პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება იზრდება - როდის შევა ცვლილება ძალაში
მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება იზრდება - როდის შევა ცვლილება ძალაში

მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ქუ­ჩა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბის შემ­დეგ, გა­მოც­და­ზე გას­ვლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­იზ­რდე­ბა.

ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, გა­მოც­და­ზე გას­ვლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა საგ­რძნობ­ლად არ გაძ­ვირ­დე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­მოც­დის ქუ­ჩა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იზ­რდე­ბა რის­კე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად და­ე­მა­ტე­ბა ის კომ­პო­ნენ­ტი, რაც ამ რის­კებს მო­ი­ცავს.

ამას­თან, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია კონ­კრე­ტუ­ლი დრო, რო­დის შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბი რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში, თუმ­ცა, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვა­რა­უ­დობს, რომ შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს, ან 2018 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ქუ­ჩა­ში ჩა­სა­ტა­რებ­ლად ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მზად იქ­ნე­ბა.

"ჩვენ და­ვას­რუ­ლეთ პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტა­პი და ეს არის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. ძა­ლი­ან დი­დია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის როლი. პრო­ექტს სჭირ­დე­ბა ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­ძე­ნა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვფიქ­რობ, შე­მოდ­გო­მა­ზე დას­რულ­დე­ბა. შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს, ან მაქ­სი­მუმ 2018 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრის­თვის მზად იქ­ნე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ქუ­ჩა­ში ჩა­სა­ტა­რებ­ლად. აქ სა­უ­ბა­რი არის ავ­ტოს­კო­ლე­ბის როლ­ზეც.

ერ­თია შსს-ს კომ­პე­ტენ­ცია, რომ ჩვენ გა­მოც­და უნდა გა­ვი­ტა­ნოთ ქუ­ჩა­ში და გვყავ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას აღიქ­ვამს, მაგ­რამ მე­ო­რეა, რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მოვა გა­მოც­და­ზე ადა­მი­ა­ნი", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­უ­ბა­რია, რომ სა­მო­მავ­ლოდ, შე­საძ­ლოა მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­და­ზე გას­ვლამ­დე, ავ­ტოს­კო­ლა­ში სწავ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს. შალ­ვა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.

" ჩვენ ვართ შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, ხედ­ვა უნდა ჰქონ­დეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­საც. თა­ვად ავ­ტოს­კო­ლე­ბის გა­რე­შე არ გვინ­და პრო­ცე­სი. ამის მერე, ჩვენ ან მი­ვი­ღებთ ისეთ შე­დეგს, რომ ავ­ტოს­კო­ლე­ბი იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო და გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბით იქ­ნე­ბა, ან შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ეს სფე­რო ისე, რო­გორც არის", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტრო ავ­ტოს­კო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება იზრდება - როდის შევა ცვლილება ძალაში

მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება იზრდება - როდის შევა ცვლილება ძალაში

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება.

ამ სიახლის შესახებ, "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოცდაზე გასვლის ღირებულება საგრძნობლად არ გაძვირდება.

მისივე განმარტებით, გამოცდის ქუჩაში გადანაცვლებიდან გამომდინარე, იზრდება რისკები და შესაბამისად დაემატება ის კომპონენტი, რაც ამ რისკებს მოიცავს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დრო, როდის შეიძლება ჩატარდეს პრაქტიკული გამოცდები რეალურ მოძრაობაში, თუმცა, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ შემოდგომის ბოლოს, ან 2018 წლის პირველი იანვრისთვის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად იქნება.

"ჩვენ დავასრულეთ პროექტირების ეტაპი და ეს არის ტექნოლოგიებზე დამყარებული პროექტი. ძალიან დიდია ტექნოლოგიების როლი. პროექტს სჭირდება ამ ტექნოლოგიების შეძენა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს ყველაფერი ვფიქრობ, შემოდგომაზე დასრულდება. შემოდგომის ბოლოს, ან მაქსიმუმ 2018 წლის პირველი იანვრისთვის მზად იქნება ინფრასტრუქტურა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად. აქ საუბარი არის ავტოსკოლების როლზეც.

ერთია შსს-ს კომპეტენცია, რომ ჩვენ გამოცდა უნდა გავიტანოთ ქუჩაში და გვყავდეს შესაბამისი ავტომობილები, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურას აღიქვამს, მაგრამ მეორეა, როგორი მომზადებული მოვა გამოცდაზე ადამიანი", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, საუბარია, რომ სამომავლოდ, შესაძლოა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლამდე, ავტოსკოლაში სწავლება სავალდებულო გახდეს. შალვა ხუციშვილის განმარტებით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

" ჩვენ ვართ შემუშავების პროცესში, ხედვა უნდა ჰქონდეს განათლების სამინისტროსაც. თავად ავტოსკოლების გარეშე არ გვინდა პროცესი. ამის მერე, ჩვენ ან მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ ავტოსკოლები იქნება სავალდებულო და გარკვეული სტანდარტებით იქნება, ან შეიძლება დარჩეს ეს სფერო ისე, როგორც არის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრო ავტოსკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ