სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვანე აჭარა" - ულამაზესი კადრები ახალი საიმიჯო რგოლიდან, რომელიც მთიანი აჭარის ნახვას მოგანდომებთ
"მწვანე აჭარა" - ულამაზესი კადრები ახალი საიმიჯო რგოლიდან, რომელიც მთიანი აჭარის ნახვას მოგანდომებთ

"მწვა­ნე აჭა­რა" ასე ჰქვია მთი­ა­ნი აჭა­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით მომ­ზა­დე­ბულ ახალ სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გოლს, რო­მე­ლიც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­და­ი­ღო. კლი­პი აჭა­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით და­წყე­ბუ­ლი პი­არ­კამ­პა­ნი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა, რომ­ლი­თაც დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ონ­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის გარ­და ეროვ­ნულ პარ­კებ­ში, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და მთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტებ­ზე სა­მოგ­ზა­უ­როდ ეპა­ტი­ჟე­ბა.

"რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე 16 სა­მიზ­ნე ქვე­ყა­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი გვაქვს რო­გორც ზღვის, ასე­ვე აჭა­რის მთის, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა. აჭა­რა­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებ­სა და ვი­ზი­ტო­რებს ხვდე­ბათ ბილ­ბორ­დე­ბი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლო­კა­ცი­ე­ბამ­დე მან­ძი­ლი და ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია. აღ­ნიშ­ნულ აქ­ტი­ვო­ბას უკვე შე­ე­მა­ტა ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კამ­პა­ნი­ის­თვის გა­და­ვი­ღეთ.

დღემ­დე ასე­თი მას­შტა­ბის კლი­პი აჭა­რის მა­ღალმთი­ა­ნეთ­ზე არ გა­და­ღე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად ტუ­რის­ტებს წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბით ჰქონ­დათ. ჩვენ უკვე ვამ­ზა­დებთ კონ­ტრაქ­ტებს სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და ივ­ლი­სის და­სა­წყი­სი­დან უკვე ჩვე­ნი შეკ­ვე­თით დამ­ზა­დე­ბულ ვი­დეო რგო­ლებს 16 სა­მიზ­ნე ქვე­ყა­ნა­ში ნა­ხა­ვენ. ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სის და გათ­ვლი­ლი სხვა­დას­ხვა სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ა­ზე. ამ ეტა­პის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლია 4 ვი­დეო რგო­ლი, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იხი­ლა­ვენ რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ჩვენს სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში"- გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.

მთი­ა­ნი აჭა­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია LOOK PRODUCTION-მა გა­და­ი­ღო. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის დაკ­ვე­თით სულ ამ ეტა­პის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლია 4 ვი­დეო რგო­ლი, რო­მე­ლიც გარ­და სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია LOOK PRODUCTION-სა კომ­პა­ნია JWT METRO-მ გა­და­ი­ღო.

2017 წლის აპ­რი­ლი­დან დღემ­დე, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­რეკ­ლა­მო აქ­ტი­ვო­ბებს მსოფ­ლი­ოს 16 ქვე­ყა­ნა­ში ან­ხორ­ცი­ე­ლებს.

ვი­დე­ორ­გო­ლი იხი­ლეთ ბმულ­ზე https://www.youtube.com/watch?v=3JfCerhUy6I

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"მწვანე აჭარა" - ულამაზესი კადრები ახალი საიმიჯო რგოლიდან, რომელიც მთიანი აჭარის ნახვას მოგანდომებთ

"მწვანე აჭარა" - ულამაზესი კადრები ახალი საიმიჯო რგოლიდან, რომელიც მთიანი აჭარის ნახვას მოგანდომებთ

"მწვანე აჭარა" ასე ჰქვია მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით მომზადებულ ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გადაიღო. კლიპი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული პიარკამპანიის გაგრძელებაა, რომლითაც დეპარტამენტი რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე სამოგზაუროდ ეპატიჟება.

"როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე 16 სამიზნე ქვეყანაში დაწყებული გვაქვს როგორც ზღვის, ასევე აჭარის მთის, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების რეკლამირება. აჭარაში ჩამოსულ ტურისტებსა და ვიზიტორებს ხვდებათ ბილბორდები, სადაც მითითებულია ტურისტებისთვის საინტერესო ლოკაციებამდე მანძილი და ვიზუალიზაცია. აღნიშნულ აქტივობას უკვე შეემატა ვიდეორგოლი, რომელიც სპეციალურად ამ კამპანიისთვის გადავიღეთ.

დღემდე ასეთი მასშტაბის კლიპი აჭარის მაღალმთიანეთზე არ გადაღებულა, შესაბამისად ტურისტებს წინასწარი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად მხოლოდ ფოტოებით ჰქონდათ. ჩვენ უკვე ვამზადებთ კონტრაქტებს სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებთან და ივლისის დასაწყისიდან უკვე ჩვენი შეკვეთით დამზადებულ ვიდეო რგოლებს 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ. ვიდეორგოლები არის განსხვავებული შინაარსის და გათვლილი სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე. ამ ეტაპისთვის გადაღებულია 4 ვიდეო რგოლი, რომელსაც უახლოეს დღეებში იხილავენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს სამიზნე ქვეყნებში"- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მთიანი აჭარის პოპულარიზაციისთვის დამზადებული ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის გადაღებულია 4 ვიდეო რგოლი, რომელიც გარდა სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-სა კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.

2017 წლის აპრილიდან დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში ანხორციელებს.

ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=3JfCerhUy6I

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი