სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენიოსები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც უმძიმესი დაავადებებით იტანჯებოდნენ
გენიოსები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც უმძიმესი დაავადებებით იტანჯებოდნენ

ზოგ­ჯერ ხდე­ბა, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, გო­ნებ­რი­ვი თუ მენ­ტა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­უ­ზღუ­დავ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ფლო­ბენ. თან­და­ყო­ლი­ლი თუ შე­ძე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ის­ტო­რი­ა­ში გე­ნი­ო­სე­ბის სა­ხე­ლით შე­ვიდ­ნენ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მათი გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა სწო­რედ და­ა­ვა­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი პი­ა­ნის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა კომ­პო­ზი­ტო­რის მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ, ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ, რომ რუსი კომ­პო­ზი­ტო­რის, სერ­გეი რახ­მა­ნი­ნო­ვის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი შე­სას­რუ­ლებ­ლად ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. რახ­მა­ნი­ნო­ვი, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის ნა­ხე­ვა­რი აშშ-ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო კომ­პო­ზი­ტო­რად მი­იჩ­ნე­ვა.

უჩ­ვე­უ­ლოდ გრძე­ლი თი­თე­ბის წყა­ლო­ბით, ორი ხე­ლით რახ­მა­ნი­ნო­ვი პი­ა­ნი­ნოს 26 კლა­ვიშს ფა­რავ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ თი­თე­ბის მოძ­რა­ო­ბით მტევ­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის გა­რე­შე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პი­ა­ნის­ტის­თვის რახ­მა­ნი­ნო­ვის კომ­პო­ზი­ცი­ის გა­მე­ო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

რახ­მა­ნი­ნო­ვის ეს უჩ­ვე­უ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბა იშ­ვი­ათ­მა გე­ნე­ტი­კურ­მა და­ა­ვა­დე­ბამ - მორ­ფა­ნის სინ­დრომ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში იღებს (და­სას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მორ­ფა­ნის სინ­დრო­მი ფა­რა­ონ ტუ­ტა­ნ­ჰა­მონ­საც ჰქონ­და) ადა­მი­ა­ნის ძვლო­ვან სის­ტე­მას აზი­ა­ნებს. ამ სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უჩ­ვე­უ­ლოდ მაღ­ლე­ბი და გამ­ხდრე­ბი არი­ან. მათ გრძე­ლი კი­დუ­რე­ბი და წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თი­თე­ბი აქვთ. ეს უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნია. მკურ­ნა­ლო­ბა, ორ­გა­ნიზ­მზე და­ა­ვა­დე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ზი­ანს მხო­ლოდ დრო­ე­ბით ამ­ცი­რებს. მორ­ფა­ნის სინ­დრო­მით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი აბ­რა­ჰამ ლინ­კილ­ნიც იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

ალ­ბერტ აინშტა­ინ­სა და უოლტ დის­ნე­ის ბავ­შვო­ბა­ში კოგ­ნი­ტი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ჰქონ­დათ პრობ­ლე­მე­ბი. მისი არსი გა­რე­მოს აღ­თქმის, მეხ­სი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, წარ­მოდ­გე­ნა­სა და ლო­გი­კის შე­ფერ­ხე­ბულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. აინშტა­ინ­მა სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ 3 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, სკო­ლა­ში კი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა უჭირ­და.

აშშ-ის 32-ე პრე­ზი­დენ­ტი ფრანკლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტი პო­ლი­ო­მე­ლი­ტით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა ამას მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია. რუზ­ველ­ტი ჯერ ნიუ-იო­რი­კის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, შემ­დეგ კი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამავდრო­უ­ლად, ის პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ამე­რი­კე­ლია, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძე­ლი ზე­დი­ზედ 4-ჯერ ეკა­ვა.

"ვე­ნის კლა­სი­კუ­რი სკო­ლის" უკა­ნას­კნელ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლუდ­ვიგ ვან ბე­თხო­ვენ­მა სმე­ნის და­კარ­გვა 27 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სად იქცა. უკურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბე­თხო­ვე­ნი აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას ეწე­ო­და. 1801 წელს ცნო­ბი­ლი "მთვა­რის სო­ნა­ტის" და­წე­რის მო­მენ­ტის­თვის, ბე­თხო­ვენს პრაქ­ტი­კუ­ლად აღა­რა­ფე­რი ეს­მო­და.

სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ცნო­ბილ ეს­პა­ნელ მხტარ­ვარ ფრან­სის­კო გო­ი­ა­საც, რო­მე­ლიც 46 წლის ასაკ­ში დაყ­რუვ­და.

ამე­რი­კე­ლი ჯონ ფორბს ნეში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მა­თე­მა­ტი­კო­სად მი­იჩ­ნე­ვა. თა­მა­შე­ბის თე­ო­რი­ის და დი­ფე­რენ­ცი­უ­ლი გე­ო­მეტ­რი­სი­ის სფე­რო­ში მას ათა­სო­ბით ნაშ­რო­მი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. 26 წლის ასაკ­ში ამე­რი­კის და მთლი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს მა­თე­მა­ტი­კა­ში ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნეს. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით და მკურ­ნა­ლო­ბის წყა­ლო­ბით, ნეშ­მა სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. 1994 წელს ის ეკო­ნო­მი­კის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. 2015 წელს ნეში, ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც წარ­სულ­ში მწვა­ვე ში­ზოფ­რე­ნი­ით იტან­ჯე­ბო­და, მა­თე­მა­ტი­კის სფე­რო­ში უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს - აბე­ლის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი გახ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გენიოსები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც უმძიმესი დაავადებებით იტანჯებოდნენ

გენიოსები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც უმძიმესი დაავადებებით იტანჯებოდნენ

ზოგჯერ ხდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები, გონებრივი თუ მენტალური განვითარების თვალსაზრისით, შეუზღუდავ შესაძლებლობებს ფლობენ. თანდაყოლილი თუ შეძენილი სხვადასხვა დაავადების მიუხედავად, ეს ადამიანები ისტორიაში გენიოსების სახელით შევიდნენ. არის შემთხვევები, როდესაც მათი გენიალურობა სწორედ დაავადებამ განაპირობა.

მსოფლიოს წამყვანი პიანისტები, რომლებიც სხვადასხვა კომპოზიტორის მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებენ, ერთხმად აღიარებენ, რომ რუსი კომპოზიტორის, სერგეი რახმანინოვის კომპოზიციები შესასრულებლად ყველაზე რთულია. რახმანინოვი, რომელმაც სიცოცხლის ნახევარი აშშ-ში ემიგრაციაში გაატარა, გასული საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორად მიიჩნევა.

უჩვეულოდ გრძელი თითების წყალობით, ორი ხელით რახმანინოვი პიანინოს 26 კლავიშს ფარავდა. ფაქტობრივად, მხოლოდ თითების მოძრაობით მტევნების გადაადგილების გარეშე, ჩვეულებრივი პიანისტისთვის რახმანინოვის კომპოზიციის გამეორება შეუძლებელია.

რახმანინოვის ეს უჩვეულო შესაძლებლობა იშვიათმა გენეტიკურმა დაავადებამ - მორფანის სინდრომმა განაპირობა. დაავადება, რომელიც სათავეს ძველ ეგვიპტეში იღებს (დასასტურებულია, რომ მორფანის სინდრომი ფარაონ ტუტანჰამონსაც ჰქონდა) ადამიანის ძვლოვან სისტემას აზიანებს. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები უჩვეულოდ მაღლები და გამხდრები არიან. მათ გრძელი კიდურები და წაგრძელებული თითები აქვთ. ეს უკურნებელი სენია. მკურნალობა, ორგანიზმზე დაავადების  ზემოქმედების ზიანს მხოლოდ დროებით ამცირებს. მორფანის სინდრომით აშშ-ის პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკილნიც იყო დაავადებული.

ალბერტ აინშტაინსა და უოლტ დისნეის ბავშვობაში კოგნიტიურ განვითარებასთან ჰქონდათ პრობლემები. მისი არსი გარემოს აღთქმის, მეხსიერების განვითარების, აზრის ჩამოყალიბების, წარმოდგენასა და ლოგიკის შეფერხებულ განვითარებაში მდგომარეობს. აინშტაინმა საუბარი მხოლოდ 3 წლის ასაკში დაიწყო, სკოლაში კი მათემატიკის სწავლა უჭირდა.

აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი პოლიომელიტით იყო დაავადებული. თუმცა ამას მისი პოლიტიკური კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. რუზველტი ჯერ ნიუ-იორიკის გუბერნატორი, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ამავდროულად, ის პირველი და ერთადერთი ამერიკელია, რომელსაც პრეზიდენტის სავარძელი ზედიზედ 4-ჯერ ეკავა.

"ვენის კლასიკური სკოლის" უკანასკნელმა წარმომადგენელმა ლუდვიგ ვან ბეთხოვენმა სმენის დაკარგვა 27 წლის ასაკში დაიწყო. მკურნალობის მიუხედავად, სმენის დაქვეითება შეუქცევად პროცესად იქცა. უკურნებელი დაავადების მიუხედავად, ბეთხოვენი აქტიურ მუშაობას ეწეოდა. 1801 წელს ცნობილი "მთვარის სონატის" დაწერის მომენტისთვის, ბეთხოვენს პრაქტიკულად აღარაფერი ესმოდა.

სმენის პრობლემები ჰქონდა ცნობილ ესპანელ მხტარვარ ფრანსისკო გოიასაც, რომელიც 46 წლის ასაკში დაყრუვდა.

ამერიკელი ჯონ ფორბს ნეში გასული საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მათემატიკოსად მიიჩნევა. თამაშების თეორიის და დიფერენციული გეომეტრისიის სფეროში მას ათასობით ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 26 წლის ასაკში ამერიკის და მთლიანი მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავს მათემატიკაში შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს. მეგობრების დახმარებით და მკურნალობის წყალობით, ნეშმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 1994 წელს ის ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 2015 წელს ნეში, ადამიანი რომელიც წარსულში მწვავე შიზოფრენიით იტანჯებოდა, მათემატიკის სფეროში უმაღლესი ჯილდოს - აბელის პრემიის მფლობელი გახდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს