საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც დასასვენებლად არ უნდა წახვიდეთ - აქ მოგზაურობა სარისკოა
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც დასასვენებლად არ უნდა წახვიდეთ - აქ მოგზაურობა სარისკოა

ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ტუ­რის­ტი მოგ­ზა­უ­რობს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სა­ძი­ებ­ლად. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ქვეყ­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ტუ­რის­ტებს მე­გობ­რუ­ლად ხვდე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს ისე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც წას­ვლას ნამ­დვი­ლად არ გირ­ჩევთ:

ჩრდი­ლო­ეთ სუ­და­ნი

ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში: 5 500

უც­ნა­უ­რია, რომ აქ სა­ერ­თოდ ვინ­მე ჩა­დის. ქო­ლე­რის ეპი­დე­მია, პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ომე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც კი სას­ტი­კად ექ­ცე­ვა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ტუ­რის­ტებ­ზე.

ლი­ბია

ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში: 6 250

მარ­თა­ლია კა­და­ფი მოკ­ლეს, მაგ­რამ მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბა კვლავ ცო­ცხლობს ლი­ბი­ა­ში. ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლა უკვე ძა­ლი­ან დიდ რის­კზე წას­ვლას ნიშ­ნავს, ამი­ტომ არ გირ­ჩევთ სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის სას­წორ­ზე შეგ­დე­ბას.

თურ­ქმე­ნე­თი

ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში: 8 961

და­სავ­ლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აზ­რით, თურ­ქმე­ნე­თი იმა­ვე ლი­გას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა. ყო­ველ ტუ­რისტს სა­ხელ­მწი­ფო აუ­ცი­ლე­ბელ გიდს ამაგ­რებს, რომ მუ­დამ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იყოს. თურ­ქმე­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ნამ­დვი­ლი სი­მა­მა­ცეა.

გვი­ნეა ბი­საუ

ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში: 7 500

ქვეყ­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა აქ იხი­ლავთ ლა­მაზ არ­ქი­პე­ლაგს, რო­მე­ლიც ოცი კუნ­ძუ­ლის­გან შედ­გე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, აქ სა­უ­კე­თე­სო ხა­მანწკე­ბი აქვთ, თუმ­ცა ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა ში­შის­მომ­გვრე­ლია, იმ­დე­ნად შორს არის თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის­გან.

ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნეა

ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში: 5 700

ვი­ზა­ზე ისე არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა გა­გაწ­ვა­ლებთ, რო­გორც ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნეა. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს გზა ხსნი­ლი აქვთ, მაგ­რამ ყვე­ლა და­ნარ­ჩენს ბი­უ­როკ­რა­ტუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა მო­უ­წევს. თუმ­ცა სა­ნა­ხა­ო­ბის მხრივ, ქვე­ყა­ნა არ მო­ი­კოჭ­ლებს. აქ არის ლა­მა­ზი პლა­ჟე­ბი და ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­დე­ნად ცოტა ტუ­რისტს უშ­ვე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში, თავს ისე იგ­რძნობთ, თით­ქოს ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მხო­ლოდ თქვენ და­დი­ხართ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც დასასვენებლად არ უნდა წახვიდეთ - აქ მოგზაურობა სარისკოა

ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც დასასვენებლად არ უნდა წახვიდეთ - აქ მოგზაურობა სარისკოა

ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი მოგზაურობს მსოფლიოს მასშტაბით ახალი თავგადასავლების საძიებლად. საბედნიეროდ, ჩვენი პლანეტის ქვეყნების დიდი ნაწილი ტურისტებს მეგობრულად ხვდება, მაგრამ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც წასვლას ნამდვილად არ გირჩევთ:

ჩრდილოეთ სუდანი

ტურისტების რაოდენობა წლის განმავლობაში: 5 500

უცნაურია, რომ აქ საერთოდ ვინმე ჩადის. ქოლერის ეპიდემია, პერმანენტული ომები და სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებსაც კი სასტიკად ექცევა, რომ არაფერი ვთქვათ ტურისტებზე.

ლიბია

ტურისტების რაოდენობა წლის განმავლობაში: 6 250

მართალია კადაფი მოკლეს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა კვლავ ცოცხლობს ლიბიაში. ამ ქვეყანაში ჩასვლა უკვე ძალიან დიდ რისკზე წასვლას ნიშნავს, ამიტომ არ გირჩევთ საკუთარი სიცოცხლის სასწორზე შეგდებას.

თურქმენეთი

ტურისტების რაოდენობა წლის განმავლობაში: 8 961

დასავლელი ჟურნალისტების აზრით, თურქმენეთი იმავე ლიგას მიეკუთვნება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა. ყოველ ტურისტს სახელმწიფო აუცილებელ გიდს ამაგრებს, რომ მუდამ დაკვირვების ქვეშ იყოს. თურქმენეთში მოგზაურობა ნამდვილი სიმამაცეა.

გვინეა ბისაუ

ტურისტების რაოდენობა წლის განმავლობაში: 7 500

ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია. თუმცა აქ იხილავთ ლამაზ არქიპელაგს, რომელიც ოცი კუნძულისგან შედგება. როგორც ამბობენ, აქ საუკეთესო ხამანწკები აქვთ, თუმცა ქუჩაში გამოსვლა შიშისმომგვრელია, იმდენად შორს არის თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებისგან.

ეკვატორული გვინეა

ტურისტების რაოდენობა წლის განმავლობაში: 5 700

ვიზაზე ისე არცერთი ქვეყანა გაგაწვალებთ, როგორც ეკვატორული გვინეა. ამერიკის მოქალაქეებს გზა ხსნილი აქვთ, მაგრამ ყველა დანარჩენს ბიუროკრატული ჯოჯოხეთის გავლა მოუწევს. თუმცა სანახაობის მხრივ, ქვეყანა არ მოიკოჭლებს. აქ არის ლამაზი პლაჟები და ველური ბუნება. იმის გათვალისწინებით, რამდენად ცოტა ტურისტს უშვებენ ქვეყანაში, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ქალაქის ქუჩებში მხოლოდ თქვენ დადიხართ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს