ელიავას ბაზრობაზე დიდუბის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროს თამარ ნიშნიანიძესა და მოქალაქეთა ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა გამგეობის წარმომადგენელს შეკითხვით მიმართა, ჩამოეთვალა რა გააკეთეს ხალხისთვის, რაზეც თამარ ნიშნიანიძემ აღნიშნა: - "რა გავაკეთეთ?! ვერ ხედავთ ვერაფერს?! სოციალურად დაუცველებს არ დავეხმარეთ?! ასევე ორმოს ვერ ნახავთ. გაირეთ ბატონო!", - მიმართა გამგეობის წარმომადგენელმა მოქალაქეს, რის შემდეგაც მან შეკრებილთა იმ ჯგუფს, რომელსაც გამგეობის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, მატყუარა და სამარცხვინოები უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ცირკში ვერ აჰყვება.
ამის შემდეგ თამარ ნიშნიანიძემ მედიაც გააკრიტიკა და ჟურნალისტები "შოუს სიყვარულში" დაადანაშაულა. "როგორ გიყვართ შოუ! ამდენი სკანდალი, ამდენი უნამუსობა და ამდენი ტყუილი არ მოგბეზრდათ?! სირცხვილია!", - მიმართა თამარ ნიშნიანიძემ მედიის წარმომადგენლებს.
წაიკითხეთ: დავით ნარმანიას კომენტარი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით