თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, "თეგეტა" საზაფხულო კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე გთავაზობთ, ახალ აქციას Shell -ის ბრენდის პრემიუმკლასის ძრავის ზეთებზე. აღნიშნული აქციის ფარგლებში, ყოველი 4 ან მეტი ლიტრი Shell Helix Ultra-ს საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადმოგეცემათ მზის ამრეკლი ავტომობილის საქარე მინისთვის და ამასთანავე SHELL-ის ყოველი მე-10 მომხარებელი დასაჩუქრდება მობილური ტელეფონის უსადენო დამტენით. აქცია მოქმედებს 31 ივლისის ჩათვლით, "თეგეტას" როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულის, გორისა და თელავის სერვისცენტრებში.
Shell გახლავთ ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell უკვე 10 წელია დასახელებულია ლიდერ ბრენდად საქართველოში. მისი საცხებ-საპოხი მასალები, აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.
Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია: მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტომწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია მრავალი წლის განმავლობაში. "თეგეტა მოტორსი" Shell-ის საცხებ-საპოხი მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.
"თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. "თეგეტამოტორსი" არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.