პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზში დააკავეს
ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზში დააკავეს

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბა-შე­ნახ­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კუდ-ისა და პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სა­სა­მარ­თლომ გა­ამ­ტყუ­ნა. გა­ნა­ჩე­ნი მო­სა­მარ­თლე ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლემ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 პი­რი­დან მხო­ლოდ ერთი გიგ­ლა ში­ოშ­ვი­ლი გა­ა­მარ­თლა. საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ყიფ­ში­ძე კი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს.

კერ­ძოდ, საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ კუდ-ის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვილს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და, "ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნით" კი მას სას­ჯე­ლის ერთი მე­ო­თხე­დი შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ, 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ყიფ­ში­ძე მო­სა­მარ­თლემ ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ სცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხით ორი­ვეს 5 წელი და 4 თვე გა­ნუ­სა­ზღვრა. მათ "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლის ვადა ერთი მე­ო­თხე­დით შე­უმ­ცირ­დათ და სა­ბო­ლო­ოდ, ბრალ­დე­ბუ­ლებს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის კი­დევ ორ ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს - გივი კა­ცი­ტა­ძე­სა და დი­მიტ­რი თათ­რიშ­ვილს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მო­სა­მარ­თლემ მათ მი­მარ­თაც გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა და სას­ჯე­ლის სა­ხით 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, კა­ცი­ტა­ძეს და თათ­რიშ­ვილს სას­ჯე­ლის ვადა ერთი მე­ო­თხე­დით შე­უმ­ცირ­დათ და სა­ბო­ლო­ოდ, 5 წლი­თა და 3 თვით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

მო­სა­მარ­თლე ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გიგ­ლა ში­ოშ­ვი­ლი გა­მარ­თლდა.

რო­გორც მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, საქ­მის გან­ხილ­ვი­სას მის წი­ნა­აღ­მდეგ ვერ შეგ­როვ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც მის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას და­ამ­ტკი­ცებ­და.

ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზში დააკავეს

ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზში დააკავეს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ისა და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ გაამტყუნა. განაჩენი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ საქმეზე ბრალდებული 6 პირიდან მხოლოდ ერთი გიგლა შიოშვილი გაამართლა. საქმეზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი და ირაკლი ყიფშიძე კი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

კერძოდ, საქმეზე ბრალდებულ კუდ-ის უფროსის ყოფილ მოადგილე ვასილ ლელუაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, "ამნისტიის კანონით" კი მას სასჯელის ერთი მეოთხედი შეუმცირდა და საბოლოოდ, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რევაზ შიუკაშვილი და ირაკლი ყიფშიძე მოსამართლემ ასევე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალში და სასჯელის სახით ორივეს 5 წელი და 4 თვე განუსაზღვრა. მათ „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, სასჯელის ვადა ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ბრალდებულებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ, ძალოვანი უწყების კიდევ ორ ყოფილ თანამშრომელს - გივი კაციტაძესა და დიმიტრი თათრიშვილს, რომლებიც ამჟამად მიმალვაში იმყოფებიან, მოსამართლემ მათ მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად, კაციტაძეს და თათრიშვილს სასჯელის ვადა ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის გადაწყვეტილებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვებაში ბრალდებული გიგლა შიოშვილი გამართლდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმის განხილვისას მის წინააღმდეგ ვერ შეგროვდა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენას დაამტკიცებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ