შსს-მ მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლებაზე 996 ოქმი უკვე დაწერა. როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, თბილისში და რეგიონებში 1 ივლისის ღამის 12 საათიდან დღის 3 საათამდე დაიწერა სულ 1586 ოქმი, აქედან ქულებიანი 996.
1-ელი ივლისიდან, მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.
წაიკითხეთ: რა დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ