პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ნი ვდგე­ვართ ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის წი­ნა­შე - რომ არ შე­ჩერ­დეს ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, იმის­თვის, რომ დე­მოკ­რა­ტია არ შე­ვიყ­ვა­ნოთ ჩიხ­ში, ჩვენ უნდა შევ­ხე­დოთ ვი­თა­რე­ბას, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უნდა გა­ი­აზ­როს, რომ ეს პრო­ცე­სი სე­რი­ო­ზუ­ლად აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, იმიჯს და შე­ა­ჩე­როს ეს პრო­ცე­სი" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტთან ჯანი ბუ­კი­კი­ოს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ცე­სის თა­ვი­დან და­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გამ­დის.

"და­ვი­წყოთ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სი ისე, რო­გორც ის უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს - დი­ა­ლო­გის, ჩარ­თუ­ლო­ბის კონ­სენ­სუ­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ან­ბა­ნუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის" გა­გე­ბას, რომ პრო­ცე­სი ჩიხ­შია, 6 თვე და ევ­რო­პის მი­თი­თე­ბა დას­ჭირ­და.

"ჩვენ ვი­მე­ო­რებთ ერთი და იგი­ვეს ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ამო­სა­ვა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო პრო­ცე­სის­თვის არის კონ­სენ­სუ­სი და დი­ა­ლო­გი. რე­ა­ლუ­რად, 6 თვე დას­ჭირ­და მმარ­თველ გუნდს, რათა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, რომ ვერც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ვერც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერც ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ და ვერ მო­ა­ტყუ­ებ.

გა­ვი­გე, რომ დას­ჭირ­და 6 თვე, რომ ეს "ამ­ბა­ნუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა" მა­ინ­ცდა­მა­ინც ევ­რო­პი­დან ეთ­ქვათ, მაგ­რამ ახლა ამ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­როთ ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე და ნუ შე­ვიყ­ვანთ დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას კრი­ზის­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს

"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველანი ვდგევართ ჩიხური სიტუაციის წინაშე - რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, ჩვენ უნდა შევხედოთ ვითარებას, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესის თავიდან დაწყების ინიციატივით გამდის.

"დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს - დიალოგის, ჩართულობის კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ანბანური ჭეშმარიტების" გაგებას, რომ პროცესი ჩიხშია, 6 თვე და ევროპის მითითება დასჭირდა.

"ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივეს ბოლო 6 თვის განმავლობაში, რომ ამოსავალი საკონსტიტუციო პროცესისთვის არის კონსენსუსი და დიალოგი. რეალურად, 6 თვე დასჭირდა მმართველ გუნდს, რათა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერც ვერაფერს გამოაპარებ და ვერ მოატყუებ.

გავიგე, რომ დასჭირდა 6 თვე, რომ ეს "ამბანური ჭეშმარიტება" მაინცდამაინც ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე და ნუ შევიყვანთ დემოკრატიულ განვითარებას კრიზისში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."