სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიიღებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს - ჯანდაცვის პროგრამის ყველა დეტალი
ვინ მიიღებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს - ჯანდაცვის პროგრამის ყველა დეტალი

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მა დღე­ი­დან ამოქ­მედ­და.

პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლის ოჯა­ხის სა­რე­ი­ტინ­გო ქულა გან­სა­ზღვრუ­ლია 0-დან 100 000-ის ჩათ­ვლით და აქვს შემ­დე­გი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი:

• გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

• ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

• ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

• დი­ა­ბე­ტის ტიპი 2 (არა­ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი)

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ყო­ვე­ლი გა­ტა­ნი­სას მო­ქა­ლა­ქე აფ­თი­აქ­ში იხ­დის გა­ტა­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10%-ს, რაც არ აღე­მა­ტე­ბა 1 ლარს, მაგ­რამ არა­ნაკ­ლე­ბია 5 თეთრზე.

პროგ­რა­მა­ში სულ გან­სა­ზღვრუ­ლია 23 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი. ხვა­ლი­დან 13 მათ­გა­ნის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

მე­დი­კა­მენ­ტის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რე­ბი:

• ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მი­დის ოჯა­ხის (სოფ­ლის) ექიმ­თან ან ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტთან, რო­მე­ლიც უწერს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ფორ­მა 100-ს. ექი­მი უთი­თებს და­ა­ვა­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბულ დი­აგ­ნოზს და მე­დი­კა­მენ­ტის დღი­ურ დო­ზას. ექი­მი წერს რე­ცეპტს,სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია მე­დი­კა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო, არა­პა­ტენ­ტი­რე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა.

• ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ფორ­მა 100-ით, რე­ცეპ­ტით და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის დედ­ნით მი­დის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უახ­ლო­ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც მას არე­გის­ტრი­რე­ბენ პროგ­რა­მა­ში

• სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მი­მარ­თავს PSP-ს შე­სა­ბა­მის აფ­თი­აქს

• ბე­ნე­ფი­ცი­არს შე­უძ­ლია ერთჯე­რა­დად მი­ი­ღოს მე­დი­კა­მენ­ტის სამი თვის სამ­ყო­ფი ოდე­ნო­ბა

• აფ­თი­აქ­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი წა­რად­გენს ექი­მის მიერ გა­მო­წე­რილ რე­ცეპტს და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს - ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი და­მა­ტე­ბით წა­რად­გენს სა­კუ­თარ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­საც. - მე­დი­კა­მენ­ტის ან დო­ზის ცვლი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში კვლავ წა­რად­გენს გა­ნახ­ლე­ბულ ფორ­მა 100-ს და პირი ხე­ლახ­ლა რე­გის­ტრირ­დე­ბა პროგ­რა­მა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვინ მიიღებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს - ჯანდაცვის პროგრამის ყველა დეტალი

ვინ მიიღებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს - ჯანდაცვის პროგრამის ყველა დეტალი

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა.

პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

• ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

• დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

მედიკამენტების ყოველი გატანისას მოქალაქე აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.

პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი. ხვალიდან 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი, ყველა დანარჩენი კი ივლისის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.

მედიკამენტის მისაღებად საჭირო პროცედურები:

• ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას. ექიმი წერს რეცეპტს,სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება.

• ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში

• სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს

• ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა

• აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს - ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც. - მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი