საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრების შემდეგ
"ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრების შემდეგ

"მე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ. ყო­ველ სა­ათ­ში კი­დევ უფრო იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვხდე­ბი" - ამის შე­სა­ხებ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯანი ბუ­კი­კი­ომ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სჯე­რო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი შეძ­ლებ­და წინ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის­თვის.

"მე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ. ყო­ველ სა­ათ­ში კი­დევ უფრო იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვხდე­ბი, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან მჯე­რო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი შეს­ძლებ­და წინ კარ­გი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის­თვის. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, თქვენ კრი­ზის­ში ხართ. მე იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, ვი­ნა­ი­დან პრო­ცე­სი დაბ­ლო­კი­ლია. ამ მო­მენ­ტის­თვის მხა­რე­ებს შო­რის დი­ა­ლოგს ვერ ვხე­დავ. ჩემი მე­სი­ჯი იქ­ნე­ბა: ესა­უბ­რეთ ერ­თმა­ნეთს. პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ა­ლო­გი იყოს", - აღ­ნიშ­ნა ჯანი ბუ­კი­კი­ომ.

მი­სი­ვე თქმით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მის პრო­ცე­სი ბლო­კი­რე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან არ არის კონ­სენ­სუ­სი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც შეს­წავ­ლი­ლი იყო ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ. ბუ­კი­კი­ომ აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი კარ­გი პრო­ექ­ტია, რომ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მის პრო­ცე­სი ბლო­კი­რე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან არ არის კონ­სენ­სუ­სი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც შეს­წავ­ლი­ლი იყო ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ. რო­გორც უკვე ვთქვი, ეს კარ­გი პრო­ექ­ტია, მისი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ჩვენს მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შემ­დეგ რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო შე­ტა­ნი­ლი. ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მი­ი­ღეს სხვა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა. მე მო­ვუ­წო­დე მხა­რე­ებს, რომ კომ­პრო­მი­სი გა­მო­ძებ­ნონ, რათა კონ­სენ­სუ­სი იქ­ნას მიღ­წე­უ­ლი და რომ ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცია ლე­გი­ტი­მუ­რი ტექ­სტი იყოს.

კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვის სა­კი­თხში მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე პარ­ტი­აა, რო­მელ­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა აქვს, მაგ­რამ ასე­ვე სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც. მათ უნდა გა­მო­ძებ­ნონ კომ­პრო­მი­სი. უნდა იყოს დი­ა­ლო­გი. ხალ­ხმა უნდა ისა­უბ­როს, რათა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯანი ბუ­კი­კი­ომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრების შემდეგ

"ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრების შემდეგ

"მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები" - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.

"მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს. პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს", - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ. ბუკიკიომ აღნიშნა, რომ მომზადებული ცვლილებები კარგი პროექტია, რომლის გაუმჯობესება შეიძლება.

"საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ. როგორც უკვე ვთქვი, ეს კარგი პროექტია, მისი გაუმჯობესება შეიძლება. ჩვენს მიერ გამოთქმული რეკომენდაციების შემდეგ რიგი ცვლილებები იყო შეტანილი. ცვლილებები, რომლებიც არ მიიღეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა. მე მოვუწოდე მხარეებს, რომ კომპრომისი გამოძებნონ, რათა კონსენსუსი იქნას მიღწეული და რომ ახალი კონსტიტუცია ლეგიტიმური ტექსტი იყოს.

კონსენსუსის მიღწევის საკითხში მთავარი მოთამაშე პარტიაა, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მაგრამ ასევე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებიც. მათ უნდა გამოძებნონ კომპრომისი. უნდა იყოს დიალოგი. ხალხმა უნდა ისაუბროს, რათა გადაწყვეტილება იქნას მიღებული", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."