ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს და სწორედ ამიტომ დაბრუნდა საქართველოში.
მისი თქმით, იურისტებთან გაივლის კონსულტაციას და ამის შემდეგ გადაწყვეტს, თუ რას მოითხოვს ფირცხალავასა და "რუსთავი 2"-სგან, კერძოდ, ეს იქნება საჯაროდ ბოდიშის მოხდა, თუ ზარალის ანაზღაურება.
მამალაძის თქმით, საქმე ეხება იმ სიუჟეტს, რომელიც "რუსთავი 2"-ის ტელეეთერში გავიდა , რომელშიც მას ფირცხალავა აგენტობაში სდებდა ბრალს.