რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ცენტრალურ და შიდა კვარტალურ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო.
ძლიერი წვიმა რუთავში დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე წვიმს. მთელ ქალაქში შეწყვეტილია ენერგომომარაგება.