მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ "გაჭედა" მშენებლობის ნებართვები?
ვინ "გაჭედა" მშენებლობის ნებართვები?

მიმ­დი­ნა­რე წლის 1 იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი - "შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი" ამოქ­მედ­და.

მთავ­რო­ბის 620 გვერ­დი­ან დად­გე­ნი­ლე­ბა­ში სა­უ­ბა­რია უსაფრ­თხო­ე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­რო მი­ნი­მა­ლურ მო­თხოვ­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა გა­სას­ვლე­ლე­ბის სა­თა­ნა­დოდ დაპ­რო­ექ­ტე­ბა, ხან­ძრი­სა თუ სხვა საფრ­თხე­ე­ბის­გან დაც­ვა, კი­ბე­ე­ბი­სა თუ ლიფ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით მო­წყო­ბა და ა.შ.

რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას დე­ვე­ლო­პე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, დად­გე­ნი­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ, "მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ჭედ­ვა" გა­მო­იწ­ვია. სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, რეგ­ლა­მენ­ტის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო იყო, თუმ­ცა, ყვე­ლა წე­სის ერ­თდრო­უ­ლად (ერ­თი­ა­ნად) ამოქ­მე­დე­ბამ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

რო­გორც კომ­პა­ნია "არ­სის" ფი­ნან­სურ­მა მე­ნე­ჯერ­მა, თორ­ნი­კე აბუ­ლა­ძემ "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ახალ­მა წე­სებ­მა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა ცალ­სა­ხად შე­ა­ფერ­ხა.

"სწო­რია, რომ ეს დად­გე­ნი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი ცალ­სა­ხად "გა­ი­ჭე­და". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ თბი­ლისს, არა­მედ მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი გა­მო­დის, რომ სა­ხელ­მწი­ფოც და კერ­ძო სექ­ტო­რიც რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით - ნე­ბარ­თვას ვე­ღარ ვი­ღებთ, რის გა­მოც მოგ­ვი­წია სა­მი­ნის­ტროს­თვის შე­ნიშ­ვნე­ბი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ შე­ნიშ­ვნე­ბის მი­სა­ღე­ბად მზად არი­ან და მათ­გან შეხ­ვედ­რის და­ნიშ­ვნას ვე­ლო­დე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ დად­გე­ნი­ლე­ბას, ეს არის 600 გვერ­დი­ა­ნი წესი, რო­მე­ლიც დაპ­რო­ექ­ტე­ბი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. მა­გა­ლი­თად, დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, კარი უნდა იღე­ბო­დეს გა­რეთ და ეს არ არის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ასე­ვე წე­რია, რომ თუ შე­ნო­ბა 4 სარ­თულ­ზე მე­ტია მა­შინ 2 სა­დარ­ბა­ზო უნდა გა­კეთ­დეს, რაც უკვე და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს იწ­ვევს. ამას­თან, პრო­ექ­ტის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სა­ჭი­როა ექ­სპერ­ტის დას­კვნა, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 3-5 ექ­სპერ­ტია, ვინც ასეთ დას­კვნას აკე­თებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ათა­სო­ბით პრო­ექ­ტი კეთ­დე­ბა და 5 ექ­სპერ­ტი საკ­მა­რი­სი არ არის,"-აღ­ნიშ­ნა აბუ­ლა­ძემ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ვინ "გაჭედა" მშენებლობის ნებართვები?

ვინ "გაჭედა" მშენებლობის ნებართვები?

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" ამოქმედდა.

მთავრობის 620 გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ.

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას დეველოპერები აცხადებენ, დადგენილების ამოქმედებამ, "მშენებლობის ნებართვების გაჭედვა" გამოიწვია. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების თქმით, რეგლამენტის მიღება აუცილებელი და საჭირო იყო, თუმცა, ყველა წესის ერთდროულად (ერთიანად) ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები შექმნა.

როგორც კომპანია "არსის" ფინანსურმა მენეჯერმა, თორნიკე აბულაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ახალმა წესებმა მშენებლობის ნებართვების გაცემა ცალსახად შეაფერხა.

"სწორია, რომ ეს დადგენილება მივიღეთ, მაგრამ მშენებლობის ნებართვები ცალსახად "გაიჭედა". აღსანიშნავია, რომ ეს ეხება არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთლიანად ქვეყანას. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ სახელმწიფოც და კერძო სექტორიც რეალურად პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით - ნებართვას ვეღარ ვიღებთ, რის გამოც მოგვიწია სამინისტროსთვის შენიშვნები შეგვეთავაზებინა. უწყებაში გვითხრეს, რომ შენიშვნების მისაღებად მზად არიან და მათგან შეხვედრის დანიშვნას ველოდებით.

რაც შეეხება უშუალოდ დადგენილებას, ეს არის 600 გვერდიანი წესი, რომელიც დაპროექტებისას უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დადგენილების თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კარი უნდა იღებოდეს გარეთ და ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ასევე წერია, რომ თუ შენობა 4 სართულზე მეტია მაშინ 2 სადარბაზო უნდა გაკეთდეს, რაც უკვე დამატებით ხარჯებს იწვევს. ამასთან, პროექტის დასამტკიცებლად საჭიროა ექსპერტის დასკვნა, თუმცა, ქვეყანაში მხოლოდ 3-5 ექსპერტია, ვინც ასეთ დასკვნას აკეთებს. საქართველოში კი ათასობით პროექტი კეთდება და 5 ექსპერტი საკმარისი არ არის,"-აღნიშნა აბულაძემ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი