პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმპერიიდან გაქცეულები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა კავშირს ემიგრაციაში ცხოვრება არჩიეს
იმპერიიდან გაქცეულები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა კავშირს ემიგრაციაში ცხოვრება არჩიეს

ერთ დროს პლა­ნე­ტის 1/6-ზე გა­და­ჭი­მუ­ლი სსრკ თით­ქმის 26 წე­ლია აღარ არ­სე­ბობს. თუმ­ცა საბ­ჭო­უ­რი რე­ჟი­მის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა დღემ­დე დე­ბა­ტე­ბი­სა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გან­სჯის სა­გა­ნად რჩე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სსრკ-ში "ყვე­ლა­ფე­რი გა­და­სა­რე­ვი" იყო, იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ჟიმს ვერ და არ ეგუ­ე­ბოდ­ნენ - ისი­ნი, ვინც რკი­ნის ფარ­და გა­არ­ღვი­ეს და საბ­ჭო­ეთ­ში ყოფ­ნას "წყე­ულ კა­პი­ტა­ლის­ტებ­თან" ცხოვ­რე­ბა ამ­ჯო­ბი­ნეს. სამ­შობ­ლო­ში ასე­თებს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად და და­ბა­ლი სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელთ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ერთხე­ლაც არ უნა­ნი­ათ.

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი თე­ო­დო­რე შა­ლი­ა­პი­ნი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ახალ­გაზ­რდა საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კი­სად­მი ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ­მა, სა­ზღვარ­გა­რეთ დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა. 1922 წელს აშშ-ში გას­ტრო­ლებ­ზე მყოფ­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. სსრკ-ში მისი ნა­ბი­ჯი მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვეს. პო­ეტ­მა ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკიმ, რო­მე­ლიც სსრკ-ს პო­ლი­ტი­კა­სა და წი­თელ ტე­რორს ღიად უჭერ­და მხარს, მომ­ღე­რალს უმალ დამ­ცი­ნა­ვი სტრო­ფე­ბი მი­უ­ძღვნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შა­ლი­ა­პინს სსრკ-ს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­უს­წრებ­ლად ჩა­მო­არ­თვეს. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სა­ო­პე­რო სცე­ნის მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი ევ­რო­პა­ში მცხოვ­რებ რუს ემიგ­რან­ტებს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და.

1961 წელს სსრკ-დან გაქ­ცე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს მა­რი­ი­ნის თე­ატ­რის სო­ლის­ტი რუ­დოლფ ნუ­რი­ე­ვი შე­ე­მა­ტა. "კა-გე-ბეს" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც პა­რიზ­ში გას­ტრო­ლებ­ზე მყოფ დასს ახ­ლდნენ, "სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის გამო" ბა­ლე­რონს გას­ტრო­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და ლონ­დონ­ში და­გეგ­მილ გა­მოს­ვლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა აუკ­რძა­ლეს. მომ­დევ­ნო დღეს მან სსრკ-ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა. სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის გამო, სსრკ-ში ნუ­რი­ევს და­უს­წრებ­ლად 7 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. თუმ­ცა თა­ვად ბა­ლე­რონს ეს ნაკ­ლე­ბად ადარ­დებ­და. მის წინ სრუ­ლი­ად ახა­ლი სამ­ყა­რო გა­და­ი­შა­ლა. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ის მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვად იქცა. 1983-89 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პა­რი­ზის ოპე­რის სა­ბა­ლე­ტო დასს.

1974 წელს მა­რი­ი­ნის თე­ატ­რი­დან საბ­ჭო­უ­რი ბა­ლე­ტის კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი მი­ხე­ილ ბა­რიშ­ნი­კო­ვი გა­იქ­ცა. კა­ნა­და­სა და აშშ-ში გას­ტრო­ლებ­ზე ყოფ­ნი­სას, ამე­რი­კის მთავ­რო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა.

აშშ-ში და­ბი­ნა­ვე­ბის­თა­ნა­ვე ბა­რიშ­ნი­კოვ­მა ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის­გან ამე­რი­კის სა­ბა­ლე­ტო თე­ატ­რის (American Ballet Theatre) სო­ლის­ტო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო. საბ­ჭო­თა ბა­ლე­რო­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა და 1980-89 წლებ­ში და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლიც კი იყო. ამე­რი­კუ­ლი ბა­ლე­ტი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში ბა­რიშ­ნი­კოვ­მა უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა.

1978 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში "შე­მობ­რუ­ნე­ბის პუნ­ქტი" ბა­ლე­ტის ვარ­სკვლა­ვის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ბა­რიშ­ნი­კო­ვი სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის ოს­კა­რის ჯილ­დო­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი. 1985 წელს ამე­რი­კა­ში ბა­რიშ­ნი­კო­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­რი­გი ფილ­მი "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" გა­მო­ვი­და, სა­დაც ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გაქ­ცე­ულ მო­ცეკ­ვა­ვეს თა­მა­შობ­და. 2000-იან წლებ­ში იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" მო­ნა­წი­ლე. მთლი­ა­ნო­ბა­ში ბა­რიშ­ნი­კო­ვი, რო­მე­ლიც ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას დღე­საც ეწე­ვა, 15-მდე ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

სსრკ-დან არა მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ლა­მობ­დნენ თა­ვის დაღ­წე­ვას. 1976 წელს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თმა უძ­ლი­ე­რეს­მა მო­ჭად­რა­კემ ვიქ­ტორ კორ­ჩნო­იმ თქვა. ამ­სტერ­დამ­ში გა­მარ­თულ სა­ჭად­რა­კო ას­პა­რე­ზო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სსრკ-ში არ­სე­ბულ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ აი­ძუ­ლა. ანა­ტო­ლი კარ­პოვ­თან წარ­მოქ­მნი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო კორ­ჩნო­ის სსრკ-ს და­ტო­ვე­ბა აუკ­რძა­ლეს. ჰო­ლან­დი­ა­ში ის მხო­ლოდ კარ­პო­ვის უშუ­ა­ლო თხოვ­ნის შემ­დეგ გა­უშ­ვეს. ევ­რო­პა­ში დარ­ჩე­ნის შემ­დეგ, საბ­ჭო­ე­ლი გროს­მე­ის­ტე­რი და სსრკ-ს ოთხგზის ჩემ­პი­ო­ნი ერთხანს ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ვი­და და 1994 წელს ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გახ­და.

1984 წელს მი­ლან­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ფილ­მე­ბის "სო­ლა­რი­სი" და "სტალ­კე­რი" რე­ჟი­სორ­მა ან­დრეი ტარ­კოვ­სკიმ სსრკ-ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარი თქვა. ერთი წლით ადრე კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მის­მა ფილმმა "ნოს­ტალ­გია" სამი ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა თა­ვად სსრკ-ში ამ ფაქტს, ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლიო დო­ნის რე­ჟი­სო­რის 50 წლის იუ­ბი­ლეს, არა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს. 

სამ­შობ­ლო­ში ტარ­კოვ­სკის უმალ მო­ღა­ლა­ტის იარ­ლი­ყი მი­აკ­რეს. კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მისი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა, გა­ზე­თებ­ში კი მისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა აიკ­რძა­ლა. თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვამ­დე საქ­მე არ მი­ვი­და. ფლო­რენ­ცი­ის მერ­მა რე­ჟი­სორს ბინა აჩუ­ქა და ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა უბო­ძა. 1985 წელს შვე­დეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი "მსხვერ­პლთშე­წირ­ვა" ტარ­კოვ­სკის უკა­ნას­კნე­ლი ნაშ­რო­მი აღ­მოჩ­ნდა. ერთი წლის თავ­ზე ის ფილ­ტვე­ბის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფასკუნჯი 29
0

ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძეც ხომ გაიქცა საბჭოთა კავშირიდან? 

კახა
0

ანატოლი კურილიოვი რომ გაიქცა ეგრე მაინც ვერავინ გაიქცა...ეგ იყო განსაკუთრებული!!

იმპერიიდან გაქცეულები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა კავშირს ემიგრაციაში ცხოვრება არჩიეს

იმპერიიდან გაქცეულები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა კავშირს ემიგრაციაში ცხოვრება არჩიეს

ერთ დროს პლანეტის 1/6-ზე გადაჭიმული სსრკ თითქმის 26 წელია აღარ არსებობს. თუმცა საბჭოური რეჟიმის ავკარგიანობა დღემდე დებატებისა და დაუსრულებელი განსჯის საგანად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ში "ყველაფერი გადასარევი" იყო, იყვნენ ადამიანები, რომლებიც რეჟიმს ვერ და არ ეგუებოდნენ - ისინი, ვინც რკინის ფარდა გაარღვიეს და საბჭოეთში ყოფნას "წყეულ კაპიტალისტებთან" ცხოვრება ამჯობინეს. სამშობლოში ასეთებს მოღალატეებად და დაბალი სულიერი განვითარების ადამიანებად მოიხსენიებდნენ. თუმცა ამ უკანასკნელთ გადადგმული ნაბიჯი ერთხელაც არ უნანიათ.

ოპერის მომღერალი თეოდორე შალიაპინი პირველი იყო, ვინც ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკისადმი ნეგატიურად განწყობილმა, საზღვარგარეთ დარჩენა ამჯობინა. 1922 წელს აშშ-ში გასტროლებზე მყოფმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. სსრკ-ში მისი ნაბიჯი მტკივნეულად აღიქვეს. პოეტმა ვლადიმერ მაიაკოვსკიმ, რომელიც სსრკ-ს პოლიტიკასა და წითელ ტერორს ღიად უჭერდა მხარს, მომღერალს უმალ დამცინავი სტროფები მიუძღვნა. მოგვიანებით შალიაპინს სსრკ-ს მოქალაქეობა დაუსწრებლად ჩამოართვეს. სიცოცხლის ბოლომდე საოპერო სცენის მსოფლიო ვარსკვლავი ევროპაში მცხოვრებ რუს ემიგრანტებს ფინანსურად ეხმარებოდა.

1961 წელს სსრკ-დან გაქცეული ცნობილი ადამიანების რიცხვს მარიინის თეატრის სოლისტი რუდოლფ ნურიევი შეემატა. "კა-გე-ბეს" თანამშრომლებმა, რომლებიც პარიზში გასტროლებზე მყოფ დასს ახლდნენ, "საზღვარგარეთ ყოფნისას რეჟიმის დარღვევის გამო" ბალერონს გასტროლების გაგრძელება და ლონდონში დაგეგმილ გამოსვლებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს. მომდევნო დღეს მან სსრკ-ში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. სამშობლოს ღალატის გამო, სსრკ-ში ნურიევს დაუსწრებლად 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა თავად ბალერონს ეს ნაკლებად ადარდებდა. მის წინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა. რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა. 1983-89 წლებში ხელმძღვანელობდა პარიზის ოპერის საბალეტო დასს.

1974 წელს მარიინის თეატრიდან საბჭოური ბალეტის კიდევ ერთი ვარსკვლავი მიხეილ ბარიშნიკოვი გაიქცა. კანადასა და აშშ-ში გასტროლებზე ყოფნისას, ამერიკის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

აშშ-ში დაბინავებისთანავე ბარიშნიკოვმა ჯორჯ ბალანჩინისგან ამერიკის საბალეტო თეატრის (American Ballet Theatre) სოლისტობის შეთავაზება მიიღო. საბჭოთა ბალერონი შემოთავაზებას დათანხმდა და 1980-89 წლებში დასის ხელმძღვანელიც კი იყო. ამერიკული ბალეტისა და ქორეოგრაფიის ჩამოყალიბება-განვითარებაში ბარიშნიკოვმა უდიდესი როლი ითამაშა.

1978 წელს გადაღებულ ფილმში "შემობრუნების პუნქტი" ბალეტის ვარსკვლავის როლის შესრულებისთვის, ბარიშნიკოვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი. 1985 წელს ამერიკაში ბარიშნიკოვის მონაწილეობით მორიგი ფილმი "თეთრი ღამეები" გამოვიდა, სადაც ბალეტმეისტერი საბჭოთა ხელისუფლებისგან გაქცეულ მოცეკვავეს თამაშობდა. 2000-იან წლებში იყო პოპულარული ტელესერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მონაწილე. მთლიანობაში ბარიშნიკოვი, რომელიც ქორეოგრაფიულ საქმიანობას დღესაც ეწევა, 15-მდე ფილმშია გადაღებული.

სსრკ-დან არა მხოლოდ ხელოვნების წარმომადგენლები ლამობდნენ თავის დაღწევას. 1976 წელს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა მოჭადრაკემ ვიქტორ კორჩნოიმ თქვა. ამსტერდამში გამართულ საჭადრაკო ასპარეზობაზე მიღებული გადაწყვეტილება სსრკ-ში არსებულმა მდგომარეობამ აიძულა. ანატოლი კარპოვთან წარმოქმნილი დაპირისპირების გამო კორჩნოის სსრკ-ს დატოვება აუკრძალეს. ჰოლანდიაში ის მხოლოდ კარპოვის უშუალო თხოვნის შემდეგ გაუშვეს. ევროპაში დარჩენის შემდეგ, საბჭოელი გროსმეისტერი და სსრკ-ს ოთხგზის ჩემპიონი ერთხანს ჰოლანდიაში ცხოვრობდა, შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა და 1994 წელს ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა.

1984 წელს მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე, ფილმების "სოლარისი" და "სტალკერი" რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ სსრკ-ში დაბრუნებაზე უარი თქვა. ერთი წლით ადრე კანის კინოფესტივალზე მისმა ფილმმა "ნოსტალგია" სამი ჯილდო მოიპოვა. თუმცა თავად სსრკ-ში ამ ფაქტს, ისევე, როგორც მსოფლიო დონის რეჟისორის 50 წლის იუბილეს, არანაირი ყურადღება არ მიაქციეს. 

სამშობლოში ტარკოვსკის უმალ მოღალატის იარლიყი მიაკრეს. კინოთეატრებში მისი ფილმების ჩვენება, გაზეთებში კი მისი სახელის ხსენება აიკრძალა. თუმცა მოქალაქეობის ჩამორთმევამდე საქმე არ მივიდა. ფლორენციის მერმა რეჟისორს ბინა აჩუქა და ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება უბოძა. 1985 წელს შვედეთში გადაღებული "მსხვერპლთშეწირვა" ტარკოვსკის უკანასკნელი ნაშრომი აღმოჩნდა. ერთი წლის თავზე ის ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ბავშვი მკურნალობს, მათგან ოთხი 1 წლამდე ასაკისაა

რამდენი ხნით აჩერებს მუშაობას ე.წ. ოქროს ბირჟა, რომელიც თანამშრომლების ინფიცირების გამო დაიხურა

9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ქარიშხალია მოსალოდნელი