ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ზაფხულის არდადეგებს საქართველოში გაატარებს. თბილისში ის რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მოგვიანებით საქართველოში მისი ამერიკელი მეუღლე ბენჯი ჩეიმიც ჩამოვა.
- ნუკი, რატომ დაბრუნდით საქართველოში?
- როცა თბილისში ჩამოვდივარ, ყველა ელოდება თითქოს ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ დასასვენებლად და ოჯახის წევრების სანახავად, ამჯერადაც ამიტომ ჩამოვედი. მთელი ზაფხული აქ დავრჩები, მოგვიანებით ბენიც ჩამოვა და ყველა ელოდება ქმარს გავშორდი და გამომაგდო. ჩამოვედი ოჯახის სანახავად, დასასვენებლად. ორი სამი კვირით ბენიც ჩამოვა და ბათუმში წავალთ დასასვენებლად. საქართველო მეც და ბენსაც ძალიან გვიყვარს, ჩემს მეუღლეს ისე შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა ხინკლის, ხაჭაპურის და ფელამუშის გაკეთებაც კი ისწავლა.
- ყველას აინტერესებს, რატომ არ იწყებთ მუშაობას, რა არის ამის მიზეზი?
- დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას საქართველოში, მაგრამ ფიზიკურად ვერ დავრჩები აქ. რაც შეეხება ამერიკაში მუშაობას, ჯერ მინდა შევეჩვიო იქაურ გარემოს. კიდევ უფრო კარგად გავიცნო. ისეთი მდგომარეობა არ მაქვს, აუცილებელი იყოს სამსახურის დაწყება... განაგრძეთ კითხვა