ბაქოს პორტში, რუსეთიდან მორიგი სამხედრო ტექნიკა, სულ 42 ეშელონი შევიდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული წარმოების უახლესი შეიარაღების ახალი, მსხვილი პარტია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შევა... რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება, როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, საერთაშორისო შეთანხმებით არის უზრუნველყოფილი, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთმა სომხეთის გულისწყრომას მაინც ვერ აუარა გვერდი, მით უფრო, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ მიანიშნა, თუ რა მოტივი აქვს აზერბაიჯანის შეიარაღების გაუმჯობესებას.
"ეს შეიარაღება მოწინააღმდეგის შეიარაღების გასანადგურებლად, აზერბაიჯანის შეიარაღებული დანაყოფების საბრძოლო და სამანევრო შესაძლებლობებს გაზრდის", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
2010 წლიდან ბაქოსთვის რუსული შეიარაღების მიწოდების კონტრაქტების ფინანსურმა ჯამმა დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი შეადგინა.
რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი, სომხეთის უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გამხდარა, მით უფრო, რომ სომხეთი რუსეთს სტრატეგიული პარტნიორად მიიჩნევს. მოსკოვის მიმართ უკმაყოფილების ტალღა ჯერ კიდევ შარშან აგორდა, მას შემდეგ, რაც ყარაბაღში ვითარების ესკალაცია დაიწყო.
"ამ დღეებში, კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი, რომ სომხეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა, კიდევ ერთხელ მიყიდა შეიარაღება აზერბაიჯანს... ქვეყწნამ, რომელიოც ჩვენ სტრაგეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია... " - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი არცრუნ ოვანესიანი თავის ფეისბუქის გვერდზე, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანული მხარე "ქრიზანთემებს" (ტანკსაწინააღდეგო კომპლექსი), კონფლიქტის ზონისკენ გადაისვრის.
ოვანესიანის თქმით, ეს შეიარაღება კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მანევრირების შესაძლებლობას, ასევე, დაჯავშნულ ტექნიკასა და შეიარაღებულ ცოცხალ ძალას... "რაც ყველაზე საგანგაშოა, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაგრძელდება" - წერს სომხური პრესა.
პასუხად, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული და რომლის ფარგლებში რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთთან თანამშრომლობს.
სომხების რეაქცია სოციალურ ქსელში
"როგორი იშვიათი ცინიზმია, - გაუგზავნო რამდენიმე პარტია შეიარაღება იმ ქვეყანას, რომელიც შენი სტრატეგიული მოკავშირის მტერია" - წერს თავის ფესბუქგვერდზე ჰუმანიტარული პროექტების ხელმძღვანელი დენის დვორნიკოვი.
სომეხი პოლიტიკური მიმომხილველი არმან აბოვიანი მიიჩნევს, რომ რუსული პოლიტიკა გაუგებარია და მათ არ ესმით, რომ ადრე თუ გვიან ამ რუსულ იარაღს რუს ჯარისკაცებსვე ესვრიან. აზერბაიჯანს "ძმობის" თამაში დიდხანს არ შეუძლია.
"უბრალოდ, სახელმწიფოებს შორის, საჭიროა, ისეთი ფორმატის ურთიერთობა, რომელშიც რუსეთს, ჩვენი მტრების მხარეს, მისთვის სასარგებლოდ თამაშის საშუალება არ ექნება..."- აცხადებს აბოვიანი.
რუსეთის ქმედებას საგანგაშოს უწოდებენ ექსპერტებიც, - კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის ალექსანდრე ისკანდერიანის თქმით, - ოფიციალურმა მოსკოვმა დაასრულა ხელშეკრულება ბაქოსთან სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, რომელიც 2011 წელს იყო დაწყებული. - "ქრიზანთემები" და ჯავშატრანსპორტიორები, 2014 წელს იყო შეყვანილი, თუმცა, მაშინ ვერ აამოქმედეს, რადგან მათი რამდენიმე დეტალი უკრაინაში უნდა დამზადებულიყო. ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ, ეს წინანადება განახლდა."- წერს ისკანდერიანი.
სამხედრო ექსპერტი, გარიკ არუთინიანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ახალი შეიარაღების შეყვანა, განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გამოიწვევს.
სომხური მედიის თქმით, რუსი პოლიტკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, მომავალში მშვიდად ყოფნის უფლებას არ აძლევთ. დმიტრი როგოზინის, თქმით, რუსეთი, სამხედრო წარმოების კომისიაზე პასუხისმგებელია და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება.
ლალი პაპასკირი