პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანი ბუკიკიო - საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია
ჯანი ბუკიკიო - საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია

სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შე­საც­ვლე­ლად 7 წლით მოც­და ძა­ლი­ან ბევ­რია, - ამის შე­სა­ხებ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯანი ბუ­კი­კი­ომ "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ნუ­ცხა­და.

"ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი ელე­მენ­ტი ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის გა­და­დე­ბა იყო. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან ბევ­რია 7 წლით მოც­და. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი რე­კო­მენ­და­ცია თუ შეს­რულ­დე­ბა, ბევ­რად კარ­გი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ არ შეს­რულ­დე­ბა, არც ეს იქ­ნე­ბა ტრა­გე­დია, რად­გან ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმა­ზე, რა­საც ვე­ძებთ - მეტ პლუ­რა­ლიზმს პარ­ლა­მენ­ტში. პლუ­რა­ლიზ­მი ნიშ­ნავს მეტ დე­მოკ­რა­ტი­ას", - გა­ნა­ცხა­და ბუ­კი­კი­ომ.

მისი თქმით, ვიდ­რე არ გა­მოს­წორ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, ყო­ველ­თვის იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

"მაგ­რამ იმე­დი მაქვს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოს­წორ­დე­ბა. მთავ­რო­ბა დამ­პირ­და და მეც მო­ვუ­წო­დებ, და­ფიქ­რდნენ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ და შე­ე­ცა­დონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ძებ­ნას, რო­მე­ლიც გახ­დე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი კომ­პრო­მი­სის­თვის. პრო­ცე­სის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა ნიშ­ნავს დი­ა­ლოგ­სა და კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე ამ პრო­ცე­სის გა­ზი­ა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ჯანი ბუ­კი­კი­ომ.

მისი თქმით, "კრი­ზი­სი სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ტყვაა, მაგ­რამ პრობ­ლე­მაა ისაა, რომ დი­ა­ლო­გი არ არ­სე­ბობს".

"ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შო­რის სა­ჭი­როა დი­ა­ლო­გი. კარ­გი კონ­სტი­ტუ­ცია უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს ფარ­თო კონ­სენ­სუსს. ის არ უნდა იყოს მხო­ლოდ ერთი პარ­ტი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი. კონ­სტი­ტუ­ცია მი­სა­ღე­ბი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პარ­ტი­ის­თვის. ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, მაგ­რამ გჭირ­დე­ბათ ფარ­თო კონ­სენ­სუ­სი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ჯანი ბუ­კი­კი­ომ.

ჯანი ბუკიკიო - საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია

ჯანი ბუკიკიო - საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წლით მოცდა ძალიან ბევრია, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"ყველაზე გადამწყვეტი ელემენტი ახალი საარჩევნო სისტემის გადადება იყო. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია 7 წლით მოცდა. ვენეციის კომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაცია თუ შესრულდება, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ თუ არ შესრულდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ვეძებთ - მეტ პლურალიზმს პარლამენტში. პლურალიზმი ნიშნავს მეტ დემოკრატიას", - განაცხადა ბუკიკიომ.

მისი თქმით, ვიდრე არ გამოსწორდება გარკვეული საკითხები, ყოველთვის იმედგაცრუებული იქნება.

"მაგრამ იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გამოსწორდება. მთავრობა დამპირდა და მეც მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, გააანალიზონ და შეეცადონ ისეთი გადაწყვეტილების მოძებნას, რომელიც გახდება საფუძველი კომპრომისისთვის. პროცესის ლეგიტიმურობა ნიშნავს დიალოგსა და კონსენსუსის საფუძველზე ამ პროცესის გაზიარებას", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

მისი თქმით, "კრიზისი სერიოზული სიტყვაა, მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ დიალოგი არ არსებობს".

"ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საჭიროა დიალოგი. კარგი კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს. ის არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული. კონსტიტუცია მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რაც შეიძლება მეტი პარტიისთვის. ყოველთვის გამოჩნდება მოწინააღმდეგე, მაგრამ გჭირდებათ ფართო კონსენსუსი, რომელიც იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიისთვის", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები