სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუხიშვილები" Black Sea Arena-ზე - ნაციონალური ბალეტი მაყურებელს ექსკლუზივებს პირდება!
"სუხიშვილები" Black Sea Arena-ზე - ნაციონალური ბალეტი მაყურებელს ექსკლუზივებს პირდება!

15 ივ­ლისს შეკ­ვე­თი­ლის მას­შტა­ბუ­რი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი Black Sea Arena სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" კონ­ცერტს უმას­პინ­ძლებს. 2017 წელი ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წე­ლია, რად­გან ან­სამ­ბლის და­მა­არ­სებ­ლის, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან 110 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სწო­რედ ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა კონ­ცერ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდ სცე­ნა­ზე, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე სრუ­ლი­ად ახალ დად­გმას იხი­ლავს. ბი­ლე­თის ფასი 10 ლა­რი­დან იწყე­ბა, ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი ბი­ლე­თი 60 ლარი ღირს.

ამ წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტი თუ სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე უფ­რო­სი ილი­კოს ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა და რო­გორც "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს და­სის თი­თო­ე­ულ წევ­რს.

ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი 15 ივ­ლისს არე­ნა­ზე მი­სულ მა­ყუ­რე­ბელს გა­ნახ­ლე­ბულ პროგ­რა­მას და ახალ ცეკ­ვებს წა­რუდ­გენს. ცხა­დია, შეს­რულ­დე­ბა ან­სამ­ბლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად ქცე­უ­ლი ცეკ­ვე­ბი რო­გორც კლა­სი­კუ­რი, ისე ახა­ლი პროგ­რა­მი­დან. 15 ივ­ლისს სცე­ნა­ზე და­სის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წარ­სდგე­ბა და კი­დევ ერთხელ პა­ტივს მი­ა­გებს ან­სამ­ბლის და­მა­არ­სებ­ლის დიდი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის ხსოვ­ნას.

ანა კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი, Black Sea Arena-ს დი­რექ­ტო­რი: "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" კონ­ცერ­ტით იწყე­ბა ქარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის ციკ­ლი "ბლექ სი არე­ნა­ზე" 2017 წელს. გვი­ხა­რია, რომ სწო­რედ ამ პრო­ექ­ტით და­ვი­წყებთ წლე­ვან­დელ ქარ­თულ სე­ზონს. 8 000-ზე მეტ მა­ყუ­რე­ბელს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა იხი­ლოს ეს პრო­ექ­ტი და რაც მთა­ვა­რია, ნა­ხოს სრუ­ლი­ად ახა­ლი ცეკ­ვე­ბი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის დად­გმით. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ Black Sea Arena-ს ის­ტო­რი­ას შე­ე­მა­ტე­ბა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კონ­ცერ­ტი. ბი­ლე­თე­ბის ფასი ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რი და და­ბა­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კი­დევ ერთხელ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით ამ დღეს. ბევ­რი ტუ­რისტსაც ვე­ლო­დე­ბით და დიდ სამ­ზა­დის­ში ვართ".

ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ პირ­ვე­ლად გა­მოვ­დი­ვართ Black Sea Arena-ზე. ექ­სკლუ­ზივს შევ­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს. გარ­და იმი­სა, რომ ჩვენ­თვის სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია, ვმუ­შა­ობთ სრუ­ლი­ად ახალ პროგ­რა­მა­ზე. ეს იქ­ნე­ბა ექ­სკლუ­ზი­ვი. თუმ­ცა, იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ცეკ­ვა და არა სრუ­ლი­ად პროგ­რა­მა. ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია!"

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი, ან­სამ­ბლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი: "რამ­დე­ნი­მე ახა­ლი კომ­პო­ზი­ცია უნდა წარ­ვად­გი­ნოთ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ერთი არის ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის მუ­სი­კა "რქა­წი­თე­ლი", პირ­ვე­ლად ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში იყო ამის პრე­მი­ე­რა. ის პრო­ექ­ტის "ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი" ნა­წი­ლია. ასე­ვე, სრუ­ლი­ად ახა­ლი კომ­პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა ოტო­ბა­ია, რო­მე­ლის მუ­სი­კა­საც ჩვე­ნი ორ­კესტრი აკე­თებს. გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მი­ი­ღებს მას მა­ყუ­რე­ბე­ლი"

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე კონ­ცერტს ვე­ღარ გა­მარ­თა­ვენ დატ­ვირ­თუ­ლი და უკვე შევ­სე­ბუ­ლი გრა­ფი­კის გამო, ასე რომ 15 ივ­ლისს "ბლექ სი არე­ნა­ზე" და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი, კარ­გი შან­სია მა­ყუ­რებ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი ან­სამ­ბლის ფან­ტას­ტი­კუ­რი დად­გმე­ბი იხი­ლოს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სუხიშვილები" Black Sea Arena-ზე - ნაციონალური ბალეტი მაყურებელს ექსკლუზივებს პირდება!

"სუხიშვილები" Black Sea Arena-ზე - ნაციონალური ბალეტი მაყურებელს ექსკლუზივებს პირდება!

15 ივლისს შეკვეთილის მასშტაბური საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena საქართველოს ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" კონცერტს უმასპინძლებს. 2017 წელი ქართული ნაციონალური ბალეტისთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ანსამბლის დამაარსებლის, ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი საქართველოს ყველაზე დიდ სცენაზე, სადაც მაყურებელი რამდენიმე სრულიად ახალ დადგმას იხილავს. ბილეთის ფასი 10 ლარიდან იწყება, ყველაზე მაღალფასიანი ბილეთი 60 ლარი ღირს.

ამ წელს ჩატარებული ყოველი კონცერტი თუ საგასტროლო ტურნე უფროსი ილიკოს ხსოვნას ეძღვნება და როგორც "სუხიშვილები" ამბობენ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს დასის თითოეულ წევრს.

ქართული ნაციონალური ბალეტი 15 ივლისს არენაზე მისულ მაყურებელს განახლებულ პროგრამას და ახალ ცეკვებს წარუდგენს. ცხადია, შესრულდება ანსამბლის სავიზიტო ბარათად ქცეული ცეკვები როგორც კლასიკური, ისე ახალი პროგრამიდან. 15 ივლისს სცენაზე დასის სრული შემადგენლობა წარსდგება და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს ანსამბლის დამაარსებლის დიდი ილიკო სუხიშვილის ხსოვნას.

ანა კავლელიშვილი, Black Sea Arena-ს დირექტორი: "სუხიშვილების" კონცერტით იწყება ქართული კონცერტების ციკლი "ბლექ სი არენაზე" 2017 წელს. გვიხარია, რომ სწორედ ამ პროექტით დავიწყებთ წლევანდელ ქართულ სეზონს. 8 000-ზე მეტ მაყურებელს მიეცემა საშუალება იხილოს ეს პროექტი და რაც მთავარია, ნახოს სრულიად ახალი ცეკვები სუხიშვილების დადგმით. მე ბედნიერი ვარ, რომ Black Sea Arena-ს ისტორიას შეემატება სუხიშვილების კონცერტი. ბილეთების ფასი ძალიან ლოიალური და დაბალია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გავერთიანდებით ამ დღეს. ბევრი ტურისტსაც ველოდებით და დიდ სამზადისში ვართ".

ნინო სუხიშვილი, "სუხიშვილების" ანსამბლის ხელმძღვანელი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირველად გამოვდივართ Black Sea Arena-ზე. ექსკლუზივს შევთავაზებთ მაყურებელს. გარდა იმისა, რომ ჩვენთვის საიუბილეო წელია, ვმუშაობთ სრულიად ახალ პროგრამაზე. ეს იქნება ექსკლუზივი. თუმცა, იქნება რამდენიმე ცეკვა და არა სრულიად პროგრამა. ეს მხოლოდ დასაწყისია!"

ილიკო სუხიშვილი, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი: "რამდენიმე ახალი კომპოზიცია უნდა წარვადგინოთ მაყურებლის წინაშე. ერთი არის ნიაზ დიასამიძის მუსიკა "რქაწითელი", პირველად ფილარმონიაში იყო ამის პრემიერა. ის პროექტის "ცეკვა ქართული" ნაწილია. ასევე, სრულიად ახალი კომპოზიცია იქნება ოტობაია, რომელის მუსიკასაც ჩვენი ორკესტრი აკეთებს. გვაინტერესებს, როგორ მიიღებს მას მაყურებელი"

აღსანიშნავია რომ, "სუხიშვილები" საქართველოში მომავალი წლის გაზაფხულამდე კონცერტს ვეღარ გამართავენ დატვირთული და უკვე შევსებული გრაფიკის გამო, ასე რომ 15 ივლისს "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილი კონცერტი, კარგი შანსია მაყურებლისთვის ცნობილი ანსამბლის ფანტასტიკური დადგმები იხილოს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება