პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიას კომენტარი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით
დავით ნარმანიას კომენტარი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა­ზე მას შემ­დეგ იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნა და­ი­დე­ბა და გა­ირ­კვე­ვა, რა გახ­და ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.

რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ "TV პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" მსგავ­სად ამ შემ­თხვე­ვა­შიც ბიზ­ნე­სის დიდი ნა­წი­ლი და­ზღვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. მი­სი­ვე თქმით, მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი და გამ­გე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბი­ან ად­გილ­ზე, ხოლო ის გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას შტა­ბი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

"არ ვიმ­ყო­ფე­ბი ად­გილ­ზე, ვი­ნა­ი­დან ად­გილ­ზე გარ­კვე­უ­ლი ქა­ო­ტუ­რი ვი­თა­რე­ბაა და ად­გი­ლი­დან პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, იდე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, როცა ბიზ­ნე­სი და­ზღვე­უ­ლია, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ არის და­ზღვე­უ­ლი ამ ბიზ­ნე­სის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი. ცალ­სა­ხად თქმა ახლა იმი­სა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უნდა აგოს პა­სუ­ხი თუ არა, იმის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი და­ი­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში უნდა დად­გინ­დეს ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, მე­ხან­ძრე­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი იყო და, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ად­გილ­ზე დრო­უ­ლად იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი.

"შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი უკვე ად­გილ­ზე იყ­ვნენ. რომ არა ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა, ზა­რა­ლი რა თქმა უნდა მეტი იქ­ნე­ბო­და. ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით ხან­ძა­რი ძი­რი­თა­დად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, არის გარ­კვე­უ­ლი კე­რე­ბი, რომ­ლებ­საც და­მუ­შა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა და ეს არ არის მარ­ტი­ვი ჩა­საქ­რო­ბი. ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სჭირ­დე­ბა ამ ცალ­კე­უ­ლი კე­რე­ბის ბო­ლომ­დე ჩაქ­რო­ბას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმუ­შა­ვე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი ბრი­გა­დე­ბი ამა­ზე. 2-3 ადა­მი­ა­ნია გა­დაყ­ვა­ნი­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მიერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და რა­ი­მე საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ნა­ხეთ: ფო­ტო­გა­ლე­რეა ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბი­დან, სა­დაც ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა

შსს-ს კო­მენ­ტა­რი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­ზე

იხი­ლეთ ვი­დეო: ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი კად­რე­ბი: რო­გორ ჩან­და ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის ხან­ძა­რი ცი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით ნარმანიას კომენტარი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

დავით ნარმანიას კომენტარი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მას შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი, რაც გამოძიების დასკვნა დაიდება და გაირკვევა, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორც ნარმანიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა, "ბავშვთა სამყაროს" მსგავსად ამ შემთხვევაშიც ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა. მისივე თქმით, მერის მოადგილეები და გამგებელი იმყოფებიან ადგილზე, ხოლო ის გარკვეული საკითხების კოორდინაციას შტაბიდან ახორციელებს.

"არ ვიმყოფები ადგილზე, ვინაიდან ადგილზე გარკვეული ქაოტური ვითარებაა და ადგილიდან პროცესების მართვა შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, იდეალური სიტუაციაა რასაკვირველია, როცა ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა, როგორც ირკვევა ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული ამ ბიზნესის ძირითადი ნაწილი. ცალსახად თქმა ახლა იმისა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი თუ არა, იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები", - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მეხანძრეების რეაგირება შეტყობინებაზე ოპერატიული იყო და, შესაბამისი სამსახურები ადგილზე დროულად იყვნენ მობილიზებულები.

"შეტყობინების შემოსვლიდან რამდენიმე წუთში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე ადგილზე იყვნენ. რომ არა ოპერატიული რეაგირება, ზარალი რა თქმა უნდა მეტი იქნებოდა. ამ წუთის მდგომარეობით ხანძარი ძირითადად ლიკვიდირებულია, თუმცა, არის გარკვეული კერები, რომლებსაც დამუშავება სჭირდება და ეს არ არის მარტივი ჩასაქრობი. ალბათ რამდენიმე საათი სჭირდება ამ ცალკეული კერების ბოლომდე ჩაქრობას, აქედან გამომდინარე იმუშავებენ შესაბამისი ბრიგადები ამაზე. 2-3 ადამიანია გადაყვანილი სასწრაფო დახმარების მიერ საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე საფრთხე არ ემუქრებათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნახეთ: ფოტოგალერეა ელიავას ბაზრობიდან, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა

შსს-ს კომენტარი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე

იხილეთ ვიდეო: ყველაზე დრამატული კადრები: როგორ ჩანდა ელიავას ბაზრობის ხანძარი ციდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი