მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლანჩხუთი-ჩოხატაურის დეპუტატის ოფისის და „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ერთობლივი აქცია შშმ პირებისთვის
ლანჩხუთი-ჩოხატაურის დეპუტატის ოფისის და „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ერთობლივი აქცია შშმ პირებისთვის

აქ­ცია "ჩვენ მო­ვალთ თქვენ­თან", ლან­ჩხუ­თი-ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ნინო წი­ლო­სა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და "სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის" მხარ­და­ჭე­რით, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩო­ხა­ტა­ურ­სა და ლან­ჩხუთ­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე 100-მდე პირს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გა­ე­წია: ნერ­ვო­პა­თო­ლო­გია, რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გია, კარ­დი­ო­ლო­გია, გი­ნე­კო­ლო­გია-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გია და ექოს­კო­პია.

"სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის" ექი­მე­ბი - ნერ­ვო­პა­თო­ლო­გი არ­ჩილ ზა­ბა­ხი­ძე, რე­ა­ბი­ლო­ტო­ლო­გი ცირა აბ­რა­მიშ­ვი­ლი, კარ­დი­ო­ლო­გი მაია ხე­ლა­ძე, გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მი­რან­და ჯან­ხო­თე­ლი და ექოს­კო­პის­ტი ნატო ცო­ტა­ძე, სა­თა­ნა­დო აპა­რა­ტუ­რით, თა­ვად ჩა­ვიდ­ნენ ჩო­ხა­ტა­ურ­სა და ლან­ჩხუთ­ში და ყვე­ლა სა­ჭი­რო კონ­სულ­ტა­ცია თუ გა­მოკ­ვლე­ვა ად­გილ­ზე ჩა­ა­ტა­რეს.

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა კლი­ნი­კე­ბამ­დე - კერ­ძოდ კი, ჩო­ხა­ტა­უ­რი­სა და ლან­ჩხუ­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბამ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯე­ბი დე­პუ­ტატ ნინო წი­ლო­სა­ნის ბი­უ­რომ სრუ­ლად და­ფა­რა.

ლან­ჩხუ­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრში შშმ პირ­თა უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნიც ადევ­ნებ­და თვალს.

"ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი ჯან­მრთე­ლო­ბაა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს ჩემს გუ­რუ­ლებს ამ საზ­რუ­ნავს ოდ­ნავ მა­ინც ვუმ­სუ­ბუ­ქებ. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მებს მხარ­და­ჭე­რის­თვის. ეს დღე კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი გა­დი­ან. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა და ექი­მამ­დე მის­ვლაც კი უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა და მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით დღეს მათ ეს პრობ­ლე­მა მო­ეხ­სნათ. ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ თი­თო­ე­ულ მათ­განს," - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

აქ­ცია "ჩვენ მო­ვალთ თქვენ­თან", ლან­ჩხუ­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტა­რის ნინო წი­ლო­სა­ნის ბი­უ­როს ორ­გა­ნი­ზე­ბით, მო­მა­ვალ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ლანჩხუთი-ჩოხატაურის დეპუტატის ოფისის და „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ერთობლივი აქცია შშმ პირებისთვის

ლანჩხუთი-ჩოხატაურის დეპუტატის ოფისის და „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ერთობლივი აქცია შშმ პირებისთვის

აქცია „ჩვენ მოვალთ თქვენთან“, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივითა და „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მხარდაჭერით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აქციის ფარგლებში ჩოხატაურსა და ლანჩხუთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 100-მდე პირს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება შემდეგი მიმართულებებით გაეწია: ნერვოპათოლოგია, რეაბილიტოლოგია, კარდიოლოგია, გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია და ექოსკოპია.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმები - ნერვოპათოლოგი არჩილ ზაბახიძე, რეაბილოტოლოგი ცირა აბრამიშვილი, კარდიოლოგი მაია ხელაძე, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მირანდა ჯანხოთელი და ექოსკოპისტი ნატო ცოტაძე, სათანადო აპარატურით, თავად ჩავიდნენ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში და ყველა საჭირო კონსულტაცია თუ გამოკვლევა ადგილზე ჩაატარეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კლინიკებამდე - კერძოდ კი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებამდე ტრანსპორტირების ხარჯები დეპუტატ ნინო წილოსანის ბიურომ სრულად დაფარა.

ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში შშმ პირთა უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და გამოკვლევების მიმდინარეობას დეპუტატი ნინო წილოსანიც ადევნებდა თვალს.

„ყველა ადამიანისთვის უპირველესი საზრუნავი ჯანმრთელობაა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს გურულებს ამ საზრუნავს ოდნავ მაინც ვუმსუბუქებ. მინდა, მადლობა გადავუხადო საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმებს მხარდაჭერისთვის. ეს დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ სამედიცინო კვლევებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადიან. ხშირ შემთხვევაში, ბევრი მათგანისთვის გადაადგილება და ექიმამდე მისვლაც კი უდიდესი პრობლემაა და მიხარია, რომ ჩვენი დახმარებით დღეს მათ ეს პრობლემა მოეხსნათ. ჯანმრთელობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

აქცია „ჩვენ მოვალთ თქვენთან“, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარის ნინო წილოსანის ბიუროს ორგანიზებით, მომავალშიც გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი