პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია: ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ
თბილისის მერია: ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ

"ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ზა­რალს ჩა­მო­ა­წე­რენ" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ყვე­ლას მო­უ­წო­დებს, მო­ვაჭ­რე­ე­ბის ემო­ცი­უ­რი ფონი და დამ­დგა­რი მძი­მე შე­დე­გე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნონ.

"ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ხან­ძა­რი სრუ­ლად ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია. ხან­ძრის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის შეს­ვლის­თა­ნა­ვე სა­მაშ­ვე­ლო და სას­წრა­ფო სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ ვიცე-მერი ლაშა აბა­ში­ძე, მე­რის მო­ად­გი­ლე გიგა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი, დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი, მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რა­ში შე­მა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი. შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა. გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია და ბრალ­დე­ბე­ბი, რომ თით­ქოს სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟე­ბი გვი­ან გა­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე, არ ჰქონ­დათ წყა­ლი, ან შეგ­ნე­ბუ­ლად არ აქ­რობ­დნენ ხან­ძარს და სხვა მსგავ­სი სიც­რუ­ეა. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, მა­შინ რო­დე­საც არ არ­სე­ბობს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მხრი­დან გაჟ­ღერ­და პირ­და­პი­რი ბრალ­დე­ბე­ბი და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია. გვსურს მო­ვუ­წო­დოთ ყვე­ლას, რომ მო­ვაჭ­რე­ე­ბის ემო­ცი­უ­რი ფონი და დამ­დგა­რი მძი­მე შე­დე­გე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნონ. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბულ სა­ქო­ნელს, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ზა­რალს ჩა­მო­ა­წე­რენ. შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლი­დან და­ი­წყე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ხან­ძრის გა­ჩე­ნის შემ­დეგ სულ ოთხი ადა­მი­ა­ნია ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი. რო­გორც შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ერთ-ერთი მე­ხან­ძრეა. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისის მერია: ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ

თბილისის მერია: ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ

"ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ" - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. დედაქალაქის მერია ყველას მოუწოდებს, მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

"ელიავას ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან ერთად ადგილზე მივიდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, მერიის სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები. შესაძლებლობისთანავე დაიწყება ტერიტორიის დასუფთავება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი სიცრუეა. განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია. გვსურს მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ. რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი