პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და "თი­ბი­სი ბანკს" შო­რის გა­ფორმ­და ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი. მე­მო­რან­დუმს თსუ-ს რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ და "თი­ბი­სი ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ მო­ა­წე­რეს ხელი. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში "თი­ბი­სი ბან­კი" და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას იწყე­ბენ.

"ეს არ არის სტან­დარ­ტუ­ლი ხეკლშეკ­რუ­ლე­ბა. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და რომ­ლებ­საც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად გან­ვა­ხორხცი­ე­ლებთ" -გა­ნა­ცხა­და "თი­ბი­სი ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით, და­გეგ­მი­ლია რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მათ შო­რის: ქარ­თუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბა პრო­ექ­ტის #წე­რე­ქარ­თუ­ლად ფარ­გლებ­ში, ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნის სახ­ლის "სა­ბას" ათა­სო­ბით ელექტრო­ნულ წიგნ­თან მარ­ტი­ვი და მუდ­მი­ვი წვდო­მა, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტრე­ნინ­გე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ბრენდ მა­ღა­ზი­ის შექ­მნა და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მე­მო­რან­დუ­მია. ვფიქ­რობ, ეს არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი ფორ­მა, რო­დე­საც კერ­ძო ბიზ­ნე­სი, ამ შემ­თხვე­ვა­ში "თი­ბი­სი ბან­კის" სა­ხით მო­დის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ. სო­ცი­ა­ლურ-კორ­პო­რა­ტი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა არის ახა­ლი სი­ტყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და კარ­გია, რომ ეს ფორ­მა­ტი შედ­გა. თი­ბი­სი ბანკსა და თსუ-ს შო­რის სა­მა­გა­ლი­თო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც იმე­დია ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა."-გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

გარ­და მე­მო­რან­დუ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი­სა, "თი­ბი­სი ბან­კი" უნი­ვერ­სი­ტეტს გა­უ­ზი­ა­რებს გა­მოც­დი­ლე­ბას მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ბრენ­დინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე და­გეგ­მი­ლია, სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რად ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მო­თხოვ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში "თიბისი ბანკი" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ.

"ეს არ არის სტანდარტული ხეკლშეკრულება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომლებიც ძირითადად ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განვახორხციელებთ" -განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.

ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, დაგეგმილია რამდენიმე კონკრეტული პროექტის განხორციელება. მათ შორის: ქართული ენის განვითარება პროექტის #წერექართულად ფარგლებში, ელექტრონული წიგნის სახლის "საბას" ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა, სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროექტების განხორციელბა. სპეციალურად უნივერსიტეტისთვის ბრენდ მაღაზიის შექმნა და სხვა სოციალური აქტივობები.

"ძალიან საინტერესო მემორანდუმია. ვფიქრობ, ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი ფორმა, როდესაც კერძო ბიზნესი, ამ შემთხვევაში "თიბისი ბანკის" სახით მოდის თანამშრომლობაზე, სრულიად უსასყიდლოდ. სოციალურ-კორპორატიული პარტნიორობა არის ახალი სიტყვა საქართველოში და კარგია, რომ ეს ფორმატი შედგა. თიბისი ბანკსა და თსუ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც იმედია ძალიან დიდხანს გაგრძელდება."-განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტებისა, "თიბისი ბანკი" უნივერსიტეტს გაუზიარებს გამოცდილებას მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია, საბანკო პროდუქტების შექმნა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი