მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება
ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო­ში ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და­ი­კი­თხე­ბა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა მეხ­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სამ­რთლოს წი­ნა­შე დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რემ და­ა­ყე­ნა, რაც მო­სა­მარ­თლემ გა­ი­ზი­ა­რა. ად­ვო­კა­ტის თქმით, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და­ი­კი­თხე­ბა იმ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც ის ცი­ა­ნი­დის საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მის, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის აგენ­ტო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

"ირაკ­ლი ფირ­ცა­ხა­ლა­ვამ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე არის აგენ­ტი პრო­ვო­კა­ტო­რი და მას რო­გორც აგენტს და პრო­ვო­კა­ტორს არა­ერთ საქ­მე­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ბა. ჩვენს საქ­მე­საც პრო­ვო­კა­ცი­ის სუნი ას­დის ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ძა­ლი­ან პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი იყო ის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ მამა გი­ორ­გის­თან. ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ჩვენ და­ვა­ყე­ნეთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე რომ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და­ი­კი­თხოს მოწ­მის სა­ხით, სას­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და­ი­კი­თხე­ბა რო­გორც დაც­ვის მოწ­მე. მისი და­კი­თხვა მოხ­დე­ბა მას შემ­დეგ რაც ბრალდბე­ის მხა­რე ამო­წუ­რავს ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის გან­ხილ­ვის პრო­ცესს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რას არ სურ­და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და­კი­თხვა. ბრალ­დე­ბის მხა­რე მი­იჩ­ნევ­და, რომ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და­კი­თხვა საქ­მეს არ­სე­ბი­თად ვე­რა­ფერს მის­ცემ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია გა­ი­ზი­ა­რა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა, აღნიშნული შუამდგომლობა სასამრთლოს წინაშე დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა. ადვოკატის თქმით, ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება იმ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ის ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის აგენტობაზე მიუთითებს.

"ირაკლი ფირცახალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი პროვოკატორი და მას როგორც აგენტს და პროვოკატორს არაერთ საქმეში მიუღია მონაწილება. ჩვენს საქმესაც პროვოკაციის სუნი ასდის ძალიან ჩვეულებრივად, ძალიან პროვოკაციული იყო ის აუდიოჩანაწერი, რომელიც განახორციელა ირაკლი მამალაძემ მამა გიორგისთან. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე რომ ირაკლი ფირცხალავა დაიკითხოს მოწმის სახით, სასმართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება როგორც დაცვის მოწმე. მისი დაკითხვა მოხდება მას შემდეგ რაც ბრალდბეის მხარე ამოწურავს ბრალდების შუამდგომლობების განხილვის პროცესს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურას არ სურდა ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა. ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა საქმეს არსებითად ვერაფერს მისცემდა, თუმცა სასამართლომ ჩვენი პოზიცია გაიზიარა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი