საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის..." - ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე
"ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის..." - ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე

მას შემ­დეგ, რაც მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი "პრა­იმ შოუს" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი გახ­და, ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და ამ დიდ გა­მოწ­ვე­ვას სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა. კა­რი­ე­რი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებს" ესა­უბ­რა.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

"თოქ-შოუს წამ­ყვა­ნო­ბა იყო ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახლა, 31 წლის ასაკ­ში ავიხ­დი­ნე. სულ მინ­დო­და თოქ-შოუს წამ­ყვა­ნო­ბა და ბავ­შვო­ბა­ში, გარ­და იმი­სა, რომ ვმღე­რო­დი, წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე, რო­გორ მიმ­ყავ­და გა­და­ცე­მა.

...როცა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, პრო­დი­უ­სერ­მა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, რად­გან ნოე ყო­ველ­თვის ხა­რის­ხი­ა­ნად აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. რომ მი­თხრა: ვი­წყებ ასეთ თოქ-შოუს 6 წამ­ყვა­ნით და ერთ-ერთი შენ იქ­ნე­ბიო - ცოტა შე­მე­შინ­და. პრინ­ციპ­ში, რის­კზე წა­ვე­დით ყვე­ლა­ნი. დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო და ვფიქ­რობ, გა­ვა­მარ­თლეთ.

...მე არ შე­მიძ­ლია პა­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა. ჩემი დას­ვე­ნე­ბა არის მაქ­სი­მუმ, სამი დღე - ეს საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ გან­ვიტ­ვირ­თო. რომ ამ­ბო­ბენ: წა­ვი­დო­დი სო­ფელ­ში, გა­მო­ვი­კე­ტე­ბო­დიო, მე არ შე­მიძ­ლია. სო­ფელ­ზე ვგიჟ­დე­ბი, მაგ­რამ ორი დღე - მერე მე­წყე­ბა შფო­თი. მეც ვერ ვხვდე­ბი, ეს ენერ­გია სა­ი­დან მო­დის. ალ­ბათ, ჩვენს სფე­რო­ში უკვე ყვე­ლას აქვს ეს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი - რო­ბო­ტე­ბად ვართ: სულ უნდა იმუ­შაო. არი­ან დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლში სხე­დან, ბავ­შვებს უვ­ლი­ან - ეს კი­დევ სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მაგ­რამ მე, ჩემი თავი წარ­მო­მიდ­გე­ნია აქ, ჩემს სფე­რო­ში, ვიდ­რე დი­ა­სახ­ლი­სად. თუ ოდეს­მე მე­ო­რე ოჯახს შევ­ქმნი, ამ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ, ზუს­ტად ვიცი, ჩემს თავ­ში დიდ ბრძო­ლებს გა­მო­იწ­ვევს. ვხუმ­რობ კი­დეც: რო­გორც პირ­ვე­ლად გავ­თხოვ­დი უც­ბად, ასე უნდა გავ­თხოვ­დე, თო­რემ არა­ფე­რი გა­მა­თხო­ვებს-მეთ­ქი. ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

- რა­ტომ გი­ჭირს, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ცუ­დია, ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ამის მი­ზე­ზია ის, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბა არ მინ­და. გარ­კვე­ულ­წი­ლად, რა­ღა­ცა­ში ხომ იზღუ­დე­ბი. თუმ­ცა, ვინც ამას წა­ი­კი­თხავს, არ უნდა და­მი­ჯე­როს, რად­გან ეს არ არის კარ­გი: უნდა გა­თხოვ­დე კი­დეც და შვი­ლე­ბიც უნდა გა­ა­ჩი­ნო. ამ მხრივ სულ ბრძო­ლებ­ში ვარ, მაგ­რამ, ალ­ბათ, ამას ოდეს­მე გა­ვა­კე­თებ, რად­გან მინ­და, ერთი-ორი შვი­ლი კი­დევ გა­ვა­ჩი­ნო.

სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა გამ­რავ­ლე­ბა, მეც მინ­და და ელე­ნე­საც სჭირ­დე­ბა. მო­ვა­ლე ვარ, გა­ვა­ჩი­ნო შვი­ლე­ბი და ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ.

- რა შემ­თხვე­ვა­ში გა­დად­გამ ამ ნა­ბიჯს?

- სიყ­ვა­რუ­ლი უნდა იყოს. სიყ­ვა­რუ­ლი თუ არ არის, ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა გიყ­ვარ­დეს და მერე კი­დევ, ბევრ რა­მე­ზე უნდა იფიქ­რო. როცა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, მე­ო­რედ თხოვ­დე­ბი, ბავ­შვი გყავს, რა თქმა უნდა, შემ­დგარ ადა­მი­ანს უნდა და­უ­კავ­ში­რო ცხოვ­რე­ბა და არა იმას, ვინც ახლა იწყებს. ეს მის­თვი­საც რთუ­ლი იქ­ნე­ბა და შენ­თვი­საც. იმ დღეს გო­გო­ე­ბი ვლა­პა­რა­კობ­დით და მა­შინ ვთქვი: ახლა მივ­ხვდი, რო­გო­რი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მინ­და გვერ­დით-მეთ­ქი. ჯერ ერთი, მინ­და, რომ იყოს დამ­ჯდა­რი ადა­მი­ა­ნი, თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში შემ­დგა­რი, არ ჰქონ­დეს პრო­ტეს­ტი და კომ­პლექ­სე­ბი იმის მი­მართ, რომ მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ. მინ­და, ჩემ­ზე წინ იყოს, ჩემ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მერე, მგო­ნი, აღარ ექ­ნე­ბა კომ­პლექ­სე­ბი.

ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მეს­მის მისი, იმი­ტომ კი არა, რომ მშურს, უბ­რა­ლოდ, შენ გვერ­დით რომ არის და ამ დროს ყვე­ლა გე­სალ­მე­ბა, გი­ღი­მის, შენც ესალ­მე­ბი, ზოგს ეს აკომ­პლექ­სებს: ვინ არის, რა­ტომ მო­გე­სალ­მა? ბევ­რად მარ­ტი­ვია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოს­თვის მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნა, ვიდ­რე ჩემ­თვის, რად­გან მე კი­დევ ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა მომსდევს. მერე ჭო­რე­ბი, მი­თე­ბი: ამას­თან და­დი­ო­და. ამას­თან ყო­ფი­ლა, რომ არ ვიც­ნობ იმას­თა­ნაც კი დავ­დი­ო­დი თურ­მე და ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ხარ­შვა ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბის მა­მა­კა­ცის­თვის რთუ­ლია.

- დღეს ელე­ნეს მა­მას­თან რომ ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ამა­ში შენი დამ­სა­ხუ­რე­ბა დი­დია...

- ყვე­ლას ახ­სოვს, ალ­ბათ, თა­ვი­დან ის გარ­ჩე­ვა-გა­მორ­ჩე­ვე­ბი. თუმ­ცა, მე არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ელე­ნეს მა­მას არ ვა­ნახ­ვებ, არ სჭირ­დე­ბა... ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მას ისე უყ­ვარს მამა, რომ არა­ა­და­მი­ა­ნი უნდა ვიყო, ეს რომ მას ავუკ­რძა­ლო. ან რო­გორ უნდა ავუკ­რძა­ლო, თან ახლა, როცა ჩვენც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. არც მა­შინ მი­ფიქ­რია ეს, რად­გან მი­მაჩ­ნდა, რომ ეს იყო გა­მოც­და, რო­მე­ლიც ორი­ვეს უნდა ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა და ჩა­ვა­ბა­რეთ კი­დეც. წლი­ნა­ხევ­რის იყო, პირ­ვე­ლად რომ გა­ვუშ­ვი მა­მას­თან დუ­ბა­ი­ში ერთი თვით, ძი­ძას­თან ერ­თად. ახლა წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე აქვს ხოლ­მე გას­ვლა.

ნა­თია უტი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

"ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის..." - ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე

"ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის..." - ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე

მას შემდეგ, რაც მომღერალი ნინი ბადურაშვილი "პრაიმ შოუს" ერთ-ერთი წამყვანი გახდა, ბავშვობის ოცნება აისრულა და ამ დიდ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდა. კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ მომღერალი ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა.

ნინი ბადურაშვილი:

"თოქ-შოუს წამყვანობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც ახლა, 31 წლის ასაკში ავიხდინე. სულ მინდოდა თოქ-შოუს წამყვანობა და ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ ვმღეროდი, წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მიმყავდა გადაცემა.

...როცა ჩემმა მეგობარმა, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა გადაცემის წამყვანობა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნოე ყოველთვის ხარისხიანად აკეთებს ყველაფერს. რომ მითხრა: ვიწყებ ასეთ თოქ-შოუს 6 წამყვანით და ერთ-ერთი შენ იქნებიო - ცოტა შემეშინდა. პრინციპში, რისკზე წავედით ყველანი. დიდი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, გავამართლეთ.

...მე არ შემიძლია პასიური ცხოვრება. ჩემი დასვენება არის მაქსიმუმ, სამი დღე - ეს საკმარისია იმისთვის, რომ განვიტვირთო. რომ ამბობენ: წავიდოდი სოფელში, გამოვიკეტებოდიო, მე არ შემიძლია. სოფელზე ვგიჟდები, მაგრამ ორი დღე - მერე მეწყება შფოთი. მეც ვერ ვხვდები, ეს ენერგია საიდან მოდის. ალბათ, ჩვენს სფეროში უკვე ყველას აქვს ეს გამომუშავებული - რობოტებად ვართ: სულ უნდა იმუშაო. არიან დიასახლისები, რომლებიც სახლში სხედან, ბავშვებს უვლიან - ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. მაგრამ მე, ჩემი თავი წარმომიდგენია აქ, ჩემს სფეროში, ვიდრე დიასახლისად. თუ ოდესმე მეორე ოჯახს შევქმნი, ამ ნაბიჯს გადავდგამ, ზუსტად ვიცი, ჩემს თავში დიდ ბრძოლებს გამოიწვევს. ვხუმრობ კიდეც: როგორც პირველად გავთხოვდი უცბად, ასე უნდა გავთხოვდე, თორემ არაფერი გამათხოვებს-მეთქი. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება.

- რატომ გიჭირს, რა არის ამის მიზეზი?

- ცუდია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ შეიძლება, ამის მიზეზია ის, რომ თავისუფლების დათმობა არ მინდა. გარკვეულწილად, რაღაცაში ხომ იზღუდები. თუმცა, ვინც ამას წაიკითხავს, არ უნდა დამიჯეროს, რადგან ეს არ არის კარგი: უნდა გათხოვდე კიდეც და შვილებიც უნდა გააჩინო. ამ მხრივ სულ ბრძოლებში ვარ, მაგრამ, ალბათ, ამას ოდესმე გავაკეთებ, რადგან მინდა, ერთი-ორი შვილი კიდევ გავაჩინო.

საქართველოს სჭირდება გამრავლება, მეც მინდა და ელენესაც სჭირდება. მოვალე ვარ, გავაჩინო შვილები და ამას აუცილებლად გავაკეთებ.

- რა შემთხვევაში გადადგამ ამ ნაბიჯს?

- სიყვარული უნდა იყოს. სიყვარული თუ არ არის, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება საშინელებაა. უპირველეს ყოვლისა, უნდა გიყვარდეს და მერე კიდევ, ბევრ რამეზე უნდა იფიქრო. როცა ზრდასრული ადამიანი ხარ, მეორედ თხოვდები, ბავშვი გყავს, რა თქმა უნდა, შემდგარ ადამიანს უნდა დაუკავშირო ცხოვრება და არა იმას, ვინც ახლა იწყებს. ეს მისთვისაც რთული იქნება და შენთვისაც. იმ დღეს გოგოები ვლაპარაკობდით და მაშინ ვთქვი: ახლა მივხვდი, როგორი მეორე ნახევარი მინდა გვერდით-მეთქი. ჯერ ერთი, მინდა, რომ იყოს დამჯდარი ადამიანი, თავის პროფესიაში შემდგარი, არ ჰქონდეს პროტესტი და კომპლექსები იმის მიმართ, რომ მე წარმატებული ვარ. მინდა, ჩემზე წინ იყოს, ჩემზე წარმატებული და მერე, მგონი, აღარ ექნება კომპლექსები.

ადამიანური თვალსაზრისით, მესმის მისი, იმიტომ კი არა, რომ მშურს, უბრალოდ, შენ გვერდით რომ არის და ამ დროს ყველა გესალმება, გიღიმის, შენც ესალმები, ზოგს ეს აკომპლექსებს: ვინ არის, რატომ მოგესალმა? ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის, რადგან მე კიდევ ამდენი პრობლემა მომსდევს. მერე ჭორები, მითები: ამასთან დადიოდა. ამასთან ყოფილა, რომ არ ვიცნობ იმასთანაც კი დავდიოდი თურმე და ამ ყველაფრის გადახარშვა ქართული მენტალობის მამაკაცისთვის რთულია.

- დღეს ელენეს მამასთან რომ ხშირი ურთიერთობა აქვს, ამაში შენი დამსახურება დიდია...

- ყველას ახსოვს, ალბათ, თავიდან ის გარჩევა-გამორჩევები. თუმცა, მე არასდროს მიფიქრია, რომ ელენეს მამას არ ვანახვებ, არ სჭირდება... ამ შემთხვევაში, ბავშვი ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ისე უყვარს მამა, რომ არაადამიანი უნდა ვიყო, ეს რომ მას ავუკრძალო. ან როგორ უნდა ავუკრძალო, თან ახლა, როცა ჩვენც კარგი ურთიერთობა გვაქვს. არც მაშინ მიფიქრია ეს, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს იყო გამოცდა, რომელიც ორივეს უნდა ჩაგვებარებინა და ჩავაბარეთ კიდეც. წლინახევრის იყო, პირველად რომ გავუშვი მამასთან დუბაიში ერთი თვით, ძიძასთან ერთად. ახლა წელიწადში რამდენჯერმე აქვს ხოლმე გასვლა.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს