სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც თამრიკო შევარცხვინე და არც - გია" - მარიამ როინიშვილი პირველ ქართულ უსიტყვო სპექტაკლში
"არც თამრიკო შევარცხვინე და არც - გია" - მარიამ როინიშვილი პირველ ქართულ უსიტყვო სპექტაკლში

"აბ­რე­შუ­მის თე­ატ­რი" გა­სულ კვი­რას სპექ­ტაკ­ლით "უკო­მენ­ტა­როდ" გა­იხ­სნა, უფრო სწო­რად, რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვი­ლი­სა და მსა­ხი­ობ ანა სა­ნა­ი­ას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის მიერ გა­ნახ­ლდა...

უმაღ­ლე­სი თე­ატ­რა­ლუ­რი ჯილ­დო "დუ­რუ­ჯის" 2-გზის მფლო­ბელ­მა რე­ჟი­სორ­მა ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია გაგ­ვი­ცო­ცხლა. ამ­ბა­ვი გად­მო­ცე­მუ­ლია ტექ­სტის გა­რე­შე, უნი­ვერ­სა­ლუ­რი ენით, - თხრო­ბა სინ­თე­ზუ­რად მსა­ხი­ო­ბე­ბის, საგ­ნე­ბის, ბგე­რე­ბი­სა და ჩრდი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი, მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ბნე­ლი 90-ია­ნე­ბი და ნა­თე­ლი 2000-ია­ნე­ბი, პრო­ტეს­ტი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სე­რი­ა­ლის სა­ყუ­რებ­ლად შეკ­რე­ბი­ლი სა­მე­ზობ­ლო, სე­ფა­ში გა­მარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი და ბო­ლოს სხვა რე­ა­ლო­ბა - ან­თე­ბუ­ლი ნა­თუ­რა და სწრაფ­ვა ევ­რო­პის­კენ.

სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: ნიაზ ხუ­ცი­ა­ნი­ძე, და­ვით ბე­კოშ­ვი­ლი, რო­მან ქერ­ქა­ძე, ხა­ტია ხა­ზი­უ­რი, ანა სა­ნა­ია, თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძე, ვას­კა ამურ­ვე­ლაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი, პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძე, გი­ორ­გი მარ­შა­ნია, და­ვით ბე­რი­ძე.

ამ წარ­მოდ­გე­ნით დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ოპე­რის მომ­ღერ­ლის, მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლის დე­ბი­უ­ტიც შედ­გა. ის მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მსა­ხი­ო­ბის ამ­პლუ­ა­ში წარ­სდგა და ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ კარ­გად.

AMBEBI.GE მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ცნო­ბი­ლია, რომ დრა­მის მსა­ხი­ო­ბი არ ხარ. ამ წარ­მოდ­გე­ნა­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- ბავ­შვო­ბი­დან რა­ღაც ფა­რუ­ლი სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ვმდგა­რი­ყა­ვი. იმი­ტომ არა, რომ კუ­ლი­სებ­ში ვარ გაზ­რდი­ლი, უბ­რა­ლოდ, ეს სამ­ყა­რო ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო და ამ­ჯე­რად სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ჩემი თა­მა­მი ნა­ბი­ჯიც. თუმ­ცა ამ სი­თა­მა­მის უკან იყო დიდი სიფრ­თხი­ლე და ნერ­ვი­უ­ლო­ბა...

სპექ­ტაკლში კი ასე მოვ­ხვდი: ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძემ, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, და­მი­რე­კა და მკი­თხა, - მოხ­ვალ ნი­კას­თან, ამა და ამ სპექ­ტაკლზე სა­მუ­შა­ოდ? დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით-მეთ­ქი. იმი­ტომ დავ­თან­ხმდი, რომ ვი­ცო­დი, რომ ნიკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­სო­რია და თან, გა­მი­ხარ­და, რომ მას­თან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბო­და. თუმ­ცა მერე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხომ არ მი­ვი­ღე-მეთ­ქი?!

მოკ­ლედ, მი­ვე­დი. ნი­კას­თან ერ­თად, სა­ო­ცა­რი გუნ­დი დამ­ხვდა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ამის ფონ­ზე ჩემი თა­მა­ში მე­ში­ნო­და, დი­ლე­ტან­ტუ­რი არ ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­ში რა­ღაც ბა­ზას ვგრძნობ­დი, ეს ალ­ბათ საქ­მის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყო, რა­მაც ჩემი გა­თა­მა­მე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა და თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და­მა­ყე­ნა. მი­ხა­რია, ასე­თი კარ­გი გუნ­დი რომ გა­ვი­ცა­ნი და მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მათ­თან მუ­შა­ო­ბა­მაც შემ­მა­ტა. მოკ­ლედ, გა­მი­მარ­თლა, რომ ნი­კას­თან და მის გუნდთნ მოვ­ხვდი...

- წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც უსი­ტყვოდ "აა­მე­ტყვე­ლეთ", ად­ვი­ლი სა­მუ­შაო არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო...

- კი, მას­ზე სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით, თა­ვის ღა­მის გა­თე­ნე­ბე­ბით, მოკ­ლედ, შრო­მა­ტე­ვა­დი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლია ამ სპექ­ტაკ­ლის დად­გმა, - აწყო­ბი­ლია ბგე­რა­ზე, პლას­ტი­კა­ზე, ყვე­ლა­ფერს სხე­უ­ლის ენით გად­მოს­ცემ. სა­ბო­ლო­ოდ კი, ეს ერთი დიდი ეტი­უ­დია. თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ოპე­რა­ში სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შედ­გა და მგო­ნი, გა­მო­მი­ვი­და. არც თამ­რი­კო შე­ვარ­ცხვი­ნე და არც - გია... თან, ოპე­რის მომ­ღერ­ლის­თვის სცე­ნა უცხო არ არის, ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­ახ­ლო­ე­ბა ური­გო არ იყო...

- სცე­ნა­ზე გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი ეპი­ზო­დი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ახ­ლო­ბე­ლია, რად­გა­ნაც ის მისი გუ­შინ­დე­ლი დღეა, გა­და­ტა­ნი­ლი და გან­ცდი­ლია, რა­შიც 90-ია­ნე­ბი­დან დღემ­დე აღ­მოჩ­ნდა...

- კი, პირ­და­პირ თუ ირი­ბად ეს ამ­ბე­ბი ყვე­ლას შეგ­ვე­ხო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც 9 აპ­რი­ლი მახ­სოვს და არც სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და ბუნ­დოვ­ნად მხო­ლოდ თბი­ლის­ში ია­რა­ღის გას­რო­ლის ხმას ვიხ­სე­ნებ, რა­ზეც დედა გვე­უბ­ნე­ბო­და - ფე­ი­ერ­ვერ­კი­აო და ასე­ვე პუ­რის რი­გებ­საც ბუნ­დოვ­ნად ვიხ­სე­ნებ...

9 აპ­რილს, ჩემ­ზე არ გა­და­უვ­ლია, მაგ­რამ ჩემ­თვის ახ­ლო­ბე­ლია , რად­გა­ნაც მშობ­ლე­ბი ამის შე­სა­ხებ სულ გვიყ­ვე­ბოდ­ნენ. ასე რომ, თით­ქოს მეც იქ ვი­ყა­ვი...

- მაგ­რამ უსი­ტყვო წარ­მოდ­გე­ნა­ში ვო­კალს ვერ ას­ცდი... მა­ინც მო­გი­წია...

- მო­მი­წია... თან, ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თე სიმ­ღე­რა და ეს იყო ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის "ნოგ­ტი­ურ­ნი"...

- და კი­დევ ერთი პა­ტა­რა ეპი­ზო­დი, - ელე­ნე - შენი შვი­ლი მთე­ლი სპექ­ტაკ­ლის მან­ძილ­ზე ფეხ­ზე იდგა და დიდი ყუ­რა­დღე­ბით, კარ­გი რე­ჟი­სო­რი­ვით უყუ­რებ­და სპექ­ტაკლს... ასე­თი რამ პირ­ვე­ლად ვნა­ხე - პა­ტა­რა გო­გო­ნა ორი მოქ­მე­დე­ბის მან­ძილ­ზე სკამ­ზე არ დამ­ჯდა­რა...

- სწო­რად შე­ნიშ­ნეთ. ელე­ნე ყვე­ლა რე­პე­ტი­ცი­ას ეს­წრე­ბო­და, ნი­კას გვერ­დით ეჯდა, რო­გორც ასის­ტენ­ტი. მთე­ლი წარ­მოდ­გე­ნა ზე­პი­რად იცის. ამის გამო ნი­კამ ბა­ნერ­ზე მი­ა­წე­რა რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი ე.მა­ხა­რა­ძე... ყვე­ლა მსა­ხი­ობ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. მუდ­მი­ვად გვამ­ხნე­ვებ­და, - არ ინერ­ვი­უ­ლო­თო... დიდი ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც რომ ვერ იგ­რძნობ ასეთ თან­დგო­მას, რო­გორ­საც ელე­ნეს­გან ვგრძნობ­დით და ვგრძნობ სა­ერ­თოდ. მას­თან რო­გორც ბავ­შვთან, არას­დროს მი­ლა­პა­რა­კია. პი­როვ­ნე­ბაა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მისი დედა ვარ... რო­დე­საც ელე­ნეს მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვუ­ყუ­რებ, ჩემი ბავ­შვო­ბა მახ­სენ­დე­ბა, სცე­ნას, ადა­მი­ა­ნებს მეც თვა­ლებ­გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ელე­ნეს დიდი დო­ზით აქვს.

- ოპე­რის წარ­მოდ­გე­ნა­ზე რას გვე­ტყვი, რო­მე­ლიც შენს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ეტა­პია და ცოტა ხნის წინ იყო...

- კი, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ იყო, რე­ა­ლუ­რად კი დიდი ამ­ბა­ვი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, და­უ­ღა­ლა­ვი მუ­შა­ო­ბის, ფიქ­რის შე­დე­გი და აღ­მოვ­ჩნდი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სცე­ნა­ზე, სა­დაც მთავ­რი პარ­ტია (ადი­ნა) "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტარ­ში" არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ვას­რუ­ლე. ხში­რად მსმე­ნია ფრა­ზა, "მიშ­რო­მია, მაგ­რამ არ დამ­ფა­სე­ბია"... მე­ში­ნო­და ამის, მე­გო­ნა, ეს მო­მენ­ტი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა, როცა იშ­რო­მებ და არ ფას­დე­ბა. ასე რომ, თუ ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბი საქ­მე­ში, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი, არ არ­სე­ბობს, რომ არ და­გი­ფას­დეს.

არა­და, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ეგო­ნოს, ჩემი ბა­ზის მქო­ნე ადა­მი­ანს, რა­ღა­ცე­ბი მარ­ტი­ვად გა­მოს­დის. და­მი­ჯე­რეთ, ბევ­რად რთუ­ლია - მუდ­მი­ვად რა­ღა­ცის მტკი­ცე­ბა მი­წევს, თუნ­დაც მშობ­ლე­ბის ჩრდი­ლი­დან გა­მოს­ვლა. კი, ამის თქმის არ მრცხვე­ნია. რო­გო­რი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაც არის ასე­თი მშობ­ლე­ბის შვი­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ასე­ვე მათი ჩრდი­ლი­დან გა­მოს­ვლაც სე­რი­ო­ზუ­ლი სირ­თუ­ლეა.

ოპე­რა ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი რამ არის, ბოლო-ბოლო სა­დაც შრო­მით, სა­სი­ა­მოვ­ნო წვა­ლე­ბით მი­ვე­დი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. აქვე მად­ლი­ე­რი ვარ ბა­ტო­ნი ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძის, რო­მელ­მაც მოგ­ვცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლებს დიდ სცე­ნა­ზე სა­კუ­თა­რი თავი გა­მოგ­ვე­ცა­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბევ­რი ფაქ­ტო­რი სდევს ამ ყვე­ლა­ფერს. პრინ­ციპ­ში, ერ­თგვა­რი გა­მოც­და იყო. თავი გა­მოვ­ცა­დე და მი­ხა­რია.

- რა არის სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა შენ­თვის?

- ოპე­რა არის ჩემ­თვის კა­თარ­ზი­სი. რომ არა ეს პრო­ფე­სია, არ ვიცი, ჩემი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და და ეს კა­თარ­ზი­სი რო­გორ მოხ­დე­ბო­და. იმ­დე­ნად მავ­სებს, მა­ბედ­ნი­ე­რებს, არ მინ­და, სხვა რა­მე­ზე ვი­ფიქ­რო და თუ შევ­ძე­ლი სხვი­სი გა­ბედ­ნი­ე­რე­ბაც, ე.ი. ეს პრო­ფე­სია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"არც თამრიკო შევარცხვინე და არც - გია" - მარიამ როინიშვილი პირველ ქართულ უსიტყვო სპექტაკლში

"არც თამრიკო შევარცხვინე და არც - გია" - მარიამ როინიშვილი პირველ ქართულ უსიტყვო სპექტაკლში

"აბრეშუმის თეატრი" გასულ კვირას სპექტაკლით "უკომენტაროდ" გაიხსნა, უფრო სწორად, რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილისა და მსახიობ ანა სანაიას შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განახლდა...

უმაღლესი თეატრალური ჯილდო "დურუჯის" 2-გზის მფლობელმა რეჟისორმა ამჯერად საქართველოს უახლესი ისტორია გაგვიცოცხლა. ამბავი გადმოცემულია ტექსტის გარეშე, უნივერსალური ენით, - თხრობა სინთეზურად მსახიობების, საგნების, ბგერებისა და ჩრდილების საშუალებით მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია საზოგადოების განვითარების ეტაპები, მათი ყოველდღიურობა, ბნელი 90-იანები და ნათელი 2000-იანები, პროტესტი, თავისუფლება, სერიალის საყურებლად შეკრებილი სამეზობლო, სეფაში გამართული ტრადიციული ქორწილი და ბოლოს სხვა რეალობა - ანთებული ნათურა და სწრაფვა ევროპისკენ.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნიაზ ხუციანიძე, დავით ბეკოშვილი, რომან ქერქაძე, ხატია ხაზიური, ანა სანაია, თეკლა ჯავახაძე, ვასკა ამურველაშვილი, მარიამ როინიშვილი, პაატა ქვლივიძე, გიორგი მარშანია, დავით ბერიძე.

ამ წარმოდგენით დრამატული თეატრის სცენაზე ოპერის მომღერლის, მარიამ როინიშვილის დებიუტიც შედგა. ის მაყურებლის წინაშე მსახიობის ამპლუაში წარსდგა და ვფიქრობ, საკმაოდ კარგად.

AMBEBI.GE მარიამ როინიშვილს ესაუბრა.

- ცნობილია, რომ დრამის მსახიობი არ ხარ. ამ წარმოდგენაში როგორ აღმოჩნდი?

- ბავშვობიდან რაღაც ფარული სურვილი მქონდა, რომ დრამატული თეატრის სცენაზე ვმდგარიყავი. იმიტომ არა, რომ კულისებში ვარ გაზრდილი, უბრალოდ, ეს სამყარო ჩემთვის ყოველთვის მიუწვდომელი იყო და ამჯერად სწორედ ამან განაპირობა ამ მიმართულებით გადადგმული ჩემი თამამი ნაბიჯიც. თუმცა ამ სითამამის უკან იყო დიდი სიფრთხილე და ნერვიულობა...

სპექტაკლში კი ასე მოვხვდი: ჩემმა მეგობარმა, თეკლა ჯავახაძემ, რომელიც წარმოდგენაში მონაწილეობს, დამირეკა და მკითხა, - მოხვალ ნიკასთან, ამა და ამ სპექტაკლზე სამუშაოდ? დიდი სიამოვნებით-მეთქი. იმიტომ დავთანხმდი, რომ ვიცოდი, რომ ნიკა არაჩვეულებრივი რეჟისორია და თან, გამიხარდა, რომ მასთან მუშაობის საშუალება მექნებოდა. თუმცა მერე ვინერვიულე, ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხომ არ მივიღე-მეთქი?!

მოკლედ, მივედი. ნიკასთან ერთად, საოცარი გუნდი დამხვდა, არაჩვეულებრივი მსახიობები და ადამიანები, საქმის პროფესიონალები. ამის ფონზე ჩემი თამაში მეშინოდა, დილეტანტური არ ყოფილიყო, თუმცა ოჯახიდან გამომდინარე, ჩემში რაღაც ბაზას ვგრძნობდი, ეს ალბათ საქმის დიდი სიყვარული იყო, რამაც ჩემი გათამამება განაპირობა და თეატრის სცენაზე დამაყენა. მიხარია, ასეთი კარგი გუნდი რომ გავიცანი და მეტი დაინტერესება მათთან მუშაობამაც შემმატა. მოკლედ, გამიმართლა, რომ ნიკასთან და მის გუნდთნ მოვხვდი...

- წარმოდგენა, რომელიც უსიტყვოდ ''აამეტყველეთ'', ადვილი სამუშაო არ უნდა ყოფილიყო...

- კი, მასზე სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდით, თავის ღამის გათენებებით, მოკლედ, შრომატევადი აღმოჩნდა, რადგანაც ტექნიკურად რთულია ამ სპექტაკლის დადგმა, - აწყობილია ბგერაზე, პლასტიკაზე, ყველაფერს სხეულის ენით გადმოსცემ. საბოლოოდ კი, ეს ერთი დიდი ეტიუდია. თან, ეს ყველაფერი ჩემთვის რთულ პერიოდს დაემთხვა, ოპერაში სპექტაკლზე ვმუშაობდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შედგა და მგონი, გამომივიდა. არც თამრიკო შევარცხვინე და არც - გია... თან, ოპერის მომღერლისთვის სცენა უცხო არ არის, ამიტომ ამ ყველაფერთან დაახლოება ურიგო არ იყო...

- სცენაზე გათამაშებული ყოველი ეპიზოდი მაყურებლისთვის ახლობელია, რადგანაც ის მისი გუშინდელი დღეა, გადატანილი და განცდილია, რაშიც 90-იანებიდან დღემდე აღმოჩნდა...

- კი, პირდაპირ თუ ირიბად ეს ამბები ყველას შეგვეხო. მიუხედავად იმისა, რომ არც 9 აპრილი მახსოვს და არც სამოქალაქო ომი და ბუნდოვნად მხოლოდ თბილისში იარაღის გასროლის ხმას ვიხსენებ, რაზეც დედა გვეუბნებოდა - ფეიერვერკიაო და ასევე პურის რიგებსაც ბუნდოვნად ვიხსენებ...

9 აპრილს, ჩემზე არ გადაუვლია, მაგრამ ჩემთვის ახლობელია , რადგანაც მშობლები ამის შესახებ სულ გვიყვებოდნენ. ასე რომ, თითქოს მეც იქ ვიყავი...

- მაგრამ უსიტყვო წარმოდგენაში ვოკალს ვერ ასცდი... მაინც მოგიწია...

- მომიწია... თან, ეს ჩემი პროფესიაა და სიამოვნებით გავაკეთე სიმღერა და ეს იყო ვაჟა აზარაშვილის "ნოგტიურნი"...

- და კიდევ ერთი პატარა ეპიზოდი, - ელენე - შენი შვილი მთელი სპექტაკლის მანძილზე ფეხზე იდგა და დიდი ყურადღებით, კარგი რეჟისორივით უყურებდა სპექტაკლს... ასეთი რამ პირველად ვნახე - პატარა გოგონა ორი მოქმედების მანძილზე სკამზე არ დამჯდარა...

- სწორად შენიშნეთ. ელენე ყველა რეპეტიციას ესწრებოდა, ნიკას გვერდით ეჯდა, როგორც ასისტენტი. მთელი წარმოდგენა ზეპირად იცის. ამის გამო ნიკამ ბანერზე მიაწერა რეჟისორის ასისტენტი ე.მახარაძე... ყველა მსახიობზე ნერვიულობდა. მუდმივად გვამხნევებდა, - არ ინერვიულოთო... დიდი ადამიანისგანაც რომ ვერ იგრძნობ ასეთ თანდგომას, როგორსაც ელენესგან ვგრძნობდით და ვგრძნობ საერთოდ. მასთან როგორც ბავშვთან, არასდროს მილაპარაკია. პიროვნებაა და ბედნიერი ვარ, რომ მისი დედა ვარ... როდესაც ელენეს მსგავს სიტუაციებში ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მახსენდება, სცენას, ადამიანებს მეც თვალებგაფაციცებული ვუყურებდი. თუმცა ეს ყველაფერი ელენეს დიდი დოზით აქვს.

- ოპერის წარმოდგენაზე რას გვეტყვი, რომელიც შენს ცხოვრებაში ასევე სერიოზული ეტაპია და ცოტა ხნის წინ იყო...

- კი, არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ იყო, რეალურად კი დიდი ამბავი ჩემს ცხოვრებაში, დაუღალავი მუშაობის, ფიქრის შედეგი და აღმოვჩნდი ოპერისა და ბალეტის სცენაზე, სადაც მთავრი პარტია (ადინა) "სიყვარულის ნექტარში" არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად შევასრულე. ხშირად მსმენია ფრაზა, "მიშრომია, მაგრამ არ დამფასებია"... მეშინოდა ამის, მეგონა, ეს მომენტი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება, როცა იშრომებ და არ ფასდება. ასე რომ, თუ ბოლომდე დაიხარჯები საქმეში, რასაც ემსახურები, არ არსებობს, რომ არ დაგიფასდეს.

არადა, შეიძლება ვიღაცას ეგონოს, ჩემი ბაზის მქონე ადამიანს, რაღაცები მარტივად გამოსდის. დამიჯერეთ, ბევრად რთულია - მუდმივად რაღაცის მტკიცება მიწევს, თუნდაც მშობლების ჩრდილიდან გამოსვლა. კი, ამის თქმის არ მრცხვენია. როგორი დიდი ბედნიერებაც არის ასეთი მშობლების შვილობა, რომლებიც თავიანთ პროფესიებში წარმატებულები არიან, ასევე მათი ჩრდილიდან გამოსვლაც სერიოზული სირთულეა.

ოპერა ჩემთვის უმთავრესი რამ არის, ბოლო-ბოლო სადაც შრომით, სასიამოვნო წვალებით მივედი და ბედნიერი ვარ. აქვე მადლიერი ვარ ბატონი ბადრი მაისურაძის, რომელმაც მოგვცა ამის საშუალება, ახალგაზრდა მომღერლებს დიდ სცენაზე საკუთარი თავი გამოგვეცადა. მოგეხსენებათ, ბევრი ფაქტორი სდევს ამ ყველაფერს. პრინციპში, ერთგვარი გამოცდა იყო. თავი გამოვცადე და მიხარია.

- რა არის საოპერო ხელოვნება შენთვის?

- ოპერა არის ჩემთვის კათარზისი. რომ არა ეს პროფესია, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორი იქნებოდა და ეს კათარზისი როგორ მოხდებოდა. იმდენად მავსებს, მაბედნიერებს, არ მინდა, სხვა რამეზე ვიფიქრო და თუ შევძელი სხვისი გაბედნიერებაც, ე.ი. ეს პროფესია ჩემს ცხოვრებაში არსებობს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება