ვარკეთილში 19 წლის ბიჭმა 41 წლის მამაკაცი მოკლა. შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტი გახსნა.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ე.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 ივნისს თბილისში, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ზ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.ზ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.