პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმედგაცრუებიდან ოპტიმიზმამდე - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს
იმედგაცრუებიდან ოპტიმიზმამდე - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის ჯანი ბუ­კი­კი­ოს გან­ცხა­დე­ბით, "დღეს ოდ­ნავ ოპ­ტი­მის­ტუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი". ამის შე­სა­ხებ ბუ­კი­კი­ომ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბა­თუმ­ში გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, კარ­გი და კონ­სტრუქ­ტი­უ­ლი დი­ა­ლო­გი ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის ხელს შე­უ­წყობს პრო­ცესს.

"ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი შეხ­ვედ­რა გვქონ­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ცეს­ში ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გე­ნენ, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი არი­ან და ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­კი­თხის გა­დაჭ­რა­ში. რო­გორც იცით, მე უამ­რა­ვი შეხ­ვედ­რა ჩა­ვა­ტა­რე და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს ოდ­ნავ ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, ვი­ნა­ი­დან ჩემი აზ­რით, არ­სე­ბობს სა­უძ­ვე­ლი შე­საძ­ლო კომ­პრო­მი­სის­თვის. გუ­შინ მე მხა­რე­ებს დი­ა­ლო­გის­კენ მო­ვუ­წო­დე, მხა­რე­ე­ბი უნდა ესა­უბ­რონ ერ­თმა­ნეთს. კარ­გი და კონ­სტრუქ­ტი­უ­ლი დი­ა­ლო­გი ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის ხელს შე­უ­წყობს პრო­ცესს" - აღ­ნიშ­ნა კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რებს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტი კარ­გია. ბუ­კი­კი­ოს გან­მარ­ტე­ბით, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მე­სი­ჯია ის, რომ ყვე­ლა მხა­რე ესა­უბ­როს ერ­თმა­ნეთს.

"ვი­მე­ო­რებ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტი კარ­გია. რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს რიგი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს კარ­გი ტექ­სტია და მე ძა­ლი­ან მსურს, რომ ეს პრო­ექ­ტი მი­ღე­ბუ­ლი იყოს რამ­დე­ნი­მე და არა ერთი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რით, რათა კონ­სტი­ტუ­ცი­ამ სა­ჭი­რო ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა მი­ი­ღოს. ეს არის ჩემი მე­სი­ჯი: ყვე­ლა მხა­რე კონ­სტრუქ­ტი­უ­ლი უნდა იყოს, უნდა ესა­უბ­რონ ერ­თმა­ნეთს და შე­ე­ცა­დონ კომ­პრო­მისს მი­აღ­წი­ონ", - გა­ნა­ცხა­და ჯანი ბუ­კი­კიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­თან გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ ბუ­კი­კი­ომ გა­ნა­ცხა­და, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია: "მე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ. ყო­ველ სა­ათ­ში კი­დევ უფრო იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვხდე­ბი" - ასე გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, სჯე­რო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი შეძ­ლებ­და წინ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის­თვის.

"დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, თქვენ კრი­ზის­ში ხართ. მე იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, ვი­ნა­ი­დან პრო­ცე­სი დაბ­ლო­კი­ლია. ამ მო­მენ­ტის­თვის მხა­რე­ებს შო­რის დი­ა­ლოგს ვერ ვხე­დავ. ჩემი მე­სი­ჯი იქ­ნე­ბა: ესა­უბ­რეთ ერ­თმა­ნეთს. პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ა­ლო­გი იყოს", - აღ­ნიშ­ნა ჯანი ბუ­კი­კი­ომ გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­უს შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

იმედგაცრუებიდან ოპტიმიზმამდე - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს

იმედგაცრუებიდან ოპტიმიზმამდე - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, "დღეს ოდნავ ოპტიმისტურადაა განწყობილი". ამის შესახებ ბუკიკიომ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

როგორც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს.

"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენენ, ვინაიდან ისინი მიუკერძოებლები არიან და ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკითხის გადაჭრაში. როგორც იცით, მე უამრავი შეხვედრა ჩავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ოდნავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ჩემი აზრით, არსებობს საუძველი შესაძლო კომპრომისისთვის. გუშინ მე მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდე, მხარეები უნდა ესაუბრონ ერთმანეთს. კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს" - აღნიშნა კომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გაიმეორებს კონსტიტუციის პროექტი კარგია. ბუკიკიოს განმარტებით, ვენეციის კომისიის მესიჯია ის, რომ ყველა მხარე ესაუბროს ერთმანეთს.

"ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია. რა თქმა უნდა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი ტექსტია და მე ძალიან მსურს, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს. ეს არის ჩემი მესიჯი: ყველა მხარე კონსტრუქტიული უნდა იყოს, უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და შეეცადონ კომპრომისს მიაღწიონ", - განაცხადა ჯანი ბუკიკიმ.

შეგახსენებთ, ხელისუფლების წევრებთან გუშინდელი შეხვედრების შემდეგ ბუკიკიომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია: "მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები" - ასე განაცხადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.

"დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს. პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს", - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ გუშინდელი შეხვედრებიუს შემდეგ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."