Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნახტომი "საბჭოთა კავშირიდან": ერთი გაქცევის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
 ნახტომი "საბჭოთა კავშირიდან": ერთი გაქცევის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კავ­ში­რი ერ­ქვა და რო­მე­ლიც და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან ე.წ. "რკი­ნის ფარ­დით" იყო იზო­ლი­რე­ბუ­ლი, ბევ­რი ცდი­ლობ­და თა­ვის დაღ­წე­ვას. მარ­თა­ლია, ზო­გის მცდე­ლო­ბა მარ­ცხით დას­რულ­და, ზოგი კი, მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ სტა­ნის­ლავ კუ­რი­ლო­ვის გაქ­ცე­ვა მა­ინც ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რია ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს 70-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში.

გაქ­ცე­ვა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან!

1974 წლის დე­კემ­ბე­რი, წყნა­რი ოკე­ა­ნე. სამ­გზავ­რო ლა­ი­ნე­რის "Советский Союз"-ის ბორტზე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი იღ­ბლი­ა­ნი საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქეა, რო­მელ­თაც გა­უ­მარ­თლათ და ცივ ზამ­თარ­ში ტრო­პი­კულ კრუ­იზ­ში გა­ემ­გზავრნენ...

ტუ­რის­ტე­ბი ბევ­რს სვამ­დნენ, ცეკ­ვავ­დნენ, ერ­თო­ბოდ­ნენ და მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თუ შე­ამ­ჩნევ­და მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მთე­ლი დღე ბორტთან იდგა და სა­ა­თო­ბით უყუ­რებ­და ოკე­ა­ნეს.

1974 წლის 13 დე­კემ­ბერს მა­მა­კა­ცი ზედა გემ­ბან­ზე გა­ვი­და და გა­ი­ხედ-გა­მო­ი­ხე­და. წყვი­ლე­ბი ცეკ­ვავ­დნენ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის მიწ­ვე­ვას ელოდ­ნენ, მარ­ტო­ხე­ლა მგზავ­რი კი ჯერ ბო­ბო­ქარ ოკე­ა­ნეს და ჩაბ­ნე­ლე­ბულ ჰო­რი­ზონტს აკ­ვირ­დე­ბო­და დიდ­ხანს, მერე კი მთა­ვა­რი გემ­ბა­ნის კი­ჩო­ზე ჩა­ვი­და და სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვარს ბორ­ტი­დან გა­და­ა­ბი­ჯა.

წინა სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში, როცა ბედ­ნი­ე­რი საბ­ჭო­ე­ლე­ბი ახა­ლი1975 წლის შე­სახ­ვედ­რად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, ოკე­ა­ნის გაღ­მი­დან სენ­სა­ცი­უ­რი ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და - საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე ლა­ი­ნე­რის ბორ­ტი­დან წყნარ ოკე­ა­ნე­ში გა­დახ­ტა, სამი დღე-ღა­მის შემ­დეგ კი, ფი­ლი­პი­ნე­ბის კუნ­ძუ­ლებს მი­აღ­წია. მარ­თა­ლია, საბ­ჭო­თა პრე­სა და ტე­ლე­ვი­ზია არა­ფერს ამ­ბობ­და, მაგ­რამ რა­დი­ო­სად­გუ­რის "ამე­რი­კის ხმის" მსმე­ნე­ლებ­მა ე.წ. "ჩამხშო­ბე­ბის" ხმა­უ­რი­სა და ხარ­ვე­ზე­ბის ფონ­ზე, მა­ინც გა­ი­გეს გაქ­ცე­უ­ლის ვი­ნა­ო­და. სტა­ნის­ლავ კუ­რი­ლო­ვი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად უგ­ზო­უკ­ლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და, მხო­ლოდ 12 წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, როცა პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ის­რა­ე­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ას და ბევ­რმა ვერც და­ი­ჯე­რა, რომ სწო­რედ ამ შუ­ახ­ნის მო­რი­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, ცუდი ინ­გლი­სუ­რი­თა და მორ­ცხვი ღი­მი­ლით შეძ­ლო ყვე­ლა­ზე ჩა­კე­ტი­ლი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა.

"Черномор"-ის წყალ­ქვე­შა ლა­ბო­რა­ტო­რია

ჯერ ლა­ი­ნე­რი­დან გა­დახ­ტო­მას, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი­დან ნახ­ტო­მის ტოლ­ფა­სი იყო, მერე კი, სამდღი­ან ცურ­ვას ზვი­გე­ნე­ბით სავ­სე ოკე­ა­ნე­ში, ბევ­რი ვერ გა­ბე­დავ­და, თუმ­ცა, სტა­ნის­ლავ კუ­რი­ლოვს წყალ­ქვეშ მუ­შა­ო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და და სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბის წყა­ლო­ბით შეძ­ლო გა­დარ­ჩე­ნა.

1968 წელს "Черномор"-ის წყალ­ქვე­შა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ცდებ­ში, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის გან­სა­ზღვრას და უჩ­ვე­უ­ლო პი­რო­ბებ­ში ორ­გა­ნიზ­მის ქცე­ვის შეს­წავ­ლას ისა­ხავ­და მიზ­ნად, სხვებ­თან ერ­თად ახალ­გაზ­რდა ოკე­ა­ნო­ლო­გი სტა­ნის­ლავ კუ­რი­ლო­ვიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ექ­სპე­დი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რა ცხოვ­რობ­და მრა­ვალ­ტო­ნი­ან წყალ­ქვე­შა ნავ­ზე და მუ­შა­ობ­და ზღვის ფსკერ­ზე, მზის სი­ნათ­ლის გა­რე­შე და მა­ღა­ლი წნე­ვის პი­რო­ბებ­ში კი, მუდ­მი­ვად გა­ნიც­დი­და ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას.

გემი Albert Ballin და ლა­ი­ნე­რი "Советский Союз"

მარ­თა­ლია, ლა­ი­ნე­რი "Советский Союз", რომ­ლის სიგ­რძე 200 მეტრს აღ­წევ­და, წყალ­წყვა კი, 30 ათას ტო­ნას აღე­მა­ტე­ბო­და, ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ სამ­გზავ­რო ტრან­სპორ­ტად ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის წყა­ლო­ბით სა­ზღვა­ოს­ნო ცნო­ბა­რებ­ში ვე­რას­დროს ხვდე­ბო­და.

1925 წელს აგე­ბუ­ლი ლა­ი­ნე­რი Albert Ballin, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ავი­ა­ცი­ამ ზუს­ტად 20 წლის შემ­დეგ ჩა­ძი­რა ბალ­ტი­ის ზღვა­ში, რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შემ­დეგ, 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში პირ­ვე­ლად შე­ვი­და ვლა­დი­ვოს­ტო­კის პორ­ტში "Советский Союз"-ის სა­ხე­ლით, მდიდ­რუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის წყა­ლო­ბით სწრა­ფად მო­ი­პო­ვა "მცუ­რა­ვი სა­სახ­ლის" ტი­ტუ­ლი და ყვე­ლა რი­გი­თი საბ­ჭო­ე­ლის ოც­ნე­ბად იქცა, მი­თუ­მე­ტეს, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ზღვარ­გა­რე­თის საგ­ზუ­რის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქის­თვის ნამ­დვი­ლი გა­მარ­თლე­ბა იყო.

სა­ზღვაო კრუ­ი­ზი "ზამ­თრი­დან ზა­ფხულ­ში

გა­უ­მარ­თლა სტა­ნის­ლავ კუ­რი­ლოვ­საც. მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვით გა­და­ა­წყდა გა­ზეთ­ში "Вечерний Ленинград" სა­რეკ­ლა­მო გან­ცხა­დე­ბას "ზამ­თრი­დან ზა­ფხულ­ში", რო­მე­ლიც მსურ­ვე­ლებს სა­ზღვაო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში იწ­ვევ­და და ცივ ზამ­თარ­ში, ცხე­ლი მზის გულ­ზე დას­ვე­ნე­ბას, გა­რუ­ჯვას და დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და. ლა­ი­ნე­რი არ გეგ­მავ­და უცხო ქვეყ­ნე­ბის პორ­ტში შეს­ვლას, ეკ­ვა­ტო­რამ­დე შე­ჩე­რე­ბის გა­რე­შე მი­დი­ო­და, ზუს­ტად იმა­ვე მარ­შრუ­ტით ბრუნ­დე­ბო­და უკან და სწო­რედ ამი­ტომ, მგზავ­რებს არც უცხო­ე­თის ვიზა სჭირ­დე­ბო­დათ, არც მათი დაც­ვა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყვე­ლა­ზე გა­მოც­დილ თა­ნამ­შრომ­ლებ­საც არ ეყო­ფო­დათ ფან­ტა­ზია, წარ­მო­ედ­გი­ნათ, რომ ვინ­მე ლა­ი­ნე­რი­დან ოკე­ა­ნე­ში გა­ბე­დავ­და გა­დახ­ტო­მას.

სტა­ნის­ლავ კუ­რი­ლო­ვი ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე, უყ­ვარ­და ზღვა, რო­მე­ლიც არას­დროს ენა­ხა და სა­ა­თო­ბით ტკბე­ბო­და იალ­ქნი­ა­ნი გე­მე­ბის სუ­რა­თე­ბით. 10 წლის სლა­ვამ მე­გობ­რებ­თან სა­ნაძ­ლე­ოც კი დადო, რომ ირტიშს - უზარ­მა­ზარ სა­ნა­ოს­ნო მდი­ნა­რეს, თა­ვი­სი მო­რე­ვე­ბი­თა და სწრა­ფი დი­ნე­ბით გა­და­ცუ­რავ­და და მარ­თა­ლია, სი­თა­მა­მე ძვი­რად და­უჯ­და, მაგ­რამ პი­რო­ბა მა­ინც შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა, ნამ­დვი­ლი გა­მოც­და კუ­რი­ლოვს 28 წლის შემ­დეგ ელო­და, როცა გაშ­ლილ ოკე­ა­ნე­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა.

ლა­ი­ნე­რი "Советский Союз" ვლა­დი­ვოს­ტო­კის პორ­ტი­დან 1974 წლის 8 დე­კემ­ბერს გა­ვი­და. სტა­ნის­ლავ კუ­რი­ლო­ვი ფიქ­რებ­ში ემ­შვი­დო­ბე­ბო­და ახ­ლობ­ლებს, თუმ­ცა, ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ იყო, რომ სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას გა­ბე­დავ­და, მი­თუ­მე­ტეს, რომ არც ოკე­ა­ნის რუქა ჰქონ­და, არც კომ­პა­სი, რაც გა­საქ­ცე­ვად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და­უ­დევ­რო­ბა იყო. რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი - იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი palitranews.ge-ზე

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით

ნანა ჩხა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნახტომი "საბჭოთა კავშირიდან": ერთი გაქცევის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

 ნახტომი "საბჭოთა კავშირიდან": ერთი გაქცევის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ქვეყნიდან, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერქვა და რომელიც დანარჩენი მსოფლიოსგან ე.წ. "რკინის ფარდით" იყო იზოლირებული, ბევრი ცდილობდა თავის დაღწევას.  მართალია, ზოგის მცდელობა მარცხით დასრულდა, ზოგი კი, მეტად წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ სტანისლავ კურილოვის გაქცევა მაინც ერთ-ერთი უნიკალურია ტოტალიტარული სახელმწიფოს 70-წლიან ისტორიაში.

გაქცევა საბჭოთა კავშირიდან!

1974 წლის დეკემბერი, წყნარი ოკეანე. სამგზავრო ლაინერის "Советский Союз"-ის ბორტზე რამდენიმე ასეული იღბლიანი საბჭოთა მოქალაქეა, რომელთაც გაუმართლათ და ცივ ზამთარში ტროპიკულ კრუიზში გაემგზავრნენ...

ტურისტები ბევრს სვამდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ და მხოლოდ ყველაზე დაკვირვებული თუ შეამჩნევდა მარტოხელა მამაკაცს, რომელიც მთელი დღე ბორტთან იდგა და საათობით უყურებდა ოკეანეს.

1974 წლის 13 დეკემბერს მამაკაცი ზედა გემბანზე გავიდა და გაიხედ-გამოიხედა. წყვილები ცეკვავდნენ, ქალბატონები მამაკაცების მიწვევას ელოდნენ, მარტოხელა მგზავრი კი ჯერ ბობოქარ ოკეანეს და ჩაბნელებულ ჰორიზონტს აკვირდებოდა დიდხანს, მერე კი მთავარი გემბანის კიჩოზე ჩავიდა და სახელმწიფოს საზღვარს ბორტიდან გადააბიჯა.

წინა სადღესასწაულო დღეებში, როცა ბედნიერი საბჭოელები ახალი1975 წლის შესახვედრად ემზადებოდნენ, ოკეანის გაღმიდან სენსაციური ამბავი გავრცელდა  - საბჭოთა მოქალაქე ლაინერის ბორტიდან წყნარ ოკეანეში გადახტა, სამი დღე-ღამის შემდეგ კი, ფილიპინების კუნძულებს მიაღწია. მართალია, საბჭოთა პრესა და ტელევიზია არაფერს ამბობდა, მაგრამ რადიოსადგურის "ამერიკის ხმის" მსმენელებმა ე.წ. "ჩამხშობების" ხმაურისა და ხარვეზების ფონზე, მაინც გაიგეს გაქცეულის ვინაოდა. სტანისლავ კურილოვი, რომელიც ოფიციალურად უგზოუკლოდ დაკარგულად გამოცხადდა, მხოლოდ 12 წლის შემდეგ გამოჩნდა, როცა  პირველი ინტერვიუ მისცა ისრაელის ტელევიზიას და ბევრმა ვერც დაიჯერა, რომ სწორედ ამ შუახნის მორიდებულმა მამაკაცმა, ცუდი ინგლისურითა და მორცხვი ღიმილით შეძლო ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნიდან გაქცევა.

"Черномор"-ის წყალქვეშა ლაბორატორია

ჯერ ლაინერიდან გადახტომას, რაც პრაქტიკულად ხუთსართულიანი სახლის სახურავიდან ნახტომის ტოლფასი იყო, მერე კი, სამდღიან ცურვას ზვიგენებით სავსე ოკეანეში, ბევრი ვერ გაბედავდა, თუმცა, სტანისლავ კურილოვს წყალქვეშ მუშაობის სერიოზული გამოცდილება ჰქონდა და სწორედ ამ გამოცდილების წყალობით შეძლო გადარჩენა.

1968 წელს "Черномор"-ის წყალქვეშა ლაბორატორიის ცდებში, რომელიც ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმის განსაზღვრას და უჩვეულო პირობებში ორგანიზმის ქცევის შესწავლას ისახავდა მიზნად, სხვებთან ერთად ახალგაზრდა ოკეანოლოგი სტანისლავ კურილოვიც მონაწილეობდა, რომელიც ერთ-ერთი ექსპედიციის შემადგენლობაში რამდენიმე კვირა ცხოვრობდა მრავალტონიან წყალქვეშა ნავზე და მუშაობდა ზღვის ფსკერზე, მზის სინათლის გარეშე და მაღალი წნევის პირობებში კი, მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ ზეწოლას.  

გემი Albert Ballin და ლაინერი "Советский Союз"

მართალია, ლაინერი "Советский Союз", რომლის სიგრძე 200 მეტრს აღწევდა, წყალწყვა კი, 30 ათას ტონას აღემატებოდა, ქვეყნის ყველაზე  დიდ სამგზავრო ტრანსპორტად ითვლებოდა, მაგრამ გერმანული წარმომავლობის წყალობით საზღვაოსნო ცნობარებში ვერასდროს ხვდებოდა.

1925 წელს აგებული ლაინერი Albert Ballin, რომელიც საბჭოთა ავიაციამ ზუსტად 20 წლის შემდეგ ჩაძირა ბალტიის ზღვაში, რეკონსტრუქციის შემდეგ, 1970-იანი წლების დასაწყისში პირველად შევიდა ვლადივოსტოკის პორტში "Советский Союз"-ის სახელით, მდიდრული ინტერიერის წყალობით სწრაფად მოიპოვა "მცურავი სასახლის" ტიტული და ყველა რიგითი საბჭოელის ოცნებად იქცა, მითუმეტეს, რომ იმ პერიოდში საზღვარგარეთის საგზურის ხელში ჩაგდება ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ნამდვილი გამართლება იყო.

საზღვაო კრუიზი "ზამთრიდან ზაფხულში

გაუმართლა სტანისლავ კურილოვსაც. მამაკაცი შემთხვევით გადააწყდა გაზეთში "Вечерний Ленинград" სარეკლამო განცხადებას "ზამთრიდან ზაფხულში", რომელიც მსურველებს საზღვაო მოგზაურობაში იწვევდა და ცივ ზამთარში, ცხელი მზის გულზე დასვენებას, გარუჯვას და დროის სასიამოვნოდ გატარებას სთავაზობდა. ლაინერი არ გეგმავდა უცხო ქვეყნების პორტში შესვლას, ეკვატორამდე შეჩერების გარეშე მიდიოდა, ზუსტად იმავე მარშრუტით ბრუნდებოდა უკან და სწორედ ამიტომ, მგზავრებს არც უცხოეთის ვიზა სჭირდებოდათ, არც მათი დაცვა იყო აუცილებელი, რადგან უსაფრთხოების სამსახურის ყველაზე გამოცდილ თანამშრომლებსაც არ ეყოფოდათ ფანტაზია, წარმოედგინათ, რომ ვინმე ლაინერიდან ოკეანეში გაბედავდა გადახტომას.

სტანისლავ კურილოვი ბავშვობიდან ოცნებობდა თავგადასავლებზე, უყვარდა ზღვა, რომელიც არასდროს ენახა და საათობით ტკბებოდა იალქნიანი გემების სურათებით. 10 წლის სლავამ მეგობრებთან სანაძლეოც კი დადო, რომ ირტიშს - უზარმაზარ სანაოსნო მდინარეს, თავისი მორევებითა და სწრაფი დინებით გადაცურავდა და მართალია, სითამამე ძვირად დაუჯდა, მაგრამ პირობა მაინც შეასრულა, თუმცა, ნამდვილი გამოცდა კურილოვს 28 წლის შემდეგ ელოდა, როცა გაშლილ ოკეანეში აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა.

ლაინერი "Советский Союз" ვლადივოსტოკის პორტიდან 1974 წლის 8 დეკემბერს გავიდა. სტანისლავ კურილოვი ფიქრებში ემშვიდობებოდა ახლობლებს, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რომ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმას გაბედავდა, მითუმეტეს, რომ არც ოკეანის რუქა ჰქონდა, არც კომპასი, რაც გასაქცევად გამზადებული ადამიანისთვის გაუმართლებელი დაუდევრობა იყო. როგორ განვითარდა მოვლენებიიხილეთ სიუჟეტი palitranews.ge-ზე

მომზადებულია ფილმის სიუჟეტის მიხედვით

ნანა ჩხაიძე

"გადავწყვიტეთ, დავიქირავოთ აუდიტი და ყველაფერი ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდება"- ვარლამ გოლეთიანი დაფინანსებაზე

"იყავით ფხიზლად! ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა" - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

28 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მენსტრუალური ჰიგიენის დღე (MHDay) აღინიშნება