მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცენტრალურ უბნებში ბინები გაძვირდება" - უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები
"ცენტრალურ უბნებში ბინები გაძვირდება" - უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა თბი­ლის­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე და რა ტი­პის ბი­ნებს ყი­დუ­ლო­ბენ დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად - AMBEBI.GE უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბა­ზარ­ზე მე­ო­რად ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და, ამან კი ბი­ნის ფა­სებ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და მისი ფასი შე­ამ­ცი­რა.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "კი­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნელი გო­გუ­ა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ზო­გი­ერთ უბან­ში ბი­ნის ფასი მცი­რე­დით შემ­ცირ­და.

"ზო­გი­ერთ ბი­ნა­ზე ცვლი­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ახლა ძა­ლი­ან ცოტა მყიდ­ვე­ლია, ამი­ტომ როცა და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ მყიდ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რია, ბი­ნა­ზე ფასს აკ­ლე­ბენ. ზო­გა­დი ტენ­დე­ცია კი ასე­თია: მო­თხოვ­ნაა და­ბალ ფა­სი­ან ბი­ნებ­ზე, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მა­ღალ ფა­სი­ან­ზე. სა­შუ­ა­ლო სეგ­მენ­ტი და­კარ­გუ­ლია. ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა ერთ ან ორო­თა­ხი­ან ბი­ნებ­ზე მო­დის. მო­თხოვ­ნა­დი ბი­ნე­ბის ფა­სე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ათა­სი­დან 70 ათა­სამ­დე მერ­ყე­ობს.

ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­შე­ნებ­ლო კო­პა­ნი­აა, რომ­ლე­ბიც სახ­ლებს კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბით აშე­ნე­ბენ, ასე­ვე გა­მარ­ტივ­და გან­ვა­დე­ბა, მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხი­თა და გა­წე­რი­ლი გრა­ფი­კით გა­დახ­და. ამი­ტომ ალ­ბათ მყიდ­ვე­ლის 80 პრო­ცენ­ტმა ახა­ლა­შე­ნე­ბულ ბი­ნებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. ძველ ბი­ნებს კი ფა­სე­ბი და­აკ­ლდა. ზო­გან 10-15 პრო­ცენ­ტი­ა­ნი კლე­ბაა", - აცხა­დებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტი.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ექ­სპერ­ტი გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, ბოლო პე­რი­ოდ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე პა­სი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა.

"სა­ერ­თოდ რა­ღაც დო­ნე­ზე ბა­ზა­რი ოდ­ნავ პა­სი­უ­რია. თუმ­ცა, სას­ტუმ­რო­ე­ბის ბუმი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი სას­ტუმ­რობ­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი. ახალ-ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ჩნდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ახალ სას­ტუმ­რო­ებს აშე­ნე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნებს, მო­მა­ვალ­ში ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ბი­ნე­ბი, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, გაძ­ვირ­დე­ბა, რად­გან ად­გი­ლე­ბი აღარ იშო­ვე­ბა. თუმ­ცა, ძვე­ლი ბი­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, ვა­კე­ში კარ­გად იყი­დე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი მყიდ­ვე­ლია, ვინც კვ/მ-ში 800-1000 დო­ლარს იხ­დის.

ამას­თან, კარ­გად ვი­თარ­დე­ბა გა­რე­უბ­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, გლ­დან­ში მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ნებს ხალ­ხი მი­ა­წყდა, იქ და­ბა­ლი ფა­სე­ბია 500 დო­ლა­რი ღირს და შე­სა­ბა­მი­სად ბევ­რი ბინა იყი­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და მეტ­როს­თან მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ლარ­ში ფას­და­დე­ბას, რო­მე­ლიც 1-ელი ივ­ლი­სი­დან შევა ძა­ლა­ში, ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფა­სებ­ზე არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებს და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ცენტრალურ უბნებში ბინები გაძვირდება" - უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები

"ცენტრალურ უბნებში ბინები გაძვირდება" - უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები

რა მდგომარეობაა თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე და რა ტიპის ბინებს ყიდულობენ დედაქალაქში ყველაზე ხშირად - AMBEBI.GE უძრავი ქონების ბაზრის ბოლოდროინდელი ტენდენციებით დაინტერესდა.

სპეციალისტების შეფასებით, ბაზარზე მეორად ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, ამან კი ბინის ფასებზე გავლენა მოახდინა და მისი ფასი შეამცირა.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, ზოგიერთ უბანში ბინის ფასი მცირედით შემცირდა.

"ზოგიერთ ბინაზე ცვლილება შეინიშნება. ახლა ძალიან ცოტა მყიდველია, ამიტომ როცა დაინახავენ, რომ მყიდველი რეალურია, ბინაზე ფასს აკლებენ. ზოგადი ტენდეცია კი ასეთია: მოთხოვნაა დაბალ ფასიან ბინებზე, ძალიან იშვიათად მაღალ ფასიანზე. საშუალო სეგმენტი დაკარგულია. ძირითადი მოთხოვნა ერთ ან ოროთახიან ბინებზე მოდის. მოთხოვნადი ბინების ფასები, დაახლოებით, 30 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს.

ქალაქში ძალიან ბევრი სამშენებლო კოპანიაა, რომლებიც სახლებს კარგი შეთავაზებით აშენებენ, ასევე გამარტივდა განვადება, მინიმალური თანხითა და გაწერილი გრაფიკით გადახდა. ამიტომ ალბათ მყიდველის 80 პროცენტმა ახალაშენებულ ბინებზე გადაინაცვლა. ძველ ბინებს კი ფასები დააკლდა. ზოგან 10-15 პროცენტიანი კლებაა", - აცხადებს უძრავი ქონების აგენტი.

როგორც უძრავი ქონების ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას აცხადებს, ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე პასიური სიტუაციაა.

"საერთოდ რაღაც დონეზე ბაზარი ოდნავ პასიურია. თუმცა, სასტუმროების ბუმი ძალიან გააქტიურებულია. საქართველოში ტურისტული პოტენციალი ყოველ წელს იზრდება, შესაბამისად ძირითადი აქცენტი სასტუმრობზეა გაკეთებული. ახალ-ახალი ინვესტორები ჩნდებიან, რომლებიც ახალ სასტუმროებს აშენებენ.

რაც შეეხება ბინებს, მომავალში ცენტრალურ უბნებში ბინები, ყველა შემთხვევაში, გაძვირდება, რადგან ადგილები აღარ იშოვება. თუმცა, ძველი ბინები, მაგალითად, ვაკეში კარგად იყიდება. ძალიან ბევრი მყიდველია, ვინც კვ/მ-ში 800-1000 დოლარს იხდის.

ამასთან, კარგად ვითარდება გარეუბნები, მაგალითად, გლდანში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბინებს ხალხი მიაწყდა, იქ დაბალი ფასებია 500 დოლარი ღირს და შესაბამისად ბევრი ბინა იყიდება. შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა გაიზარდა მეტროსთან მიმდებარე ტერიტორიებზე", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

რაც შეეხება უძრავი ქონების ლარში ფასდადებას, რომელიც 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში, ფალავანდიშვილის განცხადებით, ფასებზე არანაირად არ იმოქმედებს და იგივე სიტუაცია შენარჩუნდება.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი