კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ძალაშია - იცოდეთ, რა დარღვევაზე რამდენი დაგაკლდებათ
დღეიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ძალაშია - იცოდეთ, რა დარღვევაზე რამდენი დაგაკლდებათ

1-ელი ივ­ლი­სი­დან, მარ­თვის მოწ­მო­ბას ქუ­ლე­ბი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის 50-ზე მეტი წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­აკ­ლდე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა მარ­თვის მოწ­მო­ბის­თის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი 100 ქუ­ლი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ტოლ­ფა­სი ქუ­ლის გა­მოკ­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, მარ­თვის მოწ­მო­ბას 1-ელი ივ­ლი­სი­დან 100 ქულა ენი­ჭე­ბა, ხოლო თი­თო­ე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა ამ 100 ქუ­ლი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ტოლ­ფა­სი ქუ­ლის გა­მოკ­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს. კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 ქუ­ლის ნუ­ლამ­დე შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მძღოლს მარ­თვის უფ­ლე­ბა შე­უ­წყდე­ბა და მის მი­სა­ღე­ბად გა­მოც­დის ხე­ლახ­ლა ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევს.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დაღ­ვე­ვა­თა მი­ხედ­ვით ქუ­ლა­თა შემ­ცი­რე­ბის სის­ტე­მა ასე­თია:

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის­თვის - 30 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 40 ქულა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რი­სათ­ვის - 40 ქულა;

იმ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რო­მელ­საც არ გა­უვ­ლია გზის­თვის ვარ­გი­სო­ბა­ზე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა (გა­მოც­და) დად­გე­ნი­ლი წე­სით, ან მე­სა­კუთ­რის ან სხვა მარ­თლზო­მი­ე­რი მფლო­ბე­ლის მიერ სხვა პი­რი­სათ­ვის ასე­თი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა - 15 ქულა;

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას მძღო­ლის ან მის გვერ­დით მჯდო­მი მგზავ­რის მიერ უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა - 5 ქულა;

მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის დროს მძღო­ლის მიერ მო­ბი­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა - 15 ქულა;

მო­პე­დით ან მო­ტო­ციკ­ლით მოძ­რა­ო­ბი­სას მძღო­ლის ან/და მგზავ­რის მიერ შეკ­რუ­ლი მო­ტო­ჩა­ფხუ­ტის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა - 5 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა პი­რის მიერ, რო­მელ­საც თან არ აქვს მარ­თვის მოწ­მო­ბა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა პი­რის მიერ, რო­მელ­საც თან არ აქვს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის დრო­ე­ბი­თი ნე­ბარ­თვა - 5 ქულა; იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რო­მელ­საც აქვს გა­უ­მარ­თა­ვი სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა, სა­ჭის სა­მარ­თა­ვი მე­ქა­ნიზ­მი ან მი­საბ­მე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ანდა მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი ფა­რე­ბი, უკა­ნა­სა­გა­ბა­რი­ტო მა­შუ­ქე­ბი დღე-ღა­მის ბნელ დროს, ან მი­ნის საწ­მენ­დი მე­ქა­ნიზ­მი წვი­მის ან თოვ­ლის დროს, ანდა დარ­ღვე­უ­ლია ძრა­ვის კვე­ბის სის­ტე­მის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბა - 5 ქულა; იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რო­მელ­საც გა­მო­ნაფ­რქვევ­ში აქვს გა­მა­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ისე­თი შემ­ცვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც აჭარ­ბებს დად­გე­ნილ ნორ­მას - 10 ქულა; იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რო­მე­ლიც თვით­ნე­ბუ­რად არის გა­და­კე­თე­ბუ­ლი - 10 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა იმ პი­რის მიერ, რო­მელ­საც არა აქვს იმ კა­ტე­გო­რი­ის/ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის მოწ­მო­ბა, რო­მე­ლი კა­ტე­გო­რი­ის/ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მარ­თავს, - 15 ქულა;

იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის მი­ნე­ბი და­მუ­ქე­ბუ­ლია ან მათი შუქ­გამ­ტა­რო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით - 5 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის მე­ო­რედ ჩა­დე­ნა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 10 ქულა, ხოლო მისი მე­სა­მედ და შემ­დეგ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ჩა­დე­ნა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 15 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მოჰ­ყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, აგ­რეთ­ვე სხვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა - 20 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ციმ­ცი­მა სიგ­ნა­ლის ან/და ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლის ან/და სპე­ცი­ა­ლუ­რი ხმა­მაღ­ლა­მო­ლა­პა­რა­კე ხელ­სა­წყოს და­ყე­ნე­ბა ან/და ოპე­რა­ტი­უ­ლი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით - 15 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 20 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყოს არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა, ან ასე­თი ხელ­სა­წყო­თი აღ­ჭურ­ვი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ტა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა - 10 ქულა; იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა, რო­მელ­ზე­დაც ჩარ­თუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლი ან რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს ეს­კორ­ტს ან რო­მელ­საც მი­ა­ცი­ლე­ბენ - 10 ქულა; სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის, სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ან პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ამო­საც­ნო­ბი ნიშ­ნე­ბის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა, რო­მელ­ზე­დაც ჩარ­თუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლი - 20 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მოჰ­ყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, სხვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა - 40 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა არას­რულ­წლოვ­ნის­თვის (გარ­და იმ პი­რი­სა, რო­მელ­საც მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა) ან იმ პი­რი­სათ­ვის, რო­მელ­საც არ აქვს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა ან ეს უფ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს სხვა დარ­ღვე­ვი­სათ­ვის - 15 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, სხვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა - 25 ქულა; მისი გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 30 ქულა;

"B" კა­ტე­გო­რი­ის ან "A1" ან "B1" ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მქო­ნე 18 წლამ­დე ასა­კის პი­რის მიერ მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა შე­მო­სავ­ლის (მო­გე­ბის) მი­ღე­ბის მიზ­ნით (მათ შო­რის, ტაქ­სით) ან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მძღო­ლად მუ­შა­ო­ბა - 20 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნის გა­რე­შე, ან სხვაგ­ვა­რად შეც­ვლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნით, ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ქა­რე მი­ნა­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნით - 10 ქულა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რო­მე­ლიც არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლი წე­სით - 20 ქულა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით სხვი­სი ან შე­ნიღ­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნით - 30 ქულა;

საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე მძღო­ლის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვე­ბა ან საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­და­ად­გი­ლე­ბა, გარ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა, - 15 ქულა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ იმ პო­ლი­ცი­ე­ლის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბას და ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დაც­ვას, - 20 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მოჰ­ყვა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბის შექ­მნა ან საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა - 35 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის მიერ მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით - 10 ქულა;

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნა იმ პი­რის მიერ, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს ად­გი­ლობ­რივ სა­ქა­ლა­ქო, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­თა და შე­თან­ხმე­ბე­ბით დად­გე­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რულ სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნას - 25 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის მიერ მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბის შექ­მნა ან მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა - 30 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, სხვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა - 40 ქულა;

ქვე­ი­თებ­თან მი­მარ­თე­ბით მძღო­ლის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა - 5 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 10 ქულა;

− მძღო­ლის მიერ საგ­ზაო ნიშ­ნის ან საგ­ზაო მო­ნიშ­ვნის, ბუქ­სი­რე­ბის, გარე სა­ნა­თი ხელ­სა­წყო­თი, ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით ან სა­ა­ვა­რიო შუქ­სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბის, სას­წავ­ლო სვლის, სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნა­ში ან გზა­ზე მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის, სა­მარ­შრუ­ტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტის ან/და სა­ჭა­პა­ნო ტრან­სპორ­ტის მარ­თვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, ან მო­ტო­ციკ­ლით ან სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით ჯგუ­ფურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც აფერ­ხებს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბას ან სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას - 5 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გზის გა­და­კეტ­ვა ან ჯგუ­ფურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქა­ლაქ­ში ან სხვა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, რა დრო­საც სრუ­ლად არის და­კა­ვე­ბუ­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი - 10 ქულა;

გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გან­ლა­გე­ბის, მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბის ან/და მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა - 10 ქულა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე საც­ნო­ბი ნიშ­ნის და­მაგ­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვით მოძ­რა­ო­ბა - 5 ქულა;

− მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის ან შუქ­ნიშ­ნის ამ­კრძა­ლავ ნი­შან­ზე გავ­ლის წე­სე­ბის, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ("და­უთ­მე გზა", "მოძ­რა­ო­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია") ან ამ­კრძა­ლა­ვი ("შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია", "მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია") ნიშ­ნის მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბა, გას­წრე­ბის, გზაჯ­ვა­რე­დი­ნის, რკი­ნიგ­ზა­ზე გა­და­სას­ვლე­ლის გავ­ლის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, გავ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­სათ­ვის დაბ­რკო­ლე­ბის შექ­მნა - 15 ქულა;

შემ­ხვედ­რი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის გამ­ყო­ფი უწყვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა - 10 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 20 ქულა; შემ­ხვედ­რი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის გამ­ყო­ფი უწყვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა და მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა - 30 ქულა;

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მოჰ­ყვა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბის შექ­მნა ან მოძ­რა­ო­ბის ისე­თი შე­ფერ­ხე­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ცო­ბის შექ­მნა - 20 ქულა;

ქვე­ი­თებ­თან მი­მარ­თე­ბით მძღო­ლის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბის შექ­მნა - 20 ქულა;

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რომ­ლებ­საც მოჰ­ყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, აგ­რეთ­ვე სხვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, - 25 ქულა;

ქვე­ი­თებ­თან მი­მარ­თე­ბით მძღო­ლის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, - 30 ქულა; საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლის (გარ­და მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლი­სა) მიერ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა ან/და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, აგ­რეთ­ვე საგ­ზაო ნიშ­ნის ან საგ­ზაო მო­ნიშ­ვნის მო­თხოვ­ნა­თა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა - 10 ქულა; აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 15 ქულა; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით, შე­თან­ხმე­ბე­ბი­თა და კონ­ვენ­ცი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნი­სა და ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა - 25 ქულა;

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის ან ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, ან არა­გა­ბა­რი­ტუ­ლი (მსხვილ­გა­ბა­რი­ტი­ა­ნი) სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გზა­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­სა­ბა­მის უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნოს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, სხვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა - 20 ქულა;

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ზიდ­ვა-გა­დაყ­ვა­ნის "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლის მწარ­მო­ე­ბე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ეკი­პა­ჟე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ" ევ­რო­პის შე­თან­ხმე­ბის (AETR) წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა - 15 ქულა;

გზა­ზე იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა, რომ­ლის თი­თო­ე­ულ წამ­ყვან ან არა­წამ­ყვან ღერძზე მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აღე­მა­ტე­ბა 10 ტო­ნას (გარ­და ერ­თწამ­ყვან­ღერ­ძი­ა­ნი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­სა, რომ­ლის წამ­ყვან ღერძზე მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 11,5 ტო­ნას) ან/და ფაქ­ტობ­რი­ვი მასა აღე­მა­ტე­ბა 44 ტო­ნას ან/და ფაქ­ტობ­რი­ვი მასა აღე­მა­ტე­ბა ნე­ბა­დარ­თულ მაქ­სი­მა­ლურ მა­სას - 15 ქულა;

მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე და­რი­ცხუ­ლი ქუ­ლე­ბის ჩა­მოკ­ლე­ბა არ ხდე­ბა ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და ის მხო­ლოდ მა­შინ მოქ­მე­დებს, თუ მძღოლს კა­ნონ­დარ­ღვე­ვის­თვის პატ­რუ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­ჩე­რებს და და­ა­ჯა­რი­მებს.

ცვლი­ლე­ბე­ბი "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­სა და მას­თან ერ­თად ოთხ კა­ნონ­ში შე­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

დღეიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ძალაშია - იცოდეთ, რა დარღვევაზე რამდენი დაგაკლდებათ

დღეიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ძალაშია - იცოდეთ, რა დარღვევაზე რამდენი დაგაკლდებათ

1-ელი ივლისიდან, მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 1-ელი ივლისიდან 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა მიხედვით ქულათა შემცირების სისტემა ასეთია:

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის - 30 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 40 ქულა; სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის - 40 ქულა;

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა - 15 ქულა;

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 5 ქულა;

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 15 ქულა;

მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა - 5 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა - 5 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა - 5 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას - 10 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - 10 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, - 15 ქულა;

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით - 5 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - 10 ქულა, ხოლო მისი მესამედ და შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - 15 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით - 15 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში - 20 ქულა; აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა - 10 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ - 10 ქულა; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი - 20 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 40 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის - 15 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 30 ქულა;

"B" კატეგორიის ან "A1" ან "B1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა - 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით - 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით - 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით - 30 ქულა;

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - 15 ქულა; სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, - 20 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება - 35 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - 10 ქულა;

აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას - 25 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 30 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 40 ქულა;

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - 5 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - 10 ქულა;

− მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 5 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი - 10 ქულა;

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - 10 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა - 5 ქულა;

− მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა - 15 ქულა;

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - 20 ქულა; შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა - 30 ქულა;

აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა - 20 ქულა;

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა - 20 ქულა;

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, - 25 ქულა;

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, - 30 ქულა; საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა - 10 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - 15 ქულა; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 25 ქულა;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 20 ქულა;

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის "საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ" ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება - 15 ქულა;

გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას - 15 ქულა;

მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ჩამოკლება არ ხდება ვიდეოჯარიმების შემთხვევაში და ის მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ მძღოლს კანონდარღვევისთვის პატრულის კონკრეტული თანამშრომელი გააჩერებს და დააჯარიმებს.

ცვლილებები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და მასთან ერთად ოთხ კანონში შევიდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი