ჰოლანდიაში, ლეიდენის ბიომრავალფეროვნების ცენტრმა 26 ივნისს სენსაციური აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება. მათი ინფორმაციით, ნაპოვნია 4,5 მილიარდი წლის მეტეორიტი, რომელიც იანვარში ჩამოვარდა სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში.
500 გრამიანი ქვა სამხრეთ ჰოლანდიაში მდებარე ერთ-ერთ სახლს იანვარში დაეცა. სახლის მფლობელებმა ქვა ბუნებრივი მეცნიერებების მუზეუმს გადასცეს, სადაც გაირკვა, რომ ეს მეტეორიტი 4,5 მილიარდი წლის ყოფილა.
მეცნიერების განმარტებით, მეტეორი მეექვსე ტიპის ჰონდრიტს მიეკუთვნება და ასაკით მზის სისტემის ტოლია. ამჟამად, მეტეორი მუზეუმშია მოთავსებული.
ბიომრავალფეროვნების ცენტრის მეცნიერების თქმით, მსგავსი ზომის მეტეორი ჰოლანდიაში ყოველ 3-4 წელიწადში ვარდება, თუმცა მისი პოვნა ყოველთვის ვერ ხერხდება.
მომზადებულია dutchnews.nl-ს მიხედვით