The-buyer.net-ის ბლოგერი, სარა ებოტი თავის მკითხველს საქართველოს მეღვინეობის შესახებ უყვება.
"ღვინის მოყვარულები და კომპანიები სულ უფრო და უფრო აქტიურად ეძებენ პროდუქციას, რომელსაც საკუთარი ისტორია, ტრადიციები და საინტერესო ამბები სდევს თან. ამ მხრივ კი, საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლის ღვინოებზე უფრო ორიგინალურსა და ნამდვილს იშვიათად თუ შეხვდებით სადმე. ეს ქვეყანა ღვინოს საუკუნეებია, რაც აწარმოებს, მაგრამ მისმა ქვევრის ტექნოლოგიამ სულ ახლახან დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ღვინის მოყვარულებისა და მეღვინეების დაინტერესება", - წერს ბლოგერი.
სარა ებოტი ცდილობს მკითხველს აუხსნას, თუ რატომ არის ქართული ღვინო პრემიუმ ღვინოებში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატი.
"დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს წარმატებული პერიოდებიც ჰქონია და წარუმატებელიც. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს იმას, რომ ამ ქვეყნიდან შემოსული ღვინო კვლავ ნახულობს ჩვენთან საკუთარ გზას?
ღვინო იმ ქვეყნის ისტორიას გვიამბობს, რომლიდანაც ის მოდის. გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ საკმაოდ გრძელი გზა გაიარა სამოქალაქო ომებიდან გასაოცარ წარმატებებამდე. მე არასოდეს მინახავს ქვეყანა, რომელიც ასე აიგივებდეს საკუთარ თავს საკუთარ ღვინოსთან, როგორც ეს ხდება საქართველოში. მიუხედავად ამისა, ქართულმა ღვინის სექტორმა სულ ახლახან დაიწყო იმ მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის მიღება, რომელსაც ჩვენ ასე ჩვეულებრივად აღვიქვამთ საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ავსტრალიაში. გარდა ამისა, ბევრი ქართველი მწარმოებლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება სწორედ დიდ ბრიტანეთში ღვინის სისტემატური და მყარი ექსპორტის მიღწევაა.
განაგრძეთ კითხვა