პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში მღელვარება პიკს აღწევს - რას მოიტანს საპროტესტო მუხტი?
აფხაზეთში მღელვარება პიკს აღწევს - რას მოიტანს საპროტესტო მუხტი?

აფხა­ზეთ­ში მღელ­ვა­რე­ბა პიკს აღ­წევს. ად­გი­ლობ­რივ­მა პარ­ტია "ამ­ცა­ხა­რამ" მო­რი­გი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და "პრე­ზი­დენტს" რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის და­სა­ლა­გებ­ლად 10-დღი­ა­ნი ვადა მის­ცა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მას ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი წას­ვლა შეს­თა­ვა­ზეს, რად­გან ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მშვი­დად ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც "ამ­ცა­ხა­რამ" რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა.

აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი "სა­ხალ­ხო ფრონ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი გა­უ­საძ­ლი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია და უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი გახ­და.

მათი თქმით, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ხა­ჯიმ­ბა ვერ მარ­თავს სი­ტუ­ა­ცი­ას, ხოლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ აღიქ­ვამს რე­ა­ლო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამ გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სა, კრი­მი­ნა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა.

თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მი­წყნა­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერ­თმა ბლო­გერ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე და­წე­რა, - "კი­დევ ერთი, მო­რი­გი "ან­ტი­ტუ­რის­ტუ­ლი" ოპე­რა­ცია და­ი­წყო. ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი, მაგ­რამ ჩვენ ბე­ჯი­თად ვაფრ­თხობთ ჩვე­ნი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩე­ვე­ბით", - წერს ბლო­გე­რი, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს.

წა­ი­კი­თხეთ: "აფხა­ზუ­რი ჭა­ო­ბი" - ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე კრი­მი­ნა­ლი აფხა­ზეთ­ში პიკს აღ­წევს

ამ მე­სი­ჯ­მა რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის კი­დევ ერთხელ აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ხა­ჯიმ­ბას წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­და. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს "ამ­ცა­ხა­რა", პარ­ტია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ხუ­მის, გაგ­რი­სა და ბიჭ­ვინ­თის კვალ­დაკ­ვალ, ვი­თა­რე­ბა დამ­ძიმ­და გა­ლის რა­ი­ონ­ში - კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გალ­ში ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბებ­ზე "მუ­შა­ო­ბენ", ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია. მათ კავ­ში­რი აქვთ ე.წ აფხა­ზურ მი­ლი­ცი­ას­თან და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­თან.

აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ოკუ­პი­რე­ბულ გა­ლის რა­ი­ონ­ში გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბა ისევ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კაა. "ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბე­ბი აქ კვლა­ვაც ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ხდე­ბა. დამ­ნა­შა­ვე­თა მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან...

იმა­ვე გა­მო­ცე­მის თქმით, - არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "გა­ნი­ა­რა­ღე­ბა და არა ძა­ლა­დო­ბა" მო­ნა­ცე­მე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ გა­ლის რა­ი­ონ­ში "მძევ­ლის სა­ბაზ­რო ფასი მისი ოჯა­ხის ან იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც იგი წარ­მო­ად­გენს. გა­ტა­ცე­ბის "ბა­ზა­რი" და გა­მო­სას­ყი­დი თან­ხა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია და ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. კერ­ძოდ, გა­ლის რა­ი­ონ­ში მძევ­ლის გა­მო­სას­ყი­დი თან­ხა 1000-დან 100 000 ამე­რი­კულ დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს."

ოკუ­პა­ცი­ის ზო­ნა­ში მცხოვ­რებ­თა თქმით, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია გა­ლის რა­ი­ო­ნის ქვე­და ზო­ნა­ში და მდი­ნა­რე ენ­გუ­რის მო­სა­ზღვრე სოფ­ლებ­ში. თუმ­ცა, ასეთ შემ­თხვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ხმა­ურ­დე­ბა. ოჯა­ხებს ურ­ჩევ­ნი­ათ შუ­ა­მავ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­სას­ყი­დი ჩუ­მად გა­და­ი­ხა­დონ... აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ამის შე­სა­ხებ ხა­ჯიმ­ბას კლა­ნი ბო­ლომ­დე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად არა­ფერს აკე­თებს.

პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ალ­ხაზ კვი­ცი­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, ხა­ჯიმ­ბას, რო­მე­ლიც ისე­დაც არ სარ­გებ­ლობ­და მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი მხარ­და­ჭე­რით, თა­ვი­სი კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­მა საფ­ლა­ვი გა­უ­თხა­რეს.

"ყო­ველ დღე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ მკვლე­ლო­ბე­ბის, ყა­ჩა­ღო­ბის, ძარ­ცვი­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. რო­დე­საც ხელ­მძღვა­ნა­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტურ უსუ­სუ­რო­ბას ავ­ლენს, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად იქ­მნე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რი ფრონ­ტი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­ნა­ხოს რე­ა­ლო­ბა... ამის პა­სუ­ხად, ხა­ჯიმ­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­სუ­ლის მქო­ნე ერთ კადრს მე­ო­რით ცვლის და ხე­ლებს იფ­შვენტს, თით­ქოს ცდი­ლობს ვი­თა­რე­ბა და­ა­ლა­გოს.

არა­და, გვახ­სოვს, 2015 წელს, რაულ ხა­ჯიმ­ბამ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს 10 დღე მის­ცა, რათა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე, გაგ­რა­ში ბან­კის ძარ­ცვა გა­ეხ­სნათ, მაგ­რამ საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ისე­ვე, რო­გორც სხვა ბევ­რი რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე," - აცხა­დებს კვი­ცი­ნია, რომ­ლის თქმი­თაც, ხა­ჯიმ­ბა მუდ­მი­ვად ახ­სე­ნებ­და რუ­სე­თის­გან მი­ღე­ბულ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, რო­გორც დრო­ე­ბითს, თუმ­ცა, ახლა მას ერ­თა­დერთ "ოქ­როს ვა­ლუ­ტის რე­ზერვს" უწო­დებს.

"ამ­ცა­ხა­რას" შეკ­რე­ბას და­ეს­წრო დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის ექს-პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს, მაგ­რამ "კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი" მე­თო­დე­ბით. მი­სი­ვე თქმით, მის დროს "ქვე­ყა­ნა" არას­დროს იმარ­თე­ბო­და დის­ტან­ცი­უ­რად და არც მოს­კოვ­თან ჰქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი, რო­გორც ამას ხა­ჯიმ­ბა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი წარ­მო­ა­ჩენ­დნენ. თუმ­ცა, ისიც ცხა­დია, რომ სა­თა­ვე­ში მისი მოს­ვლის შემ­დეგ, რუ­სე­თის მი­მართ აფხა­ზე­თის მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ იცის, რა შე­დეგს მო­ი­ტანს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც არას­რულ­წო­ვა­ნი გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა პე­სი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და აცხა­დებს, რომ ხა­ჯიმ­ბა "ფა­სა­დურ ცვლი­ლე­ბებს" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ყვე­ლა­ფე­რი ამით დას­რულ­დე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აფხაზეთში მღელვარება პიკს აღწევს - რას მოიტანს საპროტესტო მუხტი?

აფხაზეთში მღელვარება პიკს აღწევს - რას მოიტანს საპროტესტო მუხტი?

აფხაზეთში მღელვარება პიკს აღწევს. ადგილობრივმა პარტია "ამცახარამ" მორიგი შეხვედრა გამართა და "პრეზიდენტს" რეგიონში ვითარების დასალაგებლად 10-დღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვადის ამოწურვამდე თანამდებობიდან მშვიდობიანი წასვლა შესთავაზეს, რადგან ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მშვიდად ყოფნის საშუალებას არ იძლევა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ამცახარამ" რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი "სახალხო ფრონტის" წარმომადგენლების პროტესტის მიზეზი გაუსაძლისი კრიმინალური სიტუაცია და უმძიმესი სოციალური ფონი გახდა.

მათი თქმით, ე.წ. პრეზიდენტი ხაჯიმბა ვერ მართავს სიტუაციას, ხოლო ხელმძღვანელობა ადეკვატურად ვერ აღიქვამს რეალობას. მიუხედავად ამ განცხადებებისა და სოციალურ ქსელში გამოხატული უკმაყოფილებისა, კრიმინალური სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება.

თითქოს ყველაფერი მიწყნარებული იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ბლოგერმა ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე დაწერა, - "კიდევ ერთი, მორიგი "ანტიტურისტული" ოპერაცია დაიწყო. ახალი დაწყებულია ტურისტული სეზონი, მაგრამ ჩვენ ბეჯითად ვაფრთხობთ ჩვენი შიდა პოლიტიკური გარჩევებით", - წერს ბლოგერი, რომელიც აფხაზეთში არსებულ ვითარებას დეტალურად განიხილავს.

წაიკითხეთ: "აფხაზური ჭაობი" - ტურისტულ სეზონზე კრიმინალი აფხაზეთში პიკს აღწევს

ამ მესიჯმა რეგიონში ვითარების კიდევ ერთხელ აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე ოპოზიციური პარტია ხაჯიმბას წინააღმდეგ გაერთიანდა. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს "ამცახარა", პარტია, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

აფხაზი პოლიტიკოსებისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმის, გაგრისა და ბიჭვინთის კვალდაკვალ, ვითარება დამძიმდა გალის რაიონში - კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც გალში ადამიანთა გატაცებებზე "მუშაობენ", ინტერნაციონალურია. მათ კავშირი აქვთ ე.წ აფხაზურ მილიციასთან და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან.

აფხაზეთის ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცება ისევ ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ”ამერიკის ხმის” ინფორმაციით, გატაცებები აქ კვლავაც ეთნიკური ნიშნით ხდება. დამნაშავეთა მთავარი სამიზნე ადგილობრივი ქართველები არიან...

იმავე გამოცემის თქმით, - არასამთავრობო ორგანიზაციის - "განიარაღება და არა ძალადობა" მონაცემებით, ოკუპირებულ გალის რაიონში "მძევლის საბაზრო ფასი მისი ოჯახის ან იმ ორგანიზაციის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი წარმოადგენს. გატაცების "ბაზარი" და გამოსასყიდი თანხა საკმაოდ სოლიდურია და ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ, გალის რაიონში მძევლის გამოსასყიდი თანხა 1000-დან 100 000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს."

ოკუპაციის ზონაში მცხოვრებთა თქმით, ადამიანის გატაცებები განსაკუთრებით ხშირია გალის რაიონის ქვედა ზონაში და მდინარე ენგურის მოსაზღვრე სოფლებში. თუმცა, ასეთ შემთხვევათა უმრავლესობა არ ხმაურდება. ოჯახებს ურჩევნიათ შუამავლების მეშვეობით გამოსასყიდი ჩუმად გადაიხადონ... აფხაზი პოლიტიკოსების თქმით, ამის შესახებ ხაჯიმბას კლანი ბოლომდე ინფორმირებულია, თუმცა ვითარების გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.

პარტიის წარმომადგენლის ალხაზ კვიცინიას შეფასებით, ხაჯიმბას, რომელიც ისედაც არ სარგებლობდა მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით, თავისი კლანის წარმომადგენლების ქმედებებმა საფლავი გაუთხარეს.

"ყოველ დღე ჩვენი მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ მკვლელობების, ყაჩაღობის, ძარცვისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. როდესაც ხელმძღვანალობა აბსოლუტურ უსუსურობას ავლენს, ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან სწრაფად იქმნება პარალელური ფრონტი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლებას დაანახოს რეალობა... ამის პასუხად, ხაჯიმბა დანაშაულებრივი წარსულის მქონე ერთ კადრს მეორით ცვლის და ხელებს იფშვენტს, თითქოს ცდილობს ვითარება დაალაგოს.

არადა, გვახსოვს, 2015 წელს, რაულ ხაჯიმბამ სამართალდამცველ ორგანოებს 10 დღე მისცა, რათა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე, გაგრაში ბანკის ძარცვა გაეხსნათ, მაგრამ საქმე დღემდე გაუხსნელია, ისევე, როგორც სხვა ბევრი რეზონანსული საქმე," - აცხადებს კვიცინია, რომლის თქმითაც, ხაჯიმბა მუდმივად ახსენებდა რუსეთისგან მიღებულ ფინანსურ დახმარებას, როგორც დროებითს, თუმცა, ახლა მას ერთადერთ "ოქროს ვალუტის რეზერვს" უწოდებს.

"ამცახარას" შეკრებას დაესწრო დე ფაქტო აფხაზეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ "კონსტიტუციური" მეთოდებით. მისივე თქმით, მის დროს "ქვეყანა" არასდროს იმართებოდა დისტანციურად და არც მოსკოვთან ჰქონდა განსაკუთრებული კავშირები, როგორც ამას ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები წარმოაჩენდნენ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ სათავეში მისი მოსვლის შემდეგ, რუსეთის მიმართ აფხაზეთის მიჯაჭვულობა გაიზარდა.

ჯერჯერობით არავინ იცის, რა შედეგს მოიტანს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომელიც არასრულწოვანი გოგონას გაუპატიურებას მოჰყვა. საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ხაჯიმბა "ფასადურ ცვლილებებს" განახორციელებს და ყველაფერი ამით დასრულდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე