Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია
გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ ამ გუნ­დის წევ­რია, ეს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გია ვოლ­სკიმ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ექს-პრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის სა­კი­თხზე დას­მულ კი­თხვა­ზე გია ვოლ­სკიმ ასე უპა­სუ­ხა - "ჩვენ რომ ერთი გუნ­დი ვართ, ეს სი­ახ­ლე არ არის, მაგ­რამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მისი ჩარ­თუ­ლო­ბა რომ არ არის, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია".

კი­თხვა­ზე, აი­სა­ხე­ბა თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­სი­უ­რო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რა­ზე, ვოლ­სკიმ კი­თხვით­ვე უპა­სუ­ხა - "რა­ტომ უნდა აი­სა­ხოს?!". "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ვინც უჭერ­და მხარს, ის და­უ­ჭერს მხარს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ ამ გუნ­დის წევ­რია ეს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია და მისი უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა არა თუ ამ პრო­ცეს­ში, არა­მედ სხვა პრო­ცე­სებ­ში უკვე დიდი ხა­ნია მო­გო­ნი­ლია და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პრო­პა­გან­დის­ტულ-მო­ა­რულ აზ­რად და­დის თქვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდში", - აღ­ნიშ­ნა გია ვოლ­სკიმ.

მან­ვე ისა­უბ­რა მე­რო­ბის კან­დი­დატ კახა კა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე მეტი მსჯე­ლო­ბა იყო კა­ლა­ძის ხედ­ვებ­ზე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვა აქვს ამა თუ იმ სა­კი­თხზე და ვფიქ­რობ, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ. მას ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი აქვს, თუნ­დაც ის, რომ ამ­ხე­ლა ჰე­სის შე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და და ეს კა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პარ­ტი­ის თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი კახა კა­ლა­ძე იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია

გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია

ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართულობის საკითხზე დასმულ კითხვაზე გია ვოლსკიმ ასე უპასუხა - „ჩვენ რომ ერთი გუნდი ვართ, ეს სიახლე არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში მისი ჩართულობა რომ არ არის, ამაში გასაკვირი არაფერია“.

კითხვაზე, აისახება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პასიურობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე, ვოლსკიმ კითხვითვე უპასუხა - „რატომ უნდა აისახოს?!“. „ქართულ ოცნებას“ ვინც უჭერდა მხარს, ის დაუჭერს მხარს. ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია ეს ყველასთვის ცნობილია და მისი უშუალო ჩართულობა არა თუ ამ პროცესში, არამედ სხვა პროცესებში უკვე დიდი ხანია მოგონილია და ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისტულ-მოარულ აზრად დადის თქვენს პოლიტიკურ გუნდში“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მანვე ისაუბრა მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით.

„პოლიტსაბჭოზე მეტი მსჯელობა იყო კალაძის ხედვებზე, ძალიან საინტერესო ხედვა აქვს ამა თუ იმ საკითხზე და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. მას ბევრი წარმატებული პროექტი აქვს, თუნდაც ის, რომ ამხელა ჰესის შენებლობა დასრულდა და ეს კახის დამსახურებაც არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."