პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური აქტი განხორციელდა
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური აქტი განხორციელდა

მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქი­ის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლაქ მარ­ნე­ულ­ში ახ­ლად რეს­ტავ­რი­რე­ბულ წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ზე ვან­და­ლუ­რი და ბარ­ბა­რო­სუ­ლი აქტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ფო­ტო­მა­სა­ლას და გან­ცხა­დე­ბას მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქია ავ­რცე­ლებს.

ეპარ­ქი­ა­ში ამ ფაქტს მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ად აფა­სე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ეპარ­ქი­ის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქია ძალ­ზედ ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს ქა­ლაქ მარ­ნე­ულ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ედ­ნი­დან თეთ­რი­წყა­როს­კენ მი­მა­ვალ გზის სი­ახ­ლო­ვეს, მაღ­ლობ­ზე მდე­ბა­რე ახ­ლად რეს­ტავ­რი­რე­ბულ წმ. გი­ო­რის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის რამ­დენ­ჯერ­მე და­ზი­ა­ნე­ბი­სა და შე­ლახ­ვის ვან­და­ლურ და ბარ­ბა­რო­სულ აქტს, რის გა­მოც აქვს გო­ნივ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნი, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მოყ­ვე­ბა შე­სა­ტყვი­სი მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხი ამ ყოვ­ლად და­საგ­მობ ფაქტს, რი­თაც თვალ­ნათ­ლივ უნ­დათ მოქ­მედ პრო­ვო­კა­ტო­რებს დი­სო­ნან­სი შე­ი­ტა­ნონ და ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნონ მარ­ნე­ულ­ში ერე­ბის მრა­ვალ­კონ­ფე­სი­ურ სა­მე­ზობ­ლო ურ­თი­ერ­თთა­ნა­ცხოვ­რე­ბის დიდ ის­ტო­რი­ულ და ეთნო-კულ­ტუ­რულ სიღ­რმი­სე­ულ ტრა­დი­ცი­ებს, რად­გა­ნაც სწო­რედ ჩვე­ნი ახ­ლად აღ­დგე­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქია წარ­მო­ად­გენს მისი მღვდელთმთავ­რის და სამ­ღვდე­ლო­ე­ბის სა­ნი­მუ­შო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ტო­ლე­რან­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ხალ­ხთა­შო­რი­სი მშვი­დო­ბის ნა­თელ მა­გა­ლითს. აქ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ ეთ­ნოს­თა თა­ნა­ცხოვ­რე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და იმგვა­რი მრა­ვალ­კონ­ფე­სი­უ­რი და მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ ამ ვან­და­ლე­ბის და პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის ბნე­ლი მზაკ­ვრუ­ლი ზრახ­ვე­ბი არა­სო­დეს ჰპო­ვებს აღ­სრუ­ლე­ბას. ვფიქ­რობთ, ეს სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა მო­ი­ტანს შე­სა­ბა­მის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ად­გი­ლობ­რივ მრა­ვა­ლეთ­ნი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მოხ­დე­ბა იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნო­ე­ბის­გან, რომ ამ რე­გი­ონ­ში მშვი­დი ვი­თა­რე­ბის ამ­გვა­რი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბით არე­ვა, თუ ვის ინ­ტე­რეს­ში უნდა შე­დი­ო­დეს. ვი­ნა­ი­დან ისევ გან­ვმე­ორ­დე­ბით, რომ არ ყო­ფი­ლა სხვა კონ­ფე­სი­ა­თა სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბის შე­ლახ­ვის არც ერთი მსგავ­სი შემ­თხვე­ვი­სა ეპარ­ქი­ის უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში, გარ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წმი­და სა­ლო­ცა­ვი ტაძ­რე­ბის არა­ერ­თხელ წა­ბილწვის და შე­ლახ­ვი­სა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხოვს თა­ნა­ზო­მი­ერ მყი­სი­ერ, რო­გორც სა­მარ­თლებ­რივ, ისე ზნე­ობ­რივ რე­ა­გი­რე­ბას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, რათა არ მოხ­დეს მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის გან­მე­ო­რე­ბა, რაც პირ­და­პირ ურტყავს ჩვენს ჭეშ­მა­რიტ ხალ­ხთა­შო­რის კულ­ტუ­რულ-რე­ლი­გი­ურ-ეთ­ნი­კურ ტრა­დი­ცი­ულ მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. აქვე, მო­ვუ­წო­დებთ, ეპარ­ქი­ის მრა­ვა­ლეთ­ნი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურ­თი­ერ­თკულ­ტუ­რა­თა და რე­ლი­გი­ა­თა პა­ტი­ვის­ცე­მი­სა­კენ, რათა მა­ვან­მა არ შეძ­ლოს მყარ სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბულ ჩვენს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან სა­ე­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­ი­ტა­ნოს დესტრუქ­ცია რა­ი­მე სა­ხით", - ნათ­ქვა­მია ეპარ­ქი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური აქტი განხორციელდა

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური აქტი განხორციელდა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განცხადებით, ქალაქ მარნეულში ახლად რესტავრირებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური და ბარბაროსული აქტი განხორციელდა.

მომხდარის შესახებ ფოტომასალას და განცხადებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიაში ამ ფაქტს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

"ინტერპრესნიუსი" ეპარქიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზის სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ. გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს, რის გამოც აქვს გონივრული მოლოდინი, რომ ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მოყვება შესატყვისი მორალური პასუხი ამ ყოვლად დასაგმობ ფაქტს, რითაც თვალნათლივ უნდათ მოქმედ პროვოკატორებს დისონანსი შეიტანონ და ჩრდილი მიაყენონ მარნეულში ერების მრავალკონფესიურ სამეზობლო ურთიერთთანაცხოვრების დიდ ისტორიულ და ეთნო-კულტურულ სიღრმისეულ ტრადიციებს, რადგანაც სწორედ ჩვენი ახლად აღდგენილი ისტორიული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია წარმოადგენს მისი მღვდელთმთავრის და სამღვდელოების სანიმუშო დამოკიდებულებით ტოლერანტული ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი მშვიდობის ნათელ მაგალითს. აქ საუკუნეების განმავლობაში მრავალ ეთნოსთა თანაცხოვრებით ჩამოყალიბდა იმგვარი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ურთიერთობები, რომ ამ ვანდალების და პროვოკატორების ბნელი მზაკვრული ზრახვები არასოდეს ჰპოვებს აღსრულებას. ვფიქრობთ, ეს საჯარო განცხადება მოიტანს შესაბამის გამოხმაურებას ადგილობრივ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში და მოხდება იმის გაანალიზება, სათანადო ორგანოებისგან, რომ ამ რეგიონში მშვიდი ვითარების ამგვარი პროვოკაციული ქმედებით არევა, თუ ვის ინტერესში უნდა შედიოდეს. ვინაიდან ისევ განვმეორდებით, რომ არ ყოფილა სხვა კონფესიათა საკულტო ნაგებობების შელახვის არც ერთი მსგავსი შემთხვევისა ეპარქიის უახლოეს ისტორიაში, გარდა მართლმადიდებლური ქრისტიანული წმიდა სალოცავი ტაძრების არაერთხელ წაბილწვის და შელახვისა, რაც აუცილებლად მოითხოვს თანაზომიერ მყისიერ, როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ რეაგირებას ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რათა არ მოხდეს მომავალში მსგავსი აღმაშფოთებელი ფაქტების განმეორება, რაც პირდაპირ ურტყავს ჩვენს ჭეშმარიტ ხალხთაშორის კულტურულ-რელიგიურ-ეთნიკურ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. აქვე, მოვუწოდებთ, ეპარქიის მრავალეთნიკურ საზოგადოებას ურთიერთკულტურათა და რელიგიათა პატივისცემისაკენ, რათა მავანმა არ შეძლოს მყარ საფუძველზე აღმოცენებულ ჩვენს მრავალსაუკუნოვან საერო ურთიერთობებში შეიტანოს დესტრუქცია რაიმე სახით", - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია