საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონმორჩილი და სისასტიკით ცნობილი კრიმინალები - იაპონური მაფიის დღემდე უცნობი ფაქტები
კანონმორჩილი და სისასტიკით ცნობილი კრიმინალები - იაპონური მაფიის დღემდე უცნობი ფაქტები

ნე­ბის­მი­ერ, ყვე­ლა­ზე ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­საც კი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვერ­დით თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას წვრილ­მა­ნე­ბით იწყე­ბენ, მერე კი, ისეთ ძლი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ქმნი­ან, რო­მელ­თან ბრძო­ლაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც აზი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ია­პო­ნი­აა, სა­დაც უკვე დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებს მა­ფია - ე.წ. ია­კუ­ძა, რო­მე­ლიც რო­ნი­ნე­ბის­გან ანუ გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი დიდ­გვა­რო­ვა­ნი სა­მუ­რა­ე­ბის­გან იღებს სა­თა­ვეს.

* ია­კუ­ძას გზის და­სა­წყი­სი

სა­ხე­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ბან­ქოს თა­მა­შის­გან "იოტო-კა­ბუს­გან" მი­ი­ღო. საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი თა­მა­შის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი ბან­ქოს ქა­ღალ­დით გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის დაგ­რო­ვე­ბაა. ყვე­ლა­ზე ცუდ წყო­ბად კი - რვი­ა­ნი, ცხრი­ა­ნი და სა­მი­ა­ნი, ანუ "ია", "კუ" და"სა" ით­ვლე­ბა. სწო­რედ აქე­და­ნაა "ია­კუ­ძას" სა­ხე­ლიც, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, სამი ცალ­კე­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის: მატი-იო­კოს, ტე­კი­ას და ბა­კუ­ტოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა.

* მატი-იოკო, ტე­კია და ბა­კუ­ტო

რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის წინ, ბა­ტო­ნე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სა­მუ­რა­ე­ბი, რო­მელ­თაც არა­ფე­რი ჰქონ­დათ სა­კუ­თა­რი სი­სას­ტი­კი­სა და საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის მეტი, მცი­რე­რი­ცხო­ვან ბან­დებ­ში გა­ერ­თი­ან­დნენ და ჯერ, მოგ­ზა­უ­რებ­სა და ვაჭ­რებს ძარ­ცვავ­დნენ, მერე კი, ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის აოხ­რე­ბა და­ი­წყეს. ყო­ფილ სა­მუ­რა­ებს ბრძო­ლა ყვე­ლა­ზე თა­მა­მებ­მა - ჩხუ­ბის­თა­ვებ­მა, ბან­ქოს მო­თა­მა­შე­ებ­მა, ჯი­ბის ქურ­დებ­მა გა­მო­უ­ცხა­დეს და გა­მარ­ჯვე­ბაც მალე იზე­ი­მეს. თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ხა­რუ­ლი ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ახლა მათი მხსნე­ლე­ბი იქ­ცნენ მჩაგ­ვრე­ლე­ბად, რო­მელ­თა ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბო­და სა­მუ­რა­ე­ბის სი­სას­ტი­კის­გან. სწო­რედ მათ - ახ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა მძარ­ცვე­ლებ­მა და მო­ძა­ლა­დე­ებ­მა მი­ი­ღეს მატი-იო­კოს სა­ხე­ლი.

მატი-იო­კოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ტე­კი­ას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არა მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, არა­მედ თაღ­ლი­თე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც მთელ ქვე­ყა­ნა­ში ექიმ­ბა­შე­ბის სა­ხე­ლით და­ე­ხე­ტე­ბოდ­ნენ და მო­სახ­ლე­ო­ბას "ჯა­დოს­ნურ" სამ­კურ­ნა­ლო ბა­ლახს სთა­ვა­ზობ­დნენ. ასორ­ტი­მენ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან ერ­თად ყო­ფილ­მა "მკურ­ნა­ლებ­მა" სტა­ტუ­სი შე­იც­ვა­ლეს და მეწვრილ­მა­ნე­ე­ბი ანუ "ტე­კია" და­ირ­ქვეს, სა­კუ­თა­რი კო­დექ­სი: "არ მო­ა­ტყუ­ებ - ვერ გა­ყი­დი" შე­ი­მუ­შა­ვეს და დიდ ჯგუ­ფებ­ში გა­ერ­თი­ან­დნენ, რათა კო­ლექ­ტი­უ­რად და­ეც­ვათ თავი გა­ცუ­რე­ბუ­ლი და გან­რის­ხე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბის­გან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­მო­სავ­ლე­ბის გაზ­რდის სურ­ვი­ლით, უკვე ძლე­ვა­მო­სილ­მა ბან­დამ ბაზ­რებ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბაც ითა­ვა და მო­ვაჭ­რე­ე­ბის­გან ე.წ. ხარ­კის აკ­რე­ფა და­ი­წყო. სხვა­თა­შო­რის, სწო­რედ ტე­კი­ას რი­გებ­ში გაჩ­ნდა პირ­ვე­ლად ის იერ­არ­ქი­უ­ლი სის­ტე­მა, რომ­ლი­თაც დღემ­დე ხელმზღვა­ნე­ლობს თა­ნა­მედ­რო­ვე ია­კუ­ძა.

...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ ბა­კუ­ტოს წევ­რებ­მა გა­ი­კე­თეს პირ­ვე­ლად ტატუ და მო­ი­ხა­ტეს მთე­ლი ზურ­გი, რაც სხვა­თა­შო­რის, დიდ ნე­ბის­ყო­ფას მო­ი­თხოვ­და, რად­გან ამ­გვა­რი "ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს" შექ­მნას, სულ ცოტა 100 სა­ა­თი მა­ინც სჭირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სწო­რედ ბა­კუ­ტომ და­ამ­კვიდ­რა თი­თის ფა­ლან­გის მოჭ­რის ტრა­დი­ცი­აც და რა თქმა უნდა, ისევ მათ - ბან­ქოს უბად­ლო მო­თა­მა­შე­ებ­მა და­არ­ქვეს სა­კუ­თარ ბან­დას ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლი "ია­კუ­ძა".

* ია­კუ­ძას ცნო­ბი­ლი ლი­დე­რე­ბი

ია­კუ­ძას პირ­ველ მე­თა­უ­რად ყო­ფი­ლი სა­მუ­რაი ბენ­ძუ­ინ ტო­ბეი ით­ვლე­ბა (მე-17 სა­უ­კუ­ნე), რო­მელ­მაც "კა­რი­ე­რა" ბან­ქოს თა­მა­შით და­ი­წყო და სწრა­ფად გამ­დიდ­რდა, მერე კი, გავ­ლე­ნა მო­ი­პო­ვა და "კო­ლე­გე­ბის" პა­ტი­ვის­ცე­მაც და­იმ­სა­ხუ­რა. ერთ-ერთი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად ქა­ლაქ ედოს მთავ­რო­ბამ ტო­ბე­ის გზე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე პერ­სო­ნა­ლის და­ქი­რა­ვე­ბა შეს­თა­ვა­ზა, მან კი, რი­გი­თი მუ­შე­ბის ნაც­ვლად, სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სა­კუ­თა­რი მე­ვა­ლე­ე­ბი გა­უშ­ვა და მათ მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხაც მი­ი­სა­კუთ­რა.

კი­დევ ერთ ცნო­ბილ მე­თა­უ­რად ით­ვლე­ბა, სი­სას­ტი­კით სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ძი­რო­ტო, რო­მე­ლიც ია­კუ­ძას კლანს ქა­ლაქ სი­მი­ძუ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს. ძი­რო­ტო პირ­ვე­ლი იყო, ვინც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ყო­ფი­სას, ერ­თი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა კონ­კუ­რენ­ტი კლა­ნი მე­ზო­ბე­ლი ქა­ლა­ქი­დან. გარ­და ამი­სა, მის ან­გა­რიშ­ზეა "ოქ­როს დელ­ფი­ნე­ბის" - კინ­სი­ა­ტის ქურ­დო­ბა ნა­გო­ის უძ­ვე­ლე­სი ციხე-სი­მაგ­რის სა­ხუ­რა­ვი­დან.

კა­ნონ­მორ­ჩი­ლი და სი­სას­ტი­კით ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი - ია­პო­ნუ­რი მა­ფი­ის დღემ­დე უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბი იხი­ლეთ სი­უ­ჟეტ­ში

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით

ნანა ჩხა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კანონმორჩილი და სისასტიკით ცნობილი კრიმინალები - იაპონური მაფიის დღემდე უცნობი ფაქტები

კანონმორჩილი და სისასტიკით ცნობილი კრიმინალები - იაპონური მაფიის დღემდე უცნობი ფაქტები

ნებისმიერ, ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებსაც კი, კანონმორჩილი მოქალაქეების გვერდით თავისი კრიმინალები ჰყავს, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას წვრილმანებით იწყებენ, მერე კი, ისეთ ძლიერ ორგანიზაციას ქმნიან, რომელთან ბრძოლაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. გამონაკლისი არც აზიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა იაპონიაა, სადაც უკვე დიდი ხანია მოქმედებს მაფია - ე.წ. იაკუძა, რომელიც რონინებისგან ანუ გაღატაკებული დიდგვაროვანი სამურაებისგან იღებს სათავეს.

* იაკუძას გზის დასაწყისი

სახელი დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ ბანქოს თამაშისგან "იოტო-კაბუსგან" მიიღო. საკმაოდ მარტივი თამაშის მთავარი პრინციპი ბანქოს ქაღალდით გარკვეული რაოდენობის დაგროვებაა. ყველაზე ცუდ წყობად კი - რვიანი, ცხრიანი და სამიანი, ანუ "ია", "კუ" და"სა" ითვლება. სწორედ აქედანაა "იაკუძას" სახელიც, რომელიც გავრცელებული ვერსიით, სამი ცალკეული დაჯგუფების: მატი-იოკოს, ტეკიას და ბაკუტოს გაერთიანებით გაჩნდა.

* მატი-იოკო, ტეკია და ბაკუტო

რამდენიმე საუკუნის წინ, ბატონების გარეშე დარჩენილი სამურაები, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საკუთარი სისასტიკისა და საბრძოლო გამოცდილების მეტი, მცირერიცხოვან ბანდებში გაერთიანდნენ და ჯერ, მოგზაურებსა და ვაჭრებს ძარცვავდნენ, მერე კი, ქალაქებისა და სოფლების აოხრება დაიწყეს. ყოფილ სამურაებს ბრძოლა ყველაზე თამამებმა - ჩხუბისთავებმა, ბანქოს მოთამაშეებმა, ჯიბის ქურდებმა გამოუცხადეს და გამარჯვებაც მალე იზეიმეს. თუმცა, მოსახლეობის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ახლა მათი მხსნელები იქცნენ მჩაგვრელებად, რომელთა ბოროტმოქმედება არაფრით განსხვავდებოდა სამურაების სისასტიკისგან. სწორედ მათ - ახლად ჩამოყალიბებულმა მძარცველებმა და მოძალადეებმა მიიღეს მატი-იოკოს სახელი.

მატი-იოკოსგან განსხვავებით, ტეკიას წარმომადგენლები არა მოძალადეები, არამედ თაღლითები იყვნენ, რომლებიც მთელ ქვეყანაში ექიმბაშების სახელით დაეხეტებოდნენ და მოსახლეობას "ჯადოსნურ" სამკურნალო ბალახს სთავაზობდნენ. ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად ყოფილმა "მკურნალებმა" სტატუსი შეიცვალეს და მეწვრილმანეები ანუ "ტეკია" დაირქვეს, საკუთარი კოდექსი: "არ მოატყუებ - ვერ გაყიდი" შეიმუშავეს და დიდ ჯგუფებში გაერთიანდნენ, რათა კოლექტიურად დაეცვათ თავი გაცურებული და განრისხებული კლიენტებისგან. მოგვიანებით, შემოსავლების გაზრდის სურვილით, უკვე ძლევამოსილმა ბანდამ ბაზრებში წესრიგის დამყარებაც ითავა და მოვაჭრეებისგან ე.წ. ხარკის აკრეფა დაიწყო. სხვათაშორის, სწორედ ტეკიას რიგებში გაჩნდა პირველად ის იერარქიული სისტემა, რომლითაც დღემდე ხელმზღვანელობს თანამედროვე იაკუძა.

...

აღსანიშნავია, რომ სწორედ ბაკუტოს წევრებმა გაიკეთეს პირველად ტატუ და მოიხატეს მთელი ზურგი, რაც სხვათაშორის, დიდ ნებისყოფას მოითხოვდა, რადგან ამგვარი "ფერწერული ტილოს" შექმნას, სულ ცოტა 100 საათი მაინც სჭირდება. გარდა ამისა, სწორედ ბაკუტომ დაამკვიდრა თითის ფალანგის მოჭრის ტრადიციაც და რა თქმა უნდა, ისევ მათ - ბანქოს უბადლო მოთამაშეებმა დაარქვეს საკუთარ ბანდას ორიგინალური სახელი "იაკუძა".

* იაკუძას ცნობილი ლიდერები

იაკუძას პირველ მეთაურად ყოფილი სამურაი ბენძუინ ტობეი ითვლება (მე-17 საუკუნე), რომელმაც "კარიერა" ბანქოს თამაშით დაიწყო და სწრაფად გამდიდრდა, მერე კი, გავლენა მოიპოვა და "კოლეგების" პატივისცემაც დაიმსახურა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ქალაქ ედოს მთავრობამ ტობეის გზების სარემონტო სამუშაოებზე პერსონალის დაქირავება შესთავაზა, მან კი, რიგითი მუშების ნაცვლად, სამუშაოებზე საკუთარი მევალეები გაუშვა და მათ მიერ გამომუშავებული თანხაც მიისაკუთრა.

კიდევ ერთ ცნობილ მეთაურად ითვლება, სისასტიკით სახელგანთქმული ძიროტო, რომელიც იაკუძას კლანს ქალაქ სიმიძუში ხელმძღვანელობდა მე-19 საუკუნის ბოლოს. ძიროტო პირველი იყო, ვინც ტერიტორიების გაყოფისას, ერთიანად გაანადგურა კონკურენტი კლანი მეზობელი ქალაქიდან. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა "ოქროს დელფინების" - კინსიატის ქურდობა ნაგოის უძველესი ციხე-სიმაგრის სახურავიდან.

კანონმორჩილი და სისასტიკით ცნობილი კრიმინალები - იაპონური მაფიის დღემდე უცნობი ფაქტები იხილეთ სიუჟეტში

მომზადებულია ფილმის სიუჟეტის მიხედვით

ნანა ჩხაიძე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"