"ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება შეიძლება დავახასიათოთ ცნობილი იგავის სიტყვებით, რომელსაც ჰქვია "ენით დაკოდილი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებით, ეს კონსტიტუცია არის "მორალურად არალეგიტიმური".
"ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება შეიძლება დავახასიათოთ ცნობილი იგავის სიტყვებით, რომელსაც ჰქვია "ენით დაკოდილი". ბუკიკიოს, ერთი ჩაქუჩი არ დაურტყამს თავში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე აბრახუნებს აქ კანონის მიღებისას, დანარჩენი ამ სიტყვებით ყველაფერი იყო ნათქვამი. ვენეციის კომისიამ დასვა ვერდიქტი, რომ ეს კონსტიტუცია არის სულ მცირე მორალურად არალეგიტიმური. ხოლო ხელისუფლება, რომელიც ძალადობს თავის მოქალაქეებზე, ის ხელისუფლება ბუნებრივია ვერ იქნება ვერც მყარი და ვერც ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი. ვენეციის კომისიის დასკვნა ფაქტობრივად ეს არის საკონსტიტუციო პროცესიის კრახით დამთავრება,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.