მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა

ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ ზაალ უდუ­მაშ­ვილ­სა და დი­დუ­ბის გამ­გე­ბელ ირმა ზავ­რა­დაშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ხან­ძრის გაჩ­ნა კი­თხვებს ბა­დებს, ვი­ნა­ი­დან ბოლო პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ბაზ­რო­ბის დაწ­ვის არც ერთი ფაქ­ტი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არაა.

"ეს ბუ­ნებ­რი­ვია ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას ბა­დებს. კი­თხვას ბა­დებს ის, რომ არ ვი­ცით რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" დაწ­ვა. ეჭ­ვე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა, ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბა არ და­დებს კონ­კრე­ტულ დას­კვნას. მე­რი­ის ინ­ტე­რე­სებ­შია პირ­ველ რიგ­ში, რომ შსს-მ დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს ეს ფაქ­ტე­ბი. ამის შემ­დეგ უკვე ზუს­ტად უნდა და­ით­ვა­ლოს კომ­პენ­სა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

უდუ­მაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, "ბაზ­რო­ბებ­ზე ხან­ძა­რი უცებ ჩნდე­ბა ხოლ­მე, რაც ძა­ლი­ან ჰგავს რუ­სულ, ოლი­გარ­ქი­ულ ხელ­წე­რას".

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო უდუ­მაშ­ვი­ლი სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა დი­დუ­ბის გამ­გე­ბელ­მა ირმა ზავ­რა­დაშ­ვილ­მა. გამ­გებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, უდუ­მაშ­ვი­ლის მხრი­დან უხერ­ხუ­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა იმ ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე, რო­მე­ლიც ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახლა ხდე­ბა.

"დღვან­დელ დღეს სა­არჩვე­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ცოტა უხერ­ხუ­ლია. რა­ტომ არ მიხ­ვე­დით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან?! თქვენ მიხ­ვე­დით ტე­ლე­კა­მე­რებ­თან. უხერ­ხუ­ლია ასე­თი ტყუ­ი­ლით და­წყე­ბა", - მი­მარ­თა დი­დუ­ბის გამ­გე­ბელ­მა ზაალ უდუ­მაშ­ვილს, რა­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ზავ­რა­დაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით აღ­ნიშ­ნა: "უხერ­ხუ­ლი იცით რა არის? ხვალ რომ ეს ხალ­ხი მო­გად­გე­ბათ და კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე უარს ეტყვით".

თა­ვის მხრივ დი­დუ­ბის გამ­გე­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "არა­ვის უა­რით არ გა­ის­ტუმ­რებს".

ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათე­უ­ლო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩნა კითხვებს ბადებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში რამდენიმე ბაზრობის დაწვის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არაა.

"ეს ბუნებრივია ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. კითხვას ბადებს ის, რომ არ ვიცით რა ვითარებაში მოხდა "ბავშვთა სამყაროს" დაწვა. ეჭვები ბუნებრივად ჩნდება, ვიდრე გამოძიება არ დადებს კონკრეტულ დასკვნას. მერიის ინტერესებშია პირველ რიგში, რომ შსს-მ დროულად გამოიძიოს ეს ფაქტები. ამის შემდეგ უკვე ზუსტად უნდა დაითვალოს კომპენსაცია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განმარტებით, "ბაზრობებზე ხანძარი უცებ ჩნდება ხოლმე, რაც ძალიან ჰგავს რუსულ, ოლიგარქიულ ხელწერას".

აღნიშნული განცხადების გამო უდუმაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა. გამგებლის განცხადებით, უდუმაშვილის მხრიდან უხერხულია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება იმ ტრაგედიის ფონზე, რომელიც ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ახლა ხდება.

"დღვანდელ დღეს საარჩვენო კამპანიის დაწყება, როცა ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან, ცოტა უხერხულია. რატომ არ მიხვედით დაზარალებულებთან?! თქვენ მიხვედით ტელეკამერებთან. უხერხულია ასეთი ტყუილით დაწყება", - მიმართა დიდუბის გამგებელმა ზაალ უდუმაშვილს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზავრადაშვილის მისამართით აღნიშნა: "უხერხული იცით რა არის? ხვალ რომ ეს ხალხი მოგადგებათ და კომპენსაციაზე უარს ეტყვით".

თავის მხრივ დიდუბის გამგებელმა აღნიშნა, რომ "არავის უარით არ გაისტუმრებს".

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სამართალდამცველია მობილიზებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი