Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, ეს არის დიდი ტყუილი
კახა კალაძე - გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, ეს არის დიდი ტყუილი

გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ჭო­რებს, თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მარ­თავს მი­ნის­ტრებს, ეს არის დიდი ტყუ­ი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "იმე­დის დრო" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე დას­მულ შე­კი­თხვას, თუ რა გავ­ლე­ნა აქვს მას დღეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და იქ­ნე­ბა თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი გან­მსა­ზღვრე­ლი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თბი­ლი­სის მე­რად კახა კა­ლა­ძე გა­ი­მარ­ჯვებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვა. მი­სი­ვე თქმით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მხარ­და­ჭე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს.

"ის იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, თუმ­ცა მან გა­და­წყვი­ტა, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­კუ­თა­რი ნე­ბით და ჩა­მო­შო­რე­ბო­და პო­ლი­ტი­კას. ახლა გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ჭო­რებს, თით­ქოს ის მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მარ­თავს მი­ნის­ტრებს, რაც არის დიდი ტყუ­ი­ლი.

ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას მხარ­და­ჭე­რა, მე ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებ­ში დახ­მა­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. ეს ხდე­ბო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც, ვგუ­ლის­ხმობ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამა­ყად გვე­უბ­ნე­ბო­და იგი­ვე პატ­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მა­შინ ბი­ძი­ნას მხარ­და­ჭე­რით შე­ი­ძი­ნეს. ასე რომ, ამ ადა­მი­ა­ნის თა­ნად­გო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გუ­ლან­თე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და რა თქმა უნდა მას აქვს მო­ტი­ვა­ცია და სურ­ვი­ლი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ჩვენ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­მენთ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის­გან, სა­დაც ვრცელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს ის ავად არის და აშ. ეს არის დიდი ტყუ­ი­ლი. ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ავ­რცე­ლე­ბენ ოპო­ნენ­ტე­ბის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კახა კალაძე - გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, ეს არის დიდი ტყუილი

კახა კალაძე - გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, ეს არის დიდი ტყუილი

გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას და მართავს მინისტრებს, ეს არის დიდი ტყუილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "იმედის დრო" სტუმრობისას განაცხადა.

საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე დასმულ შეკითხვას, თუ რა გავლენა აქვს მას დღეს ქართულ პოლიტიკაში და იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განმსაზღვრელი იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერად კახა კალაძე გაიმარჯვებს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ ერევა. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს გამოიხატება მხოლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს.

"ის იყო პრემიერ-მინისტრი, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა საკუთარი ნებით და ჩამოშორებოდა პოლიტიკას. ახლა გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ის მართავს ხელისუფლებას, მართავს მინისტრებს, რაც არის დიდი ტყუილი.

ბატონი ბიძინას მხარდაჭერა, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კონკრეტულ პროექტებში დახმარებას ვგულისხმობ. ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც სააკაშვილი ამაყად გვეუბნებოდა იგივე პატრულთან დაკავშირებით. ავტომობილები მაშინ ბიძინას მხარდაჭერით შეიძინეს. ასე რომ, ამ ადამიანის თანადგომა მნიშვნელოვანია, ის არის ერთ-ერთი პირველი გულანთებული მხარდამჭერი "ქართული ოცნების" და რა თქმა უნდა მას აქვს მოტივაცია და სურვილი, რომ წარმატებული იყოს ხელისუფლება", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ სხვადასხვა მედიასაშუალებისგან, სადაც ვრცელდება გარკვეული დეზინფორმაციები ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით, თითქოს ის ავად არის და აშ. ეს არის დიდი ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ოპონენტების მედიასაშუალებები", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"