თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ქვემო ფონიჭალაში მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულის გამო უკვე საათზე მეტია მოძრაობა შეფერხებულია.
გზაზე დიდი რაოდენობით მიწა წვიმის შედეგად ჩამოიშალა. წვიმას ძლიერი ქარიც დაერთო, რის გამოც გზის პირას მდგომ მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა.
წაიკითხეთ: რა ვითარებაა რეგიონებსა და თბილისის უბნებში, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა იყო