პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ბახ­მა­როს გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას ამ­ტკი­ცებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით ეს უნი­კა­ლუ­რი კო­რორ­ტი დამ­სვე­ნებ­ლებს ოთხი­ვე სე­ზონ­ზე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა, მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბის წინ გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ბახ­მა­როს სა­რეკ­რე­ა­ციო ტე­რი­ტო­რი­ის ახა­ლი ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბი­თი გეგ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვებ­სა და მიდ­გო­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც კუ­რორ­ტის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს.

"ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მინ­და გამ­ცნოთ, არის ბახ­მა­როს სა­რეკ­რე­ა­ციო ტე­რი­ტო­რი­ის ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბის­თვის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამ უნი­კა­ლურ კუ­რორ­ტს, სა­დაც ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს ზღვი­სა და მთის ჰავა, სა­დაც არის მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი ბუ­ნებ­რი­ვი ლან­დშაფ­ტი, ოთხი სე­ზო­ნის კუ­რორ­ტად გა­და­აქ­ცევს. ასე­ვე ამ კუ­რორ­ტის კა­ნონ­ზო­მი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას გან­სა­ზღვრავს ყვე­ლა იმ კომ­პო­ნენ­ტით, რო­მე­ლიც უნდა გა­აჩ­ნდეს თა­ნა­მედ­რო­ვე კუ­რორ­ტს. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ბახ­მა­რო აღარ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კუ­რორ­ტი, არა­მედ 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ იქ­ნე­ბა ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის, რომ ეს კუ­რორ­ტი იქ­ცეს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ კუ­რორ­ტად სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ლან­ჩხუ­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, ნინო წი­ლო­სა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ბახ­მა­როს დიდი ტუ­რის­ტუ­ლი და სპორ­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია და თუ ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა ათ­ვი­სე­ბუ­ლი, იგი წამ­ყვან ევ­რო­პულ კუ­რორ­ტებ­საც კი გა­უ­წევს სრულ­ფა­სო­ვან კონ­კუ­რენ­ცი­ას.

"ბახ­მა­როს გუ­რი­ის­თვის არა მხო­ლოდ სა­კუ­რორ­ტო, არა­მედ ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს. ბახ­მა­რო არის გუ­რი­ის სიმ­ბო­ლო და ამით ყვე­ლა გუ­რუ­ლი ამა­ყობს. ჩემ­თვის სა­ა­მა­ყოა, რომ მისი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის დამ­ტკი­ცე­ბა ჩემი დე­პუ­ტა­ტო­ბის დროს მოხ­და და ეს მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ცი­ლე­ბით მე­ტად ჩა­ვერ­თო ამ პრო­ექ­ტში" - გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა. დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ონს საკ­მა­ოდ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის მხრივ. "ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის­თვის ეს პრო­ექ­ტი იმი­თა­ცაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სიც და შემ­დგო­მი პე­რი­ო­დიც მო­ი­თხოვს ბევრ მუ­შა­ხელს, რაც ნიშ­ნავს მეტ და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ანს რე­გი­ონ­ში. თა­ნაც არა სე­ზო­ნუ­რად, არა­მედ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას მო­აქვს შე­მო­სავ­ლე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და წინსვლა, რაც ჩვე­ნი გუნ­დის ამო­ცა­ნა გახ­ლავთ" - ამ­ბობს დე­პუ­ტა­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2016 წლის 25 თე­ბერ­ვლის №317 გან­კარ­გუ­ლე­ბის "ბახ­მა­როს სა­კუ­რორ­ტო ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ზო­გი­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე" შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ა­ცხა­და კონ­კურ­სი ბახ­მა­როს სა­რეკ­რე­ა­ციო ტე­რი­ტო­რი­ის ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით საპ­რო­ექ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­წო­დებ­ლის შერ­ჩე­ვა­ზე. კონ­კურ­სში კომ­პა­ნია - შპს "არტსტუ­დიო-პრო­ექ­ტმა" გა­ი­მარ­ჯვა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­ის­წავ­ლეს და­სა­გეგ­მა­რე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ასე­ვე პა­ნო­რა­მუ­ლი გად­მო­სა­ხე­დი ად­გი­ლე­ბი ზო­ნი­რე­ბი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის კონ­ტექ­სტში შე­ა­ფა­სეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ახ­დი­ნეს წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის, გა­უკ­ვა­ლავ თოვლში სრი­ა­ლის (ჰე­ლის­კის) და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს, რომლის მიხედვით ეს უნიკალური კორორტი დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე მოემსახურება.

ამის შესახებ ვრცელი განმარტება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. მისი თქმით, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს ითვალისწინებს, რაც კურორტის სწორი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

"ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომელიც მინდა გამცნოთ, არის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობისთვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ, რომელიც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის მართლაც ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. ასევე ამ კურორტის კანონზომიერ განვითარებას განსაზღვრავს ყველა იმ კომპონენტით, რომელიც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულში დასასვენებელი კურორტი, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს კურორტი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი ტურისტული და სპორტული პოტენციალი გააჩნია და თუ ეს პოტენციალი ბოლომდე იქნება ათვისებული, იგი წამყვან ევროპულ კურორტებსაც კი გაუწევს სრულფასოვან კონკურენციას.

"ბახმაროს გურიისთვის არა მხოლოდ საკურორტო, არამედ ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ბახმარო არის გურიის სიმბოლო და ამით ყველა გურული ამაყობს. ჩემთვის საამაყოა, რომ მისი განვითარების გეგმის დამტკიცება ჩემი დეპუტატობის დროს მოხდა და ეს მომცემს საშუალებას გაცილებით მეტად ჩავერთო ამ პროექტში" - განაცხადა ნინო წილოსანმა. დეპუტატის განცხადებით, რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მხრივ. "ჩვენი რეგიონისთვის ეს პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ რეაბილიტაციის პროცესიც და შემდგომი პერიოდიც მოითხოვს ბევრ მუშახელს, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს რეგიონში. თანაც არა სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ტურიზმის განვითარებას მოაქვს შემოსავლები, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და წინსვლა, რაც ჩვენი გუნდის ამოცანა გახლავთ" - ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №317 განკარგულების "ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე" შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში კომპანია - შპს "არტსტუდიო-პროექტმა" გაიმარჯვა.

პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა შეისწავლეს დასაგეგმარებელი ტერიტორიები, ასევე პანორამული გადმოსახედი ადგილები ზონირებისა და განაშენიანების რეგულირების კონტექსტში შეაფასეს. პარალელურად, მოახდინეს წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტრასების, გაუკვალავ თოვლში სრიალის (ჰელისკის) და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების შეფასება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."