მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს
გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ბოს მკურ­ნა­ლობს უახ­ლეს მე­თო­დებ­ზე მუ­შა­ობს. პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც 29 წლის ლე­ვან ზან­და­რაშ­ვი­ლი მუ­შა­ობს, შე­ის­წავ­ლის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი დნმ-ის გა­რე­მონ­ტე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთ ცი­ლას, სა­ხე­ლად PARP1. სწო­რედ ეს ცილა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბი­სას.

"ამ ცი­ლის შეს­წავ­ლა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც კლი­ნი­კუ­რი, ისე ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. დღეს­დღე­ო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა­შია რა­მო­დე­ნი­მე პა­ტა­რა მო­ლე­კუ­ლა, რომ­ლე­ბიც ახ­დე­ნენ PARP1-ის ინ­ჰი­ბი­ცი­ას, რაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, მკერ­დის კი­ბოს, პროს­ტა­ტის კი­ბოს და ბევრ სხვა შემ­თხვე­ვა­ში. ჩემს პრო­ექ­ტში მე შე­ვის­წავ­ლი PARP1-ის სტრუქ­ტუ­რას და დი­ნა­მი­კას ისე­ვე, რო­გორც მის ურ­თი­ერთქმე­დე­ბას კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ მო­ლე­კუ­ლებ­თან.

ჩემი მი­ზა­ნია გა­ვი­გო თუ რა­ტომ არის ამ მო­ლე­კუ­ლე­ბის ნა­წი­ლი უფრო ეფექ­ტუ­რა სხვა მო­ლე­კუ­ლებ­თან შე­და­რე­ბით. ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­მუ­შა­ვოთ უფრო ეფექ­ტუ­რი მო­ლე­კუ­ლე­ბი, უფრო და­ბა­ლი ტოკ­სი­კუ­რი ეფექ­ტით," - AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს ლე­ვან ზან­და­რაშ­ვი­ლი.

ლე­ვან­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო.

"ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სწავ­ლი­სას მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი, არ შე­მოვ­სა­ზღვრუ­ლი­ყა­ვი მხო­ლოდ ლექ­ცი­ე­ბით და რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი მეს­წავ­ლა, მი­მე­ღო მეტი ინ­ფორ­მა­ცია ფი­ზი­კის სხვა­დას­ხვა დარ­გის შე­სა­ხებ. მე-2 კურ­ზე და­ვი­წყე სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა კომ­პა­ნია EMCoS-ში, სა­დაც მი­ვი­ღე გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დღემ­დე მად­გე­ბა.

მე-4 კურ­სზე სწავ­ლი­სას და­ვინ­ტე­რეს­დი ბი­ო­ფი­ზი­კით და და­ვი­წყე პრო­ფე­სორ თა­მაზ მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის კე­თე­ბა. ამ დროს შემ­თხვე­ვით გა­ვარ­კვიე, რომ ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გალ­ვეს­ტონ­ში (UTMB) იყო 1 წლი­ა­ნი ვა­კან­სია დამ­წყე­ბი ბი­ო­ფი­ზი­კო­სის­თვის, სა­დაც დიპ­ლო­მის აღე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

ერთი წლის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ბი­ო­ფი­ზი­კის პროგ­რა­მა­ში, პრო­ფე­სორ ჯუნ­ჯი ივა­ჰა­რას (Junji Iwahara) ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. პრო­ფე­სორ ივა­ჰა­რას ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში 4 წელი ვმუ­შა­ობ­დი ჩემს სა­დოქ­ტო­რო ხა­რისხზე. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 სტა­ტია გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე პირ­ვე­ლი ავ­ტო­რო­ბით.

ხა­რის­ხის დაც­ვის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე კიდე 2,5 წელი დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი სა­მუ­შა­ოდ იმა­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რომ ჩემი პრო­ექ­ტე­ბი და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. შე­დე­გად კი­დევ 11 სტა­ტია გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე," - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი ლე­ვან ზან­და­რაშ­ვი­ლი.

მას ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვა­დაც სწო­რედ ჟურ­ნალ PNAS-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ორი სტა­ტია მი­აჩ­ნია. PNAS მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი დო­ნის სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლია.

UTMB-ში მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ლე­ვა­ნი მასს-სპექტრო­მეტ­რი­ის მე­თო­დით (Mass-Spectrometry) და­ინ­ტე­რეს­და და გა­და­წყვი­ტა, ისეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­და­სუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც ამ მე­თოდს უკეთ გა­ეც­ნო­ბო­და.

"ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა პრო­ფე­სორ ბენ ბლე­ქის (Ben Black) ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან, პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ნაშ­რო­მებ­მა. მეც და­ვუ­კავ­შირ­დი პრო­ფე­სორ ბლექს და ვუ­თხა­რი, რომ მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მინ­დო­და მუ­შა­ო­ბა. მან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­მიწ­ვია და 2016 წლის იან­ვრი­დან სწო­რედ იქ ვმუ­შა­ობ" - გვე­უბ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი.

ლე­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის დიდ ნა­წილს ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ატა­რებს, რად­გან, რო­გორც ამ­ბობს, "ექ­სპე­რი­მენტს ვერ აუხ­სნი, რომ სა­მუ­შაო დღე დას­რულ­და და შენ სახ­ლში წას­ვლა და დას­ვე­ნე­ბა გინ­და". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი მა­ინც ახერ­ხებს სხვა ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. ცდი­ლობს, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­როს და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბუ­ნე­ბა­ში ხში­რად გა­ვი­დეს.

საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას სა­მუ­შა­ოდ ჯერ-ჯე­რო­ბით ვერ ახერ­ხებს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში არ გაგ­ვაჩ­ნია სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი, რომ ისე­თი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, რო­გორ­საც აქ ვა­ტა­რებ. მეც­ნი­ე­რე­ბა საკ­მა­ოდ დიდი ფი­ნან­სურ და ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ რე­სურსს სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე ხელი უნდა ჩა­ვიქ­ნი­ოთ. ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა სწავ­ლის მა­ღა­ლი დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამე­რი­კა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ბი­ო­ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის ძა­ლი­ან მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, მაგ­რამ კარგ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას ვფლობ­დი და პრაქ­ტი­კა მალე ავით­ვი­სე.

ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლი­ან დიდი სა­ინ­ფორ­მა­ციო/სა­მეც­ნი­ე­რო რე­სურ­სია და სა­ჭი­როა, რომ რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­მა/პრო­ფე­სორ­მა, ისე­ვე სტუ­დენ­ტებ­მა ეს რე­სურ­სი ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. ასე­ვე, ვთვლი, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის ისეთ დარ­გებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა, რომ­ლებ­საც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა, ან უფრო დიდი ალ­ბა­თო­ბით შე­ეძ­ლე­ბათ უცხო­ე­თი­დან ან ინ­დუსტრი­ი­დან სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის მი­ღე­ბა. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თი კომ­პა­ნია EMCoSია, სა­დაც მე სტუ­დენ­ტო­ბი­სას ვმუ­შა­ობ­დი. ეს სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია მთელ მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი თა­ვის დარ­გში," - ამ­ბობს ლე­ვა­ნი.

წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ლე­ვა­ნის­თვის უცხო­ეთ­ში სწავ­ლა და და­საქ­მე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. UTMB-ში სწავ­ლი­სას დოქ­ტუ­რან­ტუ­რის პროგ­რა­მა­ში სულ ორი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი იყო და ლე­ვა­ნის თქმით, მა­ნამ­დე იქ ქარ­თველ სტუ­დენტს არც უს­წავ­ლია.

"ორი­ვე ბევ­რს ვშრო­მობ­დით, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლი დაგ­ვემ­კვირ­დე­ბი­ნა. იყო ენი­თი ბა­რი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი შოკი ისე­ვე, რო­გორც სხვა სირ­თუ­ლე­ე­ბიც. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად აშშ-ის ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის პროგ­რა­მე­ბი, სა­დაც ძლი­ერ უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს აფი­ნან­სე­ბენ. სწავ­ლის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი და­საქ­მე­ბის საკ­მა­ოდ ბევ­რი ვა­რი­ან­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­ურ და სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ებ­ში," - აღ­ნიშ­ნავს ზან­და­რაშ­ვი­ლი.

Georgian scientist examining latest methods of cancer treatment in the U.S.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი პენსილვანიის უნივერსიტეტში კიბოს მკურნალობს უახლეს მეთოდებზე მუშაობს. პროექტი, რომელშიც 29 წლის ლევან ზანდარაშვილი მუშაობს, შეისწავლის დაზიანებული დნმ-ის გარემონტებაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას, სახელად PARP1. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს მკურნალობისას.

"ამ ცილის შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია როგორც კლინიკური, ისე ფუნდამენტური მეცნიერული თვალსაზრისით. დღესდღეობით გამოყენებაშია რამოდენიმე პატარა მოლეკულა, რომლებიც ახდენენ PARP1-ის ინჰიბიციას, რაც გამოიყენება სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობაში. მაგალითად, მკერდის კიბოს, პროსტატის კიბოს და ბევრ სხვა შემთხვევაში. ჩემს პროექტში მე შევისწავლი PARP1-ის სტრუქტურას და დინამიკას ისევე, როგორც მის ურთიერთქმედებას კიბოს მკურნალობაში გამოყენებულ მოლეკულებთან.

ჩემი მიზანია გავიგო თუ რატომ არის ამ მოლეკულების ნაწილი უფრო ეფექტურა სხვა მოლეკულებთან შედარებით. ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შეიძლება შევიმუშავოთ უფრო ეფექტური მოლეკულები, უფრო დაბალი ტოკსიკური ეფექტით," - AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს ლევან ზანდარაშვილი.

ლევანმა, რომელიც ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მუშაობს, უმაღლესი განათლების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე დაიწყო.

"ბაკალავრიატში სწავლისას მუდმივად ვცდილობდი, არ შემოვსაზღვრულიყავი მხოლოდ ლექციებით და რაც შეიძლება, მეტი მესწავლა, მიმეღო მეტი ინფორმაცია ფიზიკის სხვადასხვა დარგის შესახებ. მე-2 კურზე დავიწყე სწავლა და მუშაობა კომპანია EMCoS-ში, სადაც მივიღე გამოცდილება, რომელიც დღემდე მადგება.

მე-4 კურსზე სწავლისას დავინტერესდი ბიოფიზიკით და დავიწყე პროფესორ თამაზ მძინარაშვილის ლაბორატორიაში ექსპერიმენტების კეთება. ამ დროს შემთხვევით გავარკვიე, რომ ტეხასის უნივერსიტეტში, გალვესტონში (UTMB) იყო 1 წლიანი ვაკანსია დამწყები ბიოფიზიკოსისთვის, სადაც დიპლომის აღების შემდეგ დავიწყე მუშაობა.

ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე ამავე უნივერსიტეტში ჩამებარებინა დოქტორანტურაში ბიოფიზიკის პროგრამაში, პროფესორ ჯუნჯი ივაჰარას (Junji Iwahara) ლაბორატორიაში. პროფესორ ივაჰარას ლაბორატორიაში 4 წელი ვმუშაობდი ჩემს სადოქტორო ხარისხზე. ამ დროის განმავლობაში 4 სტატია გამოვაქვეყნე პირველი ავტორობით.

ხარისხის დაცვის შემდეგ გადავწყვიტე კიდე 2,5 წელი დავრჩენილიყავი სამუშაოდ იმავე ლაბორატორიაში, რომ ჩემი პროექტები დამესრულებინა. შედეგად კიდევ 11 სტატია გამოვაქვეყნე," - ამბობს ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ლევან ზანდარაშვილი.

მას ყველაზე დიდ მიღწევადაც სწორედ ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული ორი სტატია მიაჩნია. PNAS მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უმაღლესი დონის სამეცნიერო ჟურნალია.

UTMB-ში მუშაობის შემდეგ ლევანი მასს-სპექტრომეტრიის მეთოდით (Mass-Spectrometry) დაინტერესდა და გადაწყვიტა, ისეთ ლაბორატორიაში გადასულიყო სამუშაოდ, სადაც ამ მეთოდს უკეთ გაეცნობოდა.

"ძალიან დამაინტერესა პროფესორ ბენ ბლექის (Ben Black) ლაბორატორიიდან, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა. მეც დავუკავშირდი პროფესორ ბლექს და ვუთხარი, რომ მის ლაბორატორიაში მინდოდა მუშაობა. მან ინტერვიუზე მიმიწვია და 2016 წლის იანვრიდან სწორედ იქ ვმუშაობ" - გვეუბნება ქართველი მეცნიერი.

ლევანი ცხოვრების დიდ ნაწილს ლაბორატორიებში ატარებს, რადგან, როგორც ამბობს, "ექსპერიმენტს ვერ აუხსნი, რომ სამუშაო დღე დასრულდა და შენ სახლში წასვლა და დასვენება გინდა". მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მეცნიერი მაინც ახერხებს სხვა ინტერესების დაკმაყოფილებას. ცდილობს, ბევრი იმოგზაუროს და მეგობრებთან ერთად ბუნებაში ხშირად გავიდეს.

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებას სამუშაოდ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.

"სამწუხაროდ, ჩვენს პატარა ქვეყანაში არ გაგვაჩნია საჭირო რესურსები, რომ ისეთი სამეცნიერო პროექტები განვახორციელოთ, როგორსაც აქ ვატარებ. მეცნიერება საკმაოდ დიდი ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ რესურსს საჭიროებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეცნიერებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ჩემი აზრით, საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სწავლის მაღალი დონის შენარჩუნება. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ბიოფიზიკის ლაბორატორიაში მუშაობის ძალიან მცირე გამოცდილება მქონდა, მაგრამ კარგ თეორიულ ცოდნას ვფლობდი და პრაქტიკა მალე ავითვისე.

ინტერნეტში ძალიან დიდი საინფორმაციო/სამეცნიერო რესურსია და საჭიროა, რომ როგორც მასწავლებელმა/პროფესორმა, ისევე სტუდენტებმა ეს რესურსი ეფექტურად გამოიყენონ. ასევე, ვთვლი, რომ კარგი იქნება მეცნიერების ისეთ დარგებზე ფოკუსირება, რომლებსაც შედარებით ნაკლები რესურსი სჭირდება, ან უფრო დიდი ალბათობით შეეძლებათ უცხოეთიდან ან ინდუსტრიიდან საჭირო რესურსების მიღება. ამის კარგი მაგალითი კომპანია EMCoSია, სადაც მე სტუდენტობისას ვმუშაობდი. ეს სრულიად ქართული კომპანია მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავის დარგში," - ამბობს ლევანი.

წარმატების მიუხედავად, ლევანისთვის უცხოეთში სწავლა და დასაქმება მარტივი არ ყოფილა. UTMB-ში სწავლისას დოქტურანტურის პროგრამაში სულ ორი ქართველი სტუდენტი იყო და ლევანის თქმით, მანამდე იქ ქართველ სტუდენტს არც უსწავლია.

"ორივე ბევრს ვშრომობდით, რომ ჩვენი სახელი დაგვემკვირდებინა. იყო ენითი ბარიერი და კულტურული შოკი ისევე, როგორც სხვა სირთულეებიც. ამ ყველაფრის მიუხედავად აშშ-ის ბევრ უნივერსიტეტში არის პროგრამები, სადაც ძლიერ უცხოელ სტუდენტებს აფინანსებენ. სწავლის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში კი დასაქმების საკმაოდ ბევრი ვარიანტია, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროებში," - აღნიშნავს ზანდარაშვილი.

Georgian scientist examining latest methods of cancer treatment in the U.S.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი