ფეხბურთის ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო კიდევ ერთხელ გახდა მამა.
სუროგატმა დედამ მას ამჯერად ტყუპი გაუჩინა. ფეხბურთელმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ახალდაბადებულ ტყუპებთან ერთადაა აღბეჭდილი. ფოტოზე რონალდომ შემდეგი წარწერა გააკეთა: "ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების ორი ახალი სიყვარული მიჭირავს ხელში".
32 წლის რონალდომ, რომელსაც 285 გოლი აქვს გატანილი ლიგაში 241 თამაშიდან მადრიდის რეალის რიგებში, ვერ შეძლო მატჩის გამო მშობიარობაზე დასწრება. ბავშვების სახელები, როგორც ცნობილი ხდება, მატეო და ევა გახლავთ. ამჟამად რონალდო უკვე სამი შვილის მამაა. მისი პირველი ვაჟი, კრისტიანო რონალდო უმცროსი სუროგატმა დედამ 2010 წელს გააჩინა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo