურნალისტი და თხრობას განაგრძობს, - "ერთ-ერთ თავის ბოლო წიგნში, "პრეზიდენტის კატა", ქართველი მწერალი, გურამ ოდიშარია წერს, - "2007 წლის დასაწყისში მითხრეს, მარადონა მოკვდაო... ისე მეტკინა გული, თითქოს ახლობელი ადამიანი ან მეგობარი დავკარგე..." - Да нет же, Гурам, жив курилка, его ничто не берет" - ამ სიტყვებით ასრულებს შარია ქართველ მწერალთან საერთო ნოსტალგიაზე ვირტუალურ საუბარს...

"მარადონას" სიკვდილის ამბავი ადრეც არაერთხელ გავრცელებულა და ამის შემდეგ მისი გამოჩენა ყველას ერთნაირად ახარებდა. "ბაშვები ჟივილ-ხივილით დასდევდნენ. ის ყველა პატარას ერთნაირად არიგებდა, სიგარეტი არ მოწიოთ, ალკოჰოლი ცუდიაო... ყოველი მისი გამოჩენა, ყველას ძალიან გვახარებდა. ის თავისი, ლამის ბავშვური ქცევებით, ომამდელი სოხუმის ნაწილი იყო. ამჯერად ეს სიმართლეა - "მარადონა" თავისი საყვარელი ქალაქის ქუჩებში ვეღარასდროს გამოჩნდება..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"იქ დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის...ვიმუშავებ ანაზღაურების გარეშე" - ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა მზადაა კლინიკაში ექთნის დამხმარედ იმუშაოს

"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ