საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ჩაქვში მდინარეში ძმის გადასარჩენად გადახტა და დაიღუპა
ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ჩაქვში მდინარეში ძმის გადასარჩენად გადახტა და დაიღუპა

ჩაქ­ვის მდი­ნა­რე­ში და­ღუ­პუ­ლი 17 წლის ვი­ო­ლა მე­ლა­ძის ამ­ბავ­მა მთე­ლი სა­ნა­თე­საო შეძ­რა.

არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა მცი­რე­წლო­ვან ძმას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად, ჩაქვში, ნა­გი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი წლე­ბია თურ­ქეთ­ში მუ­შა­ო­ბენ, რომ ბა­თუმ­ში ბი­ნის შე­სა­ძე­ნი ფული შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ. ვი­ო­ლას მშობ­ლე­ბი სტამ­ბო­ლი­დან 26 ივ­ნისს დაბ­რუნ­დნენ, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შვი­ლე­ბიც თურ­ქეთ­ში წა­ეყ­ვა­ნათ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 28 ივ­ნისს მე­ლა­ძე­ე­ბი მა­ღალმთი­ა­ნი ხუ­ლოს სო­ფელ დი­და­ჭა­რა­ში წა­ვიდ­ნენ ბე­ბია-ბა­ბუ­ის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, 29 ივ­ნისს კი კვლავ ჩაქვში დაბ­რუნ­დნენ. სწო­რედ იმ დღეს, როცა ტრა­გე­დია მოხ­და, მშობ­ლებს ბავ­შვე­ბი თურ­ქეთ­ში უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, სა­დაც სექ­ტემ­ბრამ­დე, სას­კო­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე დარ­ჩე­ბოდ­ნენ.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვი­ო­ლა 9 წლის ძმას დე­და­სა­ვით უვ­ლი­და - ამე­ცა­დი­ნებ­და, აძი­ნებ­და, მას­თან ერ­თად და­დი­ო­და ყველ­გან. მა­თი­ვე თქმით, გო­გო­ნას ორი ოც­ნე­ბა ჰქონ­და: გამ­ხდა­რი­ყო დი­ზა­ი­ნე­რი და ეცხოვ­რა მშობ­ლებ­თან ერ­თად სა­კუ­თარ ბი­ნა­ში.

29 ივ­ნისს, ტრა­გე­დი­ის დღეს, და-ძმამ თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ გას­ვლა მო­ი­სურ­ვეს. ოჯა­ხი ჩაქ­ვის მდი­ნა­რე­ზე წა­ვი­და.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, მდი­ნა­რე­ში ბა­ნა­ო­ბის დროს დი­ნე­ბამ გო­გო­ნას ძმა გა­ი­ტა­ცა. ვი­ო­ლამ შე­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვი თა­ვი­სით ვერ გა­მო­ვი­დო­და ნა­პირ­ზე და ამი­ტო­მაც ტან­საც­მლი­ა­ნად გა­და­ეშ­ვა წყალ­ში. ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვი­ო­ლამ ცურ­ვა იცო­და, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, იმის გამო, რომ ტან­საც­მე­ლი ეცვა, ვერ მო­ა­ხერ­ხა ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა. დე­დის და ბე­ბი­ის კი­ვილ­ზე ახ­ლოს მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ბიჭი გა­იქ­ცა საშ­ვე­ლად. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდამ წყალ­ში გა­დახ­ტო­მი­სას მხა­რი ქვას და­არ­ტყა და მო­ი­ტე­ხა, მაგ­რამ მა­ინც შეძ­ლო 9 წლის ბი­ჭის ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა. შემ­დეგ გო­გო­ნას საშ­ვე­ლად მე­ო­რე­დაც შე­ცუ­რა მდი­ნა­რე­ში, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, ვი­ო­ლა მე­ლა­ძის გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ჩაქვში მდინარეში ძმის გადასარჩენად გადახტა და დაიღუპა

ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ჩაქვში მდინარეში ძმის გადასარჩენად გადახტა და დაიღუპა

ჩაქვის მდინარეში დაღუპული 17 წლის ვიოლა მელაძის ამბავმა მთელი სანათესაო შეძრა.

არასრულწლოვანი გოგონა მცირეწლოვან ძმასთან და ბებიასთან ერთად, ჩაქვში, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბავშვების მშობლები წლებია თურქეთში მუშაობენ, რომ ბათუმში ბინის შესაძენი ფული შეეგროვებინათ. ვიოლას მშობლები სტამბოლიდან 26 ივნისს დაბრუნდნენ, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შვილებიც თურქეთში წაეყვანათ.

როგორც ცნობილია, 28 ივნისს მელაძეები მაღალმთიანი ხულოს სოფელ დიდაჭარაში წავიდნენ ბებია-ბაბუის მოსანახულებლად, 29 ივნისს კი კვლავ ჩაქვში დაბრუნდნენ. სწორედ იმ დღეს, როცა ტრაგედია მოხდა, მშობლებს ბავშვები თურქეთში უნდა წაეყვანათ, სადაც სექტემბრამდე, სასკოლო პროცესის დაწყებამდე დარჩებოდნენ.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ვიოლა 9 წლის ძმას დედასავით უვლიდა - ამეცადინებდა, აძინებდა, მასთან ერთად დადიოდა ყველგან. მათივე თქმით, გოგონას ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო დიზაინერი და ეცხოვრა მშობლებთან ერთად საკუთარ ბინაში.

29 ივნისს, ტრაგედიის დღეს, და-ძმამ თურქეთში გამგზავრებამდე მდინარეზე საბანაოდ გასვლა მოისურვეს. ოჯახი ჩაქვის მდინარეზე წავიდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მდინარეში ბანაობის დროს დინებამ გოგონას ძმა გაიტაცა. ვიოლამ შენიშნა, რომ ბავშვი თავისით ვერ გამოვიდოდა ნაპირზე და ამიტომაც ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში. ახლობლები ამბობენ, რომ ვიოლამ ცურვა იცოდა, მაგრამ სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ტანსაცმელი ეცვა, ვერ მოახერხა ნაპირზე გამოსვლა. დედის და ბებიის კივილზე ახლოს მყოფი ახალგაზრდა ბიჭი გაიქცა საშველად. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდამ წყალში გადახტომისას მხარი ქვას დაარტყა და მოიტეხა, მაგრამ მაინც შეძლო 9 წლის ბიჭის ნაპირზე გამოყვანა. შემდეგ გოგონას საშველად მეორედაც შეცურა მდინარეში, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებული იყო, ვიოლა მელაძის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა...

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია