დიდუბის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე, იმ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 15-მდე მაღაზიაა დამწვარი.
ირმა ზავრადაშვილი დამწვარ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
"ვიზუალურად რასაც შევხედე, სადამდეც შემიშვეს, დამწვარია 15 მაღაზიამდე. ძირითადად შუშებია ჩამტვრეული და წყალია ჩამოსული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოხერხდება", - განაცხადა ზავრადაშვილმა და აღნიშნა, რომ ძირითადად დამწვარია საბურავები.
ელიავას ბაზრობის დამწვარი ტერიტორია შემოღობილი აქვს პოლიციას და იქ არავის უშვებენ. ასევე ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და დაზარალებული მოვაჭრეები.
წაიკითხეთ ასევე: თბილისის მერია: ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ