საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს
"უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მე­რის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ერთ-ერთ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ჩემი აზ­რით, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მკა­ფიო და ნა­თე­ლი სა­ხეა, არა­თუ ამ კან­დი­და­ტებ­ში, არა­მედ ბოლო პე­რი­ო­დის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, სა­დაც, მი­ხა­რია რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ან. მე, ნამ­დვი­ლად, ზა­ლი­კოს მივ­ცემ ხმას.

სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თე­ბა მე­ო­რე ტური, სა­დაც იქ­ნე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტი და ზა­ლი­კო უდუ­მაშ­ვი­ლი. და­ნარ­ჩე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში სიმ­ბო­ლუ­რია,"- გა­ნა­ცხა­და "მეტ­რო­ნომ­თან" გვა­რა­მი­ამ.

"ნიკა, ძვირ­ფა­სო, ონ­ლა­ინ გა­მო­კი­თხვე­ბი რომ არა­ზუს­ტია ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, მათ შო­რის ის, რო­მელ­ზეც ზა­ლი­კომ კა­ლა­ძეს­თან წა­ა­გო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოსჭვი­ვო­და, რომ ელე­ნე და­ა­მარ­ცხა. ცხა­დია, შენი აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა გაქვს, მაგ­რამ შენი პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ის მო­მავ­ლის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა­ზე გეზ­რუ­ნა. დიდი ცდუ­ნე­ბაა ეს მო­გეხ­სე­ნე­ბა. ეს დღე­ე­ბი აშ­კა­რად გა­და­ი­ხა­რა სას­წო­რი. მე კო­ლექ­ტი­ვის იმე­დი მაქვს მა­ინც. ბევრ გა­მოწ­ვე­ვას გა­უძ­ლეს და ამ ცდუ­ნე­ბა­საც გა­უძ­ლე­ბენ. რუს­თა­ვი2 არც ამ არ­ჩევ­ნე­ბით და­წყე­ბუ­ლა და არც აქ დამ­თავ­რდე­ბა. და ჯო­ბია პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით გა­ვი­ა­როთ ეს და სხვა არ­ჩევ­ნე­ბი.

ვინ სიმ­ბო­ლუ­რი კან­დი­და­ტია და ვინ არა, ამას თბი­ლი­სე­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ, სა­დაც ერთი ხმა გაქვს და მე პა­ტივს ვცემ შენს არ­ჩე­ვანს. ოღონდ რო­გორც მე­გო­ბა­რი მე­გო­ბარს (და იმე­დია ასე­თე­ბად დავ­რჩე­ბით და არ გა­ი­ბუ­ტე­ბი) გთა­ვა­ზობ სა­ნაძ­ლე­ოს - ზა­ა­ლი ვერ გახ­დე­ბა მერი და არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს და­ემ­შვი­დო­ბე­ბა პო­ლი­ტი­კას რო­გორც შარ­შან­დე­ლი თოვ­ლი. (ამი­ტომ თუ ვინ­მეა სიმ­ბო­ლუ­რი ეს სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ზა­ლი­კოა). ელე­ნეს რაც შე­ე­ხე­ბა, რომც ვერ გახ­დეს მერი გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, ხალ­ხში სი­ა­რულს და მათ დახ­მა­რე­ბას. ზუს­ტად ისე რო­გორც 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბის მერე - ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია უმ­ცი­რე­სო­ბა/ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ვი­საც ერთი წუ­თით არ შე­უ­წყვე­ტია მუ­შა­ო­ბა და კარ­და­კარ სი­ა­რუ­ლი, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. და რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ ჩემ­ზე უკეთ იცი. ამი­ტომ ვფო­კუ­სირ­დეთ არა სიმ­ბო­ლო­ებ­ზე, კვე­რი და­ვუკ­რათ არა ადა­მი­ა­ნი­დე­ებს, არა­მედ ივა­ნიშ­ვილ კა­ლა­ძის კო­რუმ­პი­რე­ბულ ბა­ლა­გან­ზე, ხოლო ვინ სიმ­ბო­ლოა და ვინ სი­მუ­ლა­ცია, ეს თბი­ლი­სე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტონ.

პ.ს. რა გინ­და და­გინ­დე, იმ მე­ო­რე ნი­კას ტო­ნა­ლო­ბით არ მოგ­მარ­თავ Nika Gvaramia

იმე­დია მალე გნა­ხავ და ეპის­ტო­ლა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ მოგ­ვი­წევს, თუმ­ცა არც ესაა პრობ­ლე­მა" - და­წე­რა უგუ­ლა­ვამ.

ყო­ფი­ლი მე­რის პოსტს მა­ლე­ვე უპა­სუ­ხა ნიკა გვა­რა­მი­ამ:

"რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ ხმის მი­ცე­მას, რა კავ­შირ­შია ჩემს კო­მენ­ტარ­თან, არ ვიცი. თუ რამე მეს­მის პო­ლი­ტი­კის, და შენ­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბი არა, ზა­ლი­კოს გარ­და არც ერთ ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­დატს ორ­ნიშ­ნა მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე გას­ვლის შან­სი არ აქვს. მაქ­სი­მუმ, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა იბ­რძო­ლოს 10-ია­ნებ­ში.

გა­ინ­ტე­რე­სებ­და ჩემი აზრი ციფ­რებ­ში, რო­გორც ჩანს, და გპა­სუ­ხობ :)

და­ნარ­ჩენ წი­წი­ლებს შემ­დგო­მა­ზე დათ­ვლი­ან".

"უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს

"უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს

თბილისის ყოფილი მერი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მერის არჩევნებთან დაკავშირებით"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ერთ-ერთ განცხადებას ეხმაურება:

"ჩემი აზრით, ზაალ უდუმაშვილი ყველაზე მკაფიო და ნათელი სახეა, არათუ ამ კანდიდატებში, არამედ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკაში, სადაც, მიხარია რომ ასეთი ადამიანები მიდიან. მე, ნამდვილად, ზალიკოს მივცემ ხმას.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში გაიმართება მეორე ტური, სადაც იქნება სახელისუფლებო კანდიდატი და ზალიკო უდუმაშვილი. დანარჩენების მონაწილეობა არჩევნებში სიმბოლურია,"- განაცხადა "მეტრონომთან" გვარამიამ.

"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ის, რომელზეც ზალიკომ კალაძესთან წააგო, მაგრამ რატომღაც კმაყოფილება გამოსჭვივოდა, რომ ელენე დაამარცხა. ცხადია, შენი აზრის გამოთქმის უფლება გაქვს, მაგრამ შენი პოზიციის გათვალისწინებით ტელევიზიის მომავლისთვის უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა. დიდი ცდუნებაა ეს მოგეხსენება. ეს დღეები აშკარად გადაიხარა სასწორი. მე კოლექტივის იმედი მაქვს მაინც. ბევრ გამოწვევას გაუძლეს და ამ ცდუნებასაც გაუძლებენ. რუსთავი2 არც ამ არჩევნებით დაწყებულა და არც აქ დამთავრდება. და ჯობია პროფესიული სტანდარტების დაცვით გავიაროთ ეს და სხვა არჩევნები.

ვინ სიმბოლური კანდიდატია და ვინ არა, ამას თბილისელები გადაწყვეტენ, სადაც ერთი ხმა გაქვს და მე პატივს ვცემ შენს არჩევანს. ოღონდ როგორც მეგობარი მეგობარს (და იმედია ასეთებად დავრჩებით და არ გაიბუტები) გთავაზობ სანაძლეოს - ზაალი ვერ გახდება მერი და არჩევნების მეორე დღეს დაემშვიდობება პოლიტიკას როგორც შარშანდელი თოვლი. (ამიტომ თუ ვინმეა სიმბოლური ეს სამწუხაროდ, ჯერჯერობით ზალიკოა). ელენეს რაც შეეხება, რომც ვერ გახდეს მერი გააგრძელებს მუშაობას, ხალხში სიარულს და მათ დახმარებას. ზუსტად ისე როგორც 2016 წლის არჩევნების მერე - ერთადერთი ადამიანია უმცირესობა/ უმრავლესობაში, ვისაც ერთი წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა და კარდაკარ სიარული, გაჭირვებული ადამიანების დახმარება. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი შენ ჩემზე უკეთ იცი. ამიტომ ვფოკუსირდეთ არა სიმბოლოებზე, კვერი დავუკრათ არა ადამიანიდეებს, არამედ ივანიშვილ კალაძის კორუმპირებულ ბალაგანზე, ხოლო ვინ სიმბოლოა და ვინ სიმულაცია, ეს თბილისელებმა გადაწყვიტონ.

პ.ს. რა გინდა დაგინდე, იმ მეორე ნიკას ტონალობით არ მოგმართავ Nika Gvaramia

იმედია მალე გნახავ და ეპისტოლარული ურთიერთობა აღარ მოგვიწევს, თუმცა არც ესაა პრობლემა" - დაწერა უგულავამ.

ყოფილი მერის პოსტს მალევე უპასუხა ნიკა გვარამიამ:

"რაც შეეხება ონლაინ ხმის მიცემას, რა კავშირშია ჩემს კომენტართან, არ ვიცი. თუ რამე მესმის პოლიტიკის, და შენზე ბევრად ნაკლები არა, ზალიკოს გარდა არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს ორნიშნა მაჩვენებელზე გასვლის შანსი არ აქვს. მაქსიმუმ, ალეკო ელისაშვილმა იბრძოლოს 10-იანებში.

გაინტერესებდა ჩემი აზრი ციფრებში, როგორც ჩანს, და გპასუხობ :)

დანარჩენ წიწილებს შემდგომაზე დათვლიან".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს